2 კვირაში მინუს 10 კილოგრამი – ზედმეტი ძალისხმევის გარეშე
ავტორი: ანი რევია 15:08 17.11, 2020 წელი

ამ დიეტით ზედმეტი კილოგრამების მოშორება ნამდვილად არ მოითხოვს ზედმეტ ძალისხმევას და დაახლოებით, 10 კილოგრამ ზედმეტ წონას 2 კვირაში მარტივად დაიკლებთ.
მთავარი, რაც დიეტის დროს უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ ჭამამდე 20 წუთით ადრე, 1 ჭიქა წყალი დალიოთ. ეს დაგეხმარებათ შიმშილის გრძნობის შემცირებაში. უშუალოდ ჭამის დროს, წყლის მიღებისგან კი თავი უნდა შეიკავოთ. წყლის დალევა შეგიძლიათ, საკვების მირთმევიდან, 1 საათის შემდეგ. ეს დიეტა, რეკომენდებული არაა ორსული ქალბატონებისთვის, ასევე, ვისაც თირკმელების პრობლემა, კალციუმის ნაკლებობა და ავიტამინოზი აღენიშნება.
პირველი დღე
საუზმე – 100 გრამი უცხიმო ხაჭო, ხილი;
სადილი – 100 გრამი თევზი, ბოსტნეულის სალათა;
სამხარი – 1 ვაშლი;
ვახშამი – 2 მოხარშული კვერცხი, 50გრამი მოხარშული ქათმის მკერდი.
მეორე დღე
საუზმე – 1 ულუფა მოხარშული კომბოსტო, ზეთის გარეშე;
სადილი – ქათმის ბულიონი, ბოსტნეულის სალათა;
სამხარი – უცხიმო იოგურტი, ხილის სალათა;
ვახშამი – 2 მოხარშული კვერცხი და ბოსტნეულის სალათა.
მესამე დღე
საუზმე – პომიდვრის, ბულგარული წიწაკისა და მოშუშული ბადრიჯნის სალათა;
სადილი – სოკოს ბულიონი, შავი პური;
სამხარი – 100 გრამი ხაჭო კენკრით;
ვახშამი – 100 გრამი მოხარშული ხორცი, ბოსტნეული.
მეოთხე დღე:
საუზმე – კომბოსტოსა და კიტრის სალათა მწვანილით;
სადილი – ბოსტნეულის სუპი, პური საფუარის გარეშე;
სამხარი – 1 ფორთოხალი.
ვახშამი – ორთქლზე მომზადებული თევზის კატლეტები, ბოსტნეულის სალათა.
მეხუთე დღე
საუზმე – 50 გრამი ხაჭო, 1 ჭიქა იოგურტითა და ხილით;
სადილი – მოხარშული თევზი, პურის პატარა ნაჭერი;
სამხარი – ვაშლი და მსხალი;
ვახშამი – 100 გრამი მოხარშული ხორცი, ბოსტნეული.
მეექვსე დღე
საუზმე – 2 მოხარშული კვერცხი, შავი პური, ყველი;
სადილი – 80 გრამი ქათმის მკერდი, ბოსტნეულის სალათა;
სამხარი – ხილი;
ვახშამი – 70 გრამი მოხარშული ხორცი, ბოსტნეულის სალათა.
მეშვიდე დღე
საუზმე – ფერადი კომბოსტოსა და სტაფილოს სალათა;
სადილი – ქათმის ბულიონი;
სამხარი – ქლიავი;
ვახშამი – 1 მოხარშული კვერცხი, ბოსტნეულის სალათა, 50 გრამი სოკო.
მეორე კვირასაც, იგივე მენიუ გაიმეორეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან