ტესტები

როგორი ლიდერი ხართ

№24

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 29.06

ტესტი
დაკოპირებულია

ზოგჯერ, ყველაზე უბრალო არჩევანმაც კი შესაძლოა, თქვენი პიროვნების ღრმა ასპექტები გამოავლინოს.

ეს მოკლე და სახალისო ტესტი ორიგინალური მიდგომით გიჩვენებთ, რა ტიპის ლიდერი ხართ. დახედეთ სურათს და შეარჩიეთ კატა, რომელმაც ყველაზე მეტად მოგხიბლათ. ყველა მათგანი გამოხატავს სხვადასხვა ტიპის ლიდერულ სტილს. დარწმუნდით, რომელია თქვენი ფავორიტი და გაიგეთ, რა ძლიერ მხარეებს მალავს თქვენი პიროვნება.

• ნაცრისფერი კატა – მომხიბვლელი და ენერგიული ლიდერი

თუ თქვენი არჩევანი ნაცრისფერი კატაა, ალბათ მგრძნობიარე, ქარიზმატული და შთამაგონებელი ლიდერი ხართ. თქვენ ენერგიულობა და თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ გუნდში მოტივაციის შექმნაში. რადგან ხშირად იღებთ სწრაფ გადაწყვეტილებებს და არ გეშინიათ რისკის. თქვენი ენთუზიაზმი გადამდებია, რის გამოც სხვებიც მზად არიან, გამოგყვნენ. თუმცა, თქვენი იმპულსურობა ზოგჯერ ხელს უშლის გრძელვადიან სტრატეგიას. წარმატებისთვის სცადეთ, რომ ენერგია და მოტივაცია კარგად გათვლილ გეგმაში მოაქციოთ.

• შავ-თეთრი კატა – ორგანიზებული და სტრატეგიული ლიდერი

თუ აირჩიეთ შავ-თეთრი კატას, თქვენი ლიდერობა სტრუქტურას, დისციპლინასა და წესრიგს ეფუძნება. კარგად იცით, როგორ მართოთ პროცესები და შექმნათ მშვიდი და ორგანიზებული გარემო გუნდისთვის. სტაბილური და მეთოდური მიდგომა გეხმარებათ ფოკუსი შეინარჩუნოთ, თუნდაც რთულ სიტუაციებში.

მაგრამ გაითვალისწინეთ: ზოგჯერ ძალიან მკაცრი მიდგომა გიშლით ხელს მოულოდნელ ცვლილებებთან ადაპტირებაში. სცადეთ, შემატოთ მეტი მოქნილობა, რათა კიდევ უფრო ძლიერი ლიდერი გახდეთ.

• თეთრი კატა – მზრუნველი და მხარდამჭერი ლიდერი

თუ თეთრი კატა აირჩიეთ, თქვენ ემპათიური და კოლაბორაციული ლიდერი ხართ. თქვენთვის მნიშვნელოვანია, გუნდის ყველა წევრმა იგრძნოს თქვენი ემოციური ინტელექტი და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების უნარი. თქვენი ლიდერობა ნდობასა და ძლიერ კავშირებს ემყარება. სცადეთ, თანაბრად დააბალანსოთ გულისხმიერება და მიზანდასახულობა – ასე უფრო ეფექტური ლიდერი გახდებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა