ტესტები

რამდენი წლის ხართ სინამდვილეში?

№50

ავტორი: ელენე წულუკიძე 21:00 19.12, 2020 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

სახალისო და საინტერესო ტესტი „თბილისელებისგან“ 👇

გაინტერესებთ, გაიგოთ რამდენი წლისაა თქვენი ტვინი სინამდვილეში? უპასუხეთ „კი“ ან „არა“ ქვემოთ მოცემულ პუნქტებს და შეკრიბეთ მხოლოდ დადებით პასუხები.

1. დღე-ღამეში მძინავს 7-8 საათის განმავლობაში.
2. ყოველდღე ვჭამ ხილსა და ბოსტნეულს.
3. ჩემს ყოველდღიურ რაციონში შედის კენკრაც: მოცვი, ჟოლო, მარწყვი ან მაყვალი.
4. კვირაში სამჯერ მაქვს „თევზის დღე“.
5. ყოველდღე ვიღებ ვიტამინ B6-ს (ფოლიუმის მჟავა) და მულტივიტამინებს.
6. ყოველდღიურად ვიღებ ასპირინის მცირე დოზას.
7. ვსვამ წითელ ღვინოს ან ყურძნის წვენს არანაკლებ 5 დღისა კვირაში.
8. კვირის განმავლობაში უმრავლეს დღეს ვუთმობ 30-წუთიან ფიზიკურ ვარჯიშს.
9. ვკითხულობ წიგნებს, ვხსნი კროსვორდებს, ხშირად ვარ დაკავებული საქმიანობით, რომელიც დაკავშორებულია დამახსოვრებასთან.
10. ჩემს წინაპრებში არიან ადამიანები, ვინც იცოცხლა 80 წლამდე და მეტი მეხსიერების დაკარგვის გარეშე.
11. ჩემი ქოლესტერინის დონე ნორმის ფარგლებშია.
12. არ მაქვს პრობლემები ჭარბ წონასთან დაკავშირებით.
13. ვჭამ ჯანსაღ საკვებს (ხილი და ბოსტნეული, მარცვლეული, ზეითუნის ზეთი, ცოტა წითელი ხორცი და ასე შემდეგ).
14. კარაქისა და მარგარინის ნაცვლად ვხმარობ ზეითუნის ზეთს ან მცენარეულ ზეთს.
15. არასოდეს მომიწევია.
16. ჩემი წნევა ნორმაშია.
17. არ მაქვს დიაბეტი.
18. არ მაქვს ძილთან დაკავშირებული დარღვევები, როგორიცაა ხვრინვა, აპნოე, ქრონიკული უძილობა.
19. არ განვიცდი ყოველდღიურ უკონტროლო სტრესს.
20. ვატარებ დიდ დროს მეგობრებთან, კოლეგებთან და ნათესავებთან.
21. არ მაქვს მეხსიერების პრობლემები.

ახლა კი დაითვალეთ შედეგები 👇

19-21: თქვენი ტვინის „ნამდვილი“ ასაკი 15 წლით ნაკლებია თქვენს ბიოლოგიურ ასაკზე. ალცჰაიმერის განვითარების რისკი კი ნულის ტოლია.

11-18: თქვენი ტვინი – თქვენი თანატოლია. მაგრამ, ცხოვრების წესით იჩქარებთ დაბერების პროცესს, ამიტომ უმჯობესია, თავი დაიზღვიოთ და გამოასწოროთ ხარვეზები.

0-10: დაუმატეთ თქვენს ბილოგიურ ასაკს 5 წელი – პრობლემები აშკარაა. სერიოზული მიზეზი გაქვთ ექიმთან ვიზიტისთვის და ცხოვრების სტილის შესაცვლელად.

მნიშვნელოვანი რჩევები 👇

✔️ დღეში სუფთა ჰაერზე 30-35-წუთიან სიარულსაც კი ძალუძს ტვინის დაბერების პროცესის შენელება.

✔️ ორგანიზმს სრულფასოვანი აღდგენისთვის ესაჭიროება ნორმალური ძილი.

✔️ გადაეჩვიეთ მოწევას, უზომო ჭამას და არაჯანსაღი კვებას. ეს ყველაფერი აისახება თქვენი სისხლძარღვების მუშაობაზე.

✔️ კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, ვისაც სხვა ადამიანებთან აქტიური ურთიერთობები აქვს, ტვინის სკანირებისა და საზრიანობის ტესტებში უკეთესი შედეგები აქვთ.

✔️ სტრესი პირდაპირი გზაა ტვინის დაბერებისკენ. ის არღვევს კოგნიტურ პროცესებს, განსაკუთრებით ზემოქმედებს მეხსიერებაზე. თქვენზე უკეთ არავინ იცის, როგორ შეამციროთ სტრესი თქვენს ცხოვრებაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი