ტესტები

თქვენი ხასიათის ძლიერი და სუსტი მხარეები

№39

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 12.10

ტესტი
დაკოპირებულია

ეს არის მარტივი ტესტი, რომელიც თქვენი ხასიათის ძლიერ და სუსტ მხარეებს გამოავლენს.

წესები ძალიან მარტივია, დააკვირდით ფიგურებს, რომლებსაც შესაბამისი რიცხვი აქვთ მინიჭებული. აირჩიეთ ის ფიგურა, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და შესაბამისი ციფრის გასწვრივ წაიკითხეთ განმარტება:

1 – ლიდერი

თქვენ ლიდერად ხართ დაბადებული, საოცარი ორგანიზაციული უნარები გაქვთ. იცით, როგორ გამოხატოთ თქვენი აზრები ლამაზად, სწორად და ასეთივე ფორმით გადასცეთ სხვებსაც.

2 – პროფესიონალი მიზნების მიღწევაში

თქვენი ძლიერი მხარე პასუხისმგებლობა და სიმსუბუქეა. საკუთარ თავს ხშირად უსახავთ მიზანს და მარტივად აღწევთ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, დაბრკოლებები შეგხვდეთ. პროფესიონალი ხართ ნებისმიერ სფეროში და ყოველთვის იდეალურად აკეთებთ ყველაფერს, რაც არ უნდა იყოს.

3 – მრავალმხრივობა

ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთების შესანიშნავი უნარი გაქვთ. ეს ყველას არ შეუძლია. გაქვთ დიდი პოტენციალი და სიბრძნე, რაც თქვენი საიდუმლო იარაღია ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში.

4 – რეალისტი

ყოველთვის შეგიძლიათ, ნებისმიერი სიტუაციიდან რაღაც სასარგებლო აღმოაჩინოთ და ეს გეხმარებათ, სწრაფად და მარტივად იპოვოთ პრობლემის გადაჭრის გზები. სწორედ ამ თვისების გამო უყვარხართ ადამიანებს და ყოველთვის მოგმართავენ რჩევისთვის.

5 – განვითარებული ინტუიცია

შესანიშნავი ინტუიციისა და თანდაყოლილი ინსტინქტის წყალობით, თავისუფლად და მარტივად გამოდიხართ ნებისმიერი გაუთვალისწინებელი გარემოებიდან.

6 – ინოვატორი

კრეატიული იდეებითა და შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი ხართ. ხალხი პატივს გცემთ, რადგან საკუთარი, ურყევი პრინციპები გაქვთ და არასოდეს იცავთ სხვის წესებს. ყოველთვის გაქვთ ახალი იდეები, რაც ნამდვილ ნოვატორად გაქცევთ.

7 – ემოციურობა

ძალიან კარგად იცით, როგორ თანაუგრძნოთ სხვა ადამიანს და გამოხატოთ მხარდაჭერა მაშინ, როცა ძალიან სჭირდება. ეს თქვენი ძალაა და თბილი სიტყვებით ადამიანების გამხნევება ძალიან კარგად გამოგდით.

8 – მანიპულატორი

ადამიანებით მანიპულირების უნარი თქვენი ძალაა. ყოველთვის იცით, როგორ აიძულოთ სხვები გააკეთონ ის, რაც თქვენ გსურთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №39

29 სექტემბერი-5 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა