რა ნიჭით დაგაჯილდოვათ ბუნებამ
ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 11.01
დაფიქრებულხართ, რა არის თქვენი ნამდვილი მოწოდება? აუცილებლად უნდა გაიაროთ ფსიქოლოგიური ტესტი ნიჭის გამოსავლენად. ის მიგანიშნებთ, რომელი უნარების განვითარებაზე უნდა იმუშაოთ.
დააკვირდით მოცემულ სურათს. დიდხანს არ იფიქროთ. აირჩიეთ ვარსკვლავი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.
დავიწყოთ!
ვარსკვლავი #1
ყველაფერს აანალიზებთ და მხოლოდ შემოწმებულ მონაცემებთან მუშაობთ. ანალიტიკური აზროვნება გაქვთ. სწორედ ამიტომ უნდა სცადოთ საკუთარი თავი პროგრამირებასა და სხვა მსგავს სფეროში.
ვარსკვლავი #2
თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაღაც ახლის შესწავლა და გარკვევა. ცხოვრება კვლევისა და წიგნების გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ. თქვენთვის შესაფერისია მეცნიერის როლი.
ვარსკვლავი #3
მუსიკალურ რიტმს კარგად გრძნობთ და მოძრაობაზე გიჟდებით. საცეკვაო კარიერა არის ის, რაზეც უნდა დაფიქრდეთ. იმოქმედეთ, სანამ გვიანი არაა.
ვარსკვლავი #4
ძალიან გიყვართ ცხოველები და ბუნება. გასეირნება ან პიკნიკი თქვენთვის საუკეთესო გასართობია. გირჩევთ, საბუნებისმეტყველო მიმართულებაზე დაფიქრდეთ. ბაღში ან ცხოველებთან მუშაობა ნამდვილად მოგეწონებათ.
ვარსკვლავი #5
შესაშური ქარიზმა და არტისტულობა გაქვთ. საჯარო გამოსვლა არ გაშინებთ, ეს ენერგიით გმუხტავთ. დაფიქრდით, რომ გაიაროთ კასტინგი სერიალში, ფილმში ან რეკლამაში როლისთვის. იქნებ, ბედმა გაგიღიმოთ.
ვარსკვლავი #6
დაფიქრებულხართ, რომ წიგნი უნდა დაწეროთ? მჭევრმეტყველი ხართ. ბავშვობაში, ალბათ, ლექსებისა და ესეების წერა გიყვარდათ, ხოლო ლიტერატურა თქვენი საყვარელი საგანი იყო. დროა, ეს ნიჭი გამოიყენოთ. ბლოგების წერით დაიწყეთ.
ვარსკვლავი #7
ნაცნობები პერფექციონისტს გიწოდებენ, რადგან ყველაფერში გარკვევა გიყვართ. შემოქმედებითი ადამიანი ხართ, რომელიც ვერ იტანს ქაოსს და უყვარს წესრიგი. დაფიქრდით, იქნებ შენობის პროექტირებაზე დაიწყოთ მუშაობა. არქიტექტორი ხომ ის არის, ვისთვისაც სიზუსტე მნიშვნელოვანია.
ვარსკვლავი #8
ყველაფერში, რაც თქვენ გარშემოა, რაღაც განსაკუთრებულს ხედავთ. რაც მთავარია, გაქვთ უნარი, რომ ეს ტილოზე ან ქაღალდის ფურცელზე უჩვეულოდ ლამაზად გადაიტანოთ. დაბადებიდან მხატვარი ხართ და ამ ნიჭის განვითარება უნდა განაგრძოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





