ვიზუალური ილუზია – ვინ ხარ შენ
ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 11.05

ადამიანის პიროვნების ფარული ასპექტების შესასწავლად მრავალი გზა არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალება ფსიქოლოგიური ტესტებისა და ვიზუალური ილუზიების გამოყენებაა. ხშირად მსგავსი თავსატეხები გვეხმარება, გავხსნათ ქვეცნობიერში დამალული ინფორმაცია და საკუთარი თავის შესახებ უფრო მეტი გავიგოთ.
ეს ფსიქოლოგიური ტესტი დაგეხმარებათ, გაიგოთ, ხასიათის რა თვისებებია თქვენში დომინანტური. ორი ვარიანტი არსებობს: შესაძლოა, ფოტოზე დაინახოთ მამაკაცის სახე ან ქალი, რომელიც ცეკვავს და შესანიშნავ ნახტომს ასრულებს.
• თუ თქვენ პირველად მოცეკვავე გოგონა დაინახეთ:
შემოქმედებითი და ორიგინალური ადამიანი ხართ, დაკვირვებული. გაქვთ უნარი, შეამჩნიოთ ისეთი დეტალები, რომლებსაც ბევრი ვერ ამჩნევს. თავში ახალი იდეები მოგდით და მზად ხართ ექსპერიმენტებისთვის. ხშირად უჩვეულო და ორიგინალურ ნივთებს ატარებთ და შთაგონებას აძლევთ სხვა ადამიანებს. ზოგჯერ თქვენი იდეები იმდენად არასტანდარტულად გამოიყურება, რომ შესაძლოა, მათი განხორციელება გაგიჭირდეთ. ზუსტად იცით, თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს რა რჩევები უნდა მისცეთ. შემოქმედებითი ბუნება გეხმარებათ, დაინახოთ სილამაზე ყველაფერში, რაც თქვენ ირგვლივაა. ეს კი საინტერესო და ღირებულ თანამოსაუბრედ გხდით.
• თუ თქვენ პირველად მამაკაცის სახის კონტური დაინახეთ:
პრაგმატული ადამიანი ხართ. მოგწონთ ყველაფრის დაგეგმვა, მოწესრიგება. თქვენთვის პრაგმატული აზროვნება და ორგანიზებულობა პირველ ადგილზეა. გაქვთ ანალიტიკური აზროვნების უნარი, ეს კი რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებაში გეხმარებათ. მოგწონთ, როდესაც ყველა საქმეში მკაფიო, გაწერილი გეგმა გაქვთ და მას ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებით. თქვენი შეუპოვრობა საშუალებას გაძლევთ, დასახულ მიზნებს მიაღწიოთ. ძალიან დიდი ნებისყოფა გაქვთ და შეგიძლიათ, ემოციები ეფექტურად მართოთ. თუმცა, მსგავსმა დამოკიდებულებამ შესაძლოა, საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად მომთხოვნ და მკაცრ ადამიანად ჩამოგაყალიბოთ. გახსოვდეთ, დასვენება და განტვირთვაც ძალიან მნიშვნელოვანია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან