ტესტები

რომელი სახე დაინახეთ პირველად

№47

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00

ტესტი
დაკოპირებულია

ეს არის მარტივი ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც თქვენ შესახებ ბევრ რამეს იტყვის.

ძალიან მარტივია. ფოტოზე ოთხი სახეა გამოსახული. თქვენი ამოცანაა, დააფიქსიროთ ის, რომელსაც პირველივე შეხედვისას მოჰკარით თვალი. შემდეგ კი შეგიძლიათ, შესაბამის აღწერას გაეცნოთ.

იმისთვის, რომ აღქმა გაგიმარტივდეთ, თითოეული სახე სხვადასხვა ფერის წრითაა შემოხაზული:

1. სახე თეთრ წრეში

კარგად იცით, რომ ბედნიერება მხოლოდ ფულში არ არის. მუდმივად ცდილობთ, სამყარო ცოტათი უკეთესი გახადოთ, ეხმარებით მათ, ვისაც ეს სჭირდება და ამას სრულიად უანგაროდ აკეთებთ. კეთილშობილი ადამიანი ხართ და თქვენი სურვილი, რომ სხვებს დაეხმაროთ, აბსოლუტურად გულწრფელია. მაღალი მორალური თვისებების გამო ბედი ხშირად დაგაჯილდოვებთ. მთავარია, თქვენს გულსა და იდეალებს მიჰყვეთ.

2. სახე მწვანე წრეში

თვისება, რომელსაც სხვა ადამიანებში ყველაზე მეტად აფასებთ, პატიოსნებაა. თავადაც ცდილობთ, პატიოსანი და გულწრფელი იყოთ. გაქვთ მკაცრად განსაზღვრული ზნეობრივი წესი და სხვებს ზუსტად ისე ექცევით, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ. გარდა ამისა, ბევრი ისეთი ვინმე გყავთ გვერდით, რომლებიც გაფასებენ. კონსერვატორი ხართ და მოგწონთ ტრადიციების დაცვა.

3. სახე ყვითელ წრეში

ვერ იტანთ კონფლიქტურ სიტუაციებს, მაგრამ მათი გადაჭრაც საკმაოდ დიპლომატიურად და მშვიდობიანად შეგიძლიათ. კონფლიქტების მოგვარებაში ხშირად შუამავლის როლს ირგებთ. მეგობრები გიცნობენ, როგორც მშვიდ და გაწონასწორებულ ადამიანს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოსაწყენი ადამიანი ხართ. გიყვართ ახალი თავგადასავლები, ბევრი რამის ცდა, საკუთარი თავის გამოწვევა და გამარჯვება.

4. სახე ლურჯ წრეში

პრაქტიკული ადამიანი ხართ, რომელსაც ყველაფრის კარგად გააზრება და ფიქრი უყვარს. თქვენთვის მნიშვნელოვანია, ცხოვრებაში ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდეს. ცდილობთ, უკეთესი გახადოთ საკუთარი თავი და ნებისმიერი წამოწყებული საქმე წარმატებით დააგვირგვინოთ. თუმცა, ხანდახან პერფექციონიზმი გიტევთ, რაც ხელს გიშლით, რომ თქვენი შრომის შედეგით დატკბეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი