ცხოვრების რა ეტაპზე ხართ ახლა
ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 31.08

ტესტი, რომელიც გეტყვით, ცხოვრების რა ეტაპზე ხართ ახლა და რა გიშლით ხელს, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოთ. თქვენი ამოცანაა, აირჩიოთ ის გასაღები, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. შემდეგ კი აღწერას გაეცანით:
პირველი გასაღები – შეწყვიტეთ საკუთარი გეგმების გადავადება. ახლა დადგა დრო, რომ ყველა ის იდეა განახორციელოთ, რომლებზეც დიდი ხანია, ფიქრობთ. დაიწყეთ პატარა გეგმებითა და ნაბიჯებით, მერე კი თანდათან გადადით გაუმჯობესებაზე.
მეორე გასაღები – ახლა პროფესიულ სფეროში საკმაოდ რთულ პერიოდს გადიხართ. არ დანებდეთ! განაგრძეთ საკუთარ თავზე მუშაობა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს და საკუთარი თავის მადლიერი იქნებით, რომ არ დანებდით მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად გინდოდათ.
მესამე გასაღები – შესაძლოა, ბოლო დროს ცვლილებები განსაკუთრებით გაშინებთ და ამის გამო შფოთავთ. სიახლეების შიში ხელს გიშლით, რომ თქვენი ცხოვრება და ყოველდღიურობა უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდეს. თუკი ამ შიშისგან გათავისუფლდებით, საკუთარ თავს უფლებას მისცემთ, რომ ბევრი განსხვავებული რამ სცადოს, გაცილებით უფრო საინტერესო რეალობას მიიღებთ.
მეოთხე გასაღები – როგორც წესი, იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება გახასიათებთ, რაც როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე, სამუშაო გარემოში ხელს ძალიან გიშლით. გირჩევთ, საკუთარ ხასიათს გადახედოთ და სხვების მიმართ უფრო მეტი ლოიალურობა გამოიჩინოთ. ასეთ შემთხვევაში წარმატების გაცილებით მეტი შანსი გექნებათ.
მეხუთე გასაღები – შესაძლოა, ახლა ნეგატიური ემოციებით ხართ სავსე. ეს კი, დიდი ალბათობით, ადამიანებით იმედგაცრუებისა და მიტოვების განცდითაა გამოწვეული. ნუ დაემორჩილებით არსებულ სიტუაციას. გახსოვდეთ, რომ წინ თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპებია და სულ შეგიძლიათ, რაღაცები უკეთესობისაკენ შეცვალოთ. შეეცადეთ, ბედნიერება პატარა დეტალებშიც აღმოაჩინოთ, გაიუმჯობესოთ განწყობა და საოცნებო საქმეებისკენ პირველი ნაბიჯები გადადგით.
მეექვსე გასაღები – ბოლოს დროს უსაფუძვლო შფოთვა თქვენი მუდმივი თანამგზავრი გახდა. შეეცადეთ, შფოთვის მიზეზი გაარკვიოთ. თუ ახლა თქვენი ცხოვრების რთულ ეტაპს გადალახავთ და საკუთარ თავში იპოვით ძალას, რომ წარმატებისკენ სვლა განაგრძოთ, წინ ნამდვილად საინტერესო პერიოდი გელოდებათ.
გასაღებების აცმა – ახალი სიმაღლეების მიღწევისა და შანსის ხელიდან გაშვების ძალიან გეშინიათ, ამიტომაც ბევრ რაღაცაზე ხართ კონცენტრირებული. ამიტომაც, განსაზღვრეთ თქვენი ინტერესები და ჩამოაყალიბეთ მიზნები. ეს დაგეხმარებათ, გაცილებით უკეთესი შედეგები გქონდეთ და წარმატებასაც მიაღწიოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან