ტესტები

რა ასაკისაა თქვენი ტვინი

№35

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 14.09

ტესტი
დაკოპირებულია

ადამიანები, როგორც წესი, ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებს სხვადასხვაგვარად ხედავენ. ზოგიერთი შესაძლოა, ფიზიკურად 70 წლის იყოს, მაგრამ გონებრივი თვალსაზრისით, გაცილებით ახალგაზრდად გრძნობდეს თავს და ბევრ თავსატეხთან გამკლავება შეეძლოს. ზოგი კი პირიქით – ახალგაზრდა ასაკში გაცილებით დიდად აღიქვამდეს საკუთარ თავს.

ამიტომაც, არსებობს როგორც ბიოლოგიური, ასევე, მენტალური ასაკი. მენტალური ასაკი შესაძლოა, ბიოლოგიურ ასაკს ჩამორჩებოდეს ან წინ უსწრებდეს. ამაზე მრავალი სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას – სტრესები, განათლება, გარემო, ცხოვრების სტილი, პიროვნული უნარ-ჩვევები...

ეს მარტივი ფსიქოლოგიური ტესტი დაგეხმარებათ, გაარკვიოთ, სინამდვილეში რა ასაკისაა თქვენი ტვინი. შეხედეთ ნახატს და კარგად დააკვირდით. იმის მიხედვით, თუ რამდენ სახეს აღმოაჩენთ, თქვენი მენტალური ასაკის დადგენას შეძლებთ:

ტესტის შედეგები:

6 სახე

თქვენი ტვინი 50 წელზე მეტი ასაკისაა და მასზე დაბერების პროცესის დომინირება შეინიშნება. ამიტომაც, თუ ამ პროცესის შენელება გსურთ, გააქტიურდით, გაავარჯიშეთ გონება სკანვორდებითა და კროსვორდებით, თავი შეიქციეთ სააზროვნო თამაშებითა და თავსატეხებით.

7 სახე

თქვენი ტვინი 40-დან 49 წლამდეა. ცოტაც და თქვენთანაც დაბერების პროცესი დომინანტი გახდება. ამიტომ, შეეცადეთ, გონება კიდევ უფრო მეტად გაივარჯიშოთ და სხვადასხვა აქტივობა შეასრულოთ.

8 სახე

თქვენი ტვინი 30-დან 39 წლამდეა. ის სრულადაა განვითარებული და დაბერების პროცესი ჯერ არ დაწყებულა. ამიტომაც, ახალი უნარების შესასწავლად ეს შესაძლებლობა აუცილებლად გამოიყენეთ.

9 სახე

თქვენი ტვინი 29 წელზე ნაკლები ასაკისაა. ის ძალიან ახალგაზრდაა და შესაძლებლობების პიკზეა. შეგიძლიათ, პიროვნული ზრდა განაგრძოთ, ახალი აღმოჩენები გააკეთოთ და განვითარდეთ. ეს ძალიან კარგი შედეგია და შეეცადეთ, შეინარჩუნოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა