რა არ უნდა გააკეთოთ მომავალ წელს
ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 04.01
აირჩიეთ ერთი თოვლის კაცი და გაიგეთ, რა არ უნდა გააკეთოთ მომავალ წელს, თუ გინდათ, რომ ის იღბლიანი იყოს. ტესტი მარტივია, ყველა თოვლის კაცს თავისი ნომერი და შესაბამისი განმარტება აქვს.
გადაწყვეტილება სწრაფად მიიღეთ, ერთი შეხედვით!

ესეც შედეგები:
1. თქვენთვის წარმოუდგენელია დანებება. ყველაზე რთულ მომენტშიც კი არ დაკარგოთ იმედი. ყოველთვის გახსოვდეთ თქვენი მიზნები და ყველა სირთულეს დაძლევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ ნამდვილად არ დასრულდება.
2. ახალ წელს სესხი არ უნდა აიღოთ. თავად სცადეთ ფინანსური სტაბილურობის მიღწევა. სესხი ჩიხში მოგაქცევთ, საიდანაც გამოსვლა ძალიან რთული იქნება. მომავალ წელს ეცადეთ, რომ ადამიანებს არ ჩამოშორდეთ. იყავით მეგობრული ყველასთან. სწორედ ეს ურთიერთობა ჩაუყრის საფუძველს თქვენს ბედნიერებასა და მატერიალურ კეთილდღეობას.
3. ნუ ეტყვით ადამიანებს უარს დახმარებაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, უარი თქვათ, თუ თქვენც გამოუვალ მდგომარეობაში ხართ და პირიქით გჭირდებათ დახმარება. სხვა შემთხვევაში აუცილებლად იყავით კეთილი და გულისხმიერი.
4. ნუ უგულებელყოფთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. მომავალ წელს აუცილებლად უნდა გააკონტროლოთ საკუთარი ჯანმრთელობა, ყურადღება მიაქციეთ სიმპტომებს და აუცილებლად მიიღეთ საჭირო ზომები.
5. წლის ბოლოსკენ არ ეჩხუბოთ საყვარელ ადამიანებს. თუ გრძნობთ, რომ კონფლიქტი იწყება, პირველი ნაბიჯი გადადგით და ეცადეთ, დაუყოვნებლივ მოაგვაროთ პრობლემა ისე, რომ გაუგებრობა აღარ დარჩეს.
6. თუ გამუდმებით ღრუბლებში ფრენას გადაწყვეტთ, შესაძლებელია, ბედნიერების ფრინველი „გაგიფრინდეთ“. ამიტომ, ამ წელს მოდუნება კატეგორიულად გეკრძალებათ.
7. უნდა გამოავლინოთ სიმტკიცე და შრომისმოყვარეობა, რაც მომავალში ისევ თქვენთვის იქნება უკეთესი. თქვენც ხომ ხვდებით, როგორ გიშლით ხელს სიზარმაცე დასახული მიზნების მიღწევაში. აშკარად მეტი შეგიძლიათ.
8. ზედმეტად ნუ დაძაბავთ საკუთარ თავს. შეეცადეთ, რაც შეიძლება, ნაკლებად მოხვდეთ სტრესულ სიტუაციაში. უმჯობესია, თუ დროს დასვენებასა და განტვირთვას დაუთმობთ. ცოტა მოდუნება არ გაწყენთ.
9. ნუ იქნებით ისეთი ადამიანი, რომელსაც ხალხისთვის ცუდი ამბები მოაქვს, რადგან შესაძლოა თქვენს შემთხვევაშიც ასრულდეს. იფიქრეთ, ბუმერანგზე და ფრთხილად იყავით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





