ტესტები

რისი გეშინიათ ყველაზე მეტად

№8

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 08.03

ტესტი
დაკოპირებულია

რას ჯღაბნით ყველაზე ხშირად? უბრალო „ნაჯღაბნებით“ შედგენილი ეს პატარა ტესტი ყველაზე თავდაჯერებულ ადამიანებსაც კი დააფიქრებს. ერთ-ერთი ნახატის არჩევით, თქვენ შეგიძლიათ, გაიგოთ რა შიშია ჩაბუდებული თქვენში, მიგანიშნოთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება.

აირჩიეთ მხოლოდ ერთი ნახატი

ფიგურა 1 – თქვენ გეშინიათ ენდოთ ადამიანებს

იმედგაცრუებაზე მტკივნეული არაფერია. თქვენ კარგი და სანდო ადამიანი ხართ, მაგრამ თქვენი ნდობა რამდენჯერმე უკვე გამოიყენეს ბოროტად. ახლა ეს ხელს გიშლით ადამიანებისადმი რწმენის აღდგენაში. პირველი ფიგურის არჩევა ნიშნავს სურვილის არქონას, რომ სხვებს გაეხსნათ.

ფიგურა 2 – თქვენ გეშინიათ მარტოობის

მიჩვეული ხართ იმ ადამიანებთან მიჯაჭვულობას, რომლებიც, სამწუხაროდ, თქვენი ცხოვრების ნაწილი აღარ არიან – იქნებიან ახლობლები, მეგობრები თუ ნათესავები. ამის გამო ნერვიულობთ, რომ გვერდით არ გეყოლებათ ის, ვინც კომპანიონობას გაგიწევთ. მაგრამ თუ მართლაც კეთილი და მზრუნველი ადამიანი ხართ, შიშის მიზეზი არ გაქვთ: კეთილი გულის მქონე ადამიანები არასოდეს რჩებიან მარტო.

ფიგურა 3 – თქვენ გეშინიათ სხვისი აზრის

მუდმივად „კარგი ადამიანის“ როლში ყოფნამ შესაძლოა, ცხოვრებაში ხელი შეგიშალოთ. არ არის საჭირო საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვა, მით უფრო, ყველას დასახმარებლად. ნუ მისცემთ უფლებას სხვის აზრს, გმართოთ. მეორეც, თუ ადამიანი ნაწყენდება მაშინ, როცა ვერ ეხმარებით, ეს მისი ეგოიზმის ბრალია და არა თქვენი დანაშაული.

ფიგურა 4 – თქვენ გეშინიათ რისკზე წასვლის

არ შეიძლება მთელი ცხოვრება დარჩეთ ერთ სამსახურში, ერთ ქალაქში, ერთსა და იმავე ურთიერთობებში, თუ ეს ბედნიერებას არ განიჭებთ. როდესაც ცხოვრების შეცვლის შესაძლებლობა გამოჩნდება, ჩაეჭიდეთ მას – მხოლოდ ასე შეძლებთ, გაიზარდოთ და იპოვოთ ნამდვილი ბედნიერება.

ფიგურა 5 – თქვენ გეშინიათ დაუფასებლობის

არ არის საჭირო საკუთარი ცხოვრების მსხვერპლად გაღება მხოლოდ იმისთვის, რომ სამსახურში აღიარება მოიპოვოთ. დღე და ღამე მუშაობით იმის მოლოდინით, რომ ადამიანები შეგამჩნევენ. თქვენ შესაძლოა, ყველაზე ერთგულ ადამიანად იქცეთ, მაგრამ იმავდროულად, საკუთარ თავს ავნოთ. იყავით ფრთხილად და ნუ იჩქარებთ.

ფიგურა 6 – თქვენ გეშინიათ ხელახლა შეყვარების

ის, რომ ერთხელ ურთიერთობა არ გამოგივიდათ, არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ასე იქნება. ჩვენ სიყვარულისთვის ვართ შექმნილნი, ამიტომ ნუ უკრძალავთ საკუთარ თავს ახალ გატაცებებს და ნუ იტყვით უარს ახალ სასიყვარულო ისტორიებზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი