ტესტები

როგორ სასმელს აირჩევთ

№10

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00

ტესტი
დაკოპირებულია

ეს ფსიქოლოგიური ტესტი ძალიან გაგახალისებთ. ადამიანებს სხვადასხვაგვარი რეაქცია აქვთ კრიტიკაზე – ზოგს ადვილად სწყინს, ზოგი მშვიდად იღებს შენიშვნას, ზოგიც ღიზიანდება და საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად იბრძვის.

გთავაზობთ ძალიან მარტივ გზას, რათა უკეთ გაიცნოთ საკუთარი თავი. უბრალოდ, შეხედეთ სასმელებს, შეარჩიეთ თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო არაალკოჰოლური სასმელი და გაიგეთ, როგორ რეაგირებთ კრიტიკაზე.

სასმელი 1

თუ თქვენ ეს სასმელი აირჩიეთ, კრიტიკა ხშირად გტკენთ გულს. თქვენ მიჩვეული არ ხართ, რომ გარშემო მყოფები აზრს ღიად გამოთქვამდნენ და მით უმეტეს, უარყოფითად. ეს ნიშნავს, რომ საჭიროა ემოციების მართვა, იმის გაცნობიერება, რომ ყველა მოქმედება და გადაწყვეტილება სხვებს შესაძლოა, არ მოეწონოთ. ხშირად თქვენ სხვებს ზემოდან უყურებთ, რაც კიდევ უფრო ართულებს კრიტიკის სწორად აღქმას.

სასმელი 2

თუ მეორე სასმელი შეარჩიეთ, თქვენ კრიტიკას მშვიდად და დაბალანსებულად იღებთ. კარგად გესმით, რომ გარე მოსაზრება პიროვნულ განვითარებაში დაგეხმარებათ და ამიტომ ცდილობთ, შეინარჩუნოთ კონცენტრაცია. ეს თვისება გაძლევთ საშუალებას, მუდმივად გაიზარდოთ და წინ იაროთ. გახსოვდეთ, რომ სიფხიზლე და საკუთარი მიზნების გაცნობიერება თქვენი მთავარი ძალაა.

სასმელი 3

თუ არჩევანი მესამე სასმელზე შეაჩერეთ, მაშინ კრიტიკას ხშირად პასუხობთ კამათით ან, ზოგჯერ, აგრესიითაც კი. თქვენ შესანიშნავი ინტუიცია გაქვთ და სწრაფად ხვდებით, როცა შენიშვნა გულწრფელი არ არის, არამედ იმ სხვას საკუთარი მიზნები ამოძრავებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, შეინარჩუნოთ გონივრულობა და მხოლოდ მაშინ დაიცვათ თქვენი პოზიცია, როცა ეს ნამდვილად საჭიროა. არასოდეს დაუშვათ, რომ სხვისმა ნეგატიურმა ენერგიამ დაგთრგუნოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი