თქვენი სულის ფსიქოლოგია
ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 15.02
ძალიან საინტერესო და განსხვავებული ტესტია. აღმოსავლური ფიგურები – არკანები თქვენს სულიერ მდგომარეობას აღწერს. დეტალურად, ორიგინალურად და ემოციური სიზუსტით. აარჩიეთ ერთი სურათი და ნახეთ მისი შედეგი.
პირველი არკანი
თუ თქვენ სურათზე მზის გამოსახულებამ მიგიზიდათ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ მგრძნობიარე და ემპათიური ადამიანი ხართ. გაქვთ ძლიერი ინტუიცია და კარგად უგებთ ადამიანებს. ხშირად, თავად არ შეგიძლიათ ახსნათ, რატომ მიიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება, მაგრამ საბოლოოდ, ის სწორი აღმოჩნდება, ხოლმე.
ცხოვრების მოვლენები ძალიან ახლოს მიგაქვთ გულთან და მარტივად ითვისებთ სხვა ადამიანების ემოციებსაც.
მეორე არკანი
თუ თქვენ აირჩიეთ არკანა, სადაც გამოსახულია სანთელი, ეს მიუთითებს, რომ თქვენ მტკიცე ხასიათი გაქვთ. თქვენ ყოველთვის ასრულებთ დაპირებებს და გაქვთ საიმედო ადამიანის რეპუტაცია. მიზანდასახულობა და თავდაჯერებულობა გეხმარებათ, იმოქმედოთ მაშინაც კი, როცა სხვები ხელს ჩაიქნევენ.
თქვენი სულიერი მდგომარეობა მყარია და სტაბილური. გარე ფაქტორები თქვენზე იშვიათად მოქმედებს. თითქმის არასდროს განიცდით შფოთვას, თუმცა ასევე, იშვიათად გრძნობთ ნამდვილ ბედნიერებას.
მესამე არკანი
მას ირჩევენ ავანტიურისტი და შემოქმედებითი ადამიანები. თქვენ ამბიციური ხართ და მომავლისთვის დიდი გეგმები გაქვთ დასახული. ვერ ისვენებთ, თუ რაიმეში საუკეთესო არ ხართ. გამოირჩევით არასტანდარტული აზროვნებით. თავგადასავლების წყურვილი არ გაძლევთ მშვიდად ყოფნის საშუალებას.
ტესტი მიუთითებს, რომ თქვენი სულიერი მდგომარეობა არასტაბილურია. ხშირად ხართ აღელვებული და ზედმეტად ნერვიულობთ. თქვენ მზად ხართ ნებისმიერი გამოწვევისთვის, მაგრამ სრულად მოდუნებას ვერ ახერხებთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





