სურათი – ხასიათის გასაღები
ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 21.09

ადამიანები ამ სურათზე განსხვავებულ გამოსახულებებს ხედავენ – ეს მათი ხასიათიდან გამომდინარეობს.
მაშ, ასე – შეხედეთ სურათს და დააფიქსირეთ, რა დაინახეთ პირველივე ჯერზე, ზედმეტი დაკვირვების გარეშე და თქვენს დაფარულ ხასიათსაც გამოავლენთ.
ახლა კი შედეგების შემოწმების დროა:
ჩანჩქერი: თუ პირველივე შეხედვის დროს სურათზე ჩანჩქერი დაინახეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს ძალიან ადვილად ენდობით. ბევრი მეგობარი გყავთ. თქვენი უბრალოებით, გახსნილობითა და მხიარული ბუნებით მათ მარტივად იზიდავთ და კომუნიკაცია კარგად გამოგდით. შეგიძლიათ, სხვების მოსმენა და ღირებული რჩევების გაზიარებაც. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ თავისი მინუსებიც აქვს. ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ თქვენ არაფერი გადარდებთ, ყველაფერს მარტივად უყურებთ, არაფერი გაწუხებთ და ბევრი რამ უმნიშვნელოა. როგორც წესი, თქვენი პრობლემების შესახებ არავინ არაფერი იცის.
დათვი: თუ სურათზე პირველივე შეხედვისას დათვი დაინახეთ, მაშინ თქვენი ხასიათი წინა აღწერის საპირისპიროა. გარეგნულად მეგობრულად და კეთილგანწყობილად გამოიყურებით, მაგრამ ყველა ადამიანს თქვენთან არ უშვებთ. როგორც წესი, იქამდე, ვიდრე ვინმეს ენდობით, აკვირდებით – ღირს თუ არა მასთან ურთიერთობა. ძალიან გიჭირთ წყენის დავიწყება. შესაძლოა, ადრე თქვენი ნდობით ბოროტად ისარგებლეს, მოგატყუეს, გიღალატეს და ამიტომაც, ახლა ადამიანებთან დისტანციას ინარჩუნებთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან