ოპტიკური ილუზია და ხასიათი
ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 01.06

ეს ტესტი შეგიძლიათ, გამოიყენოთ არა მხოლოდ გასართობად, არამედ საინტერესო ფსიქოლოგიური დასკვნისთვის. მთავარია, სწრაფად დააფიქსიროთ გამოსახულება, რომლის დანახვაც მოახერხეთ.
პირველი, რასაც დაინახავთ, ამოხსნის გასაღებია.
•თუ პირველად სპილო დაინახეთ, ცოტათი ზარმაცი ხართ. ზედმეტი ძალისხმევის გაღება არ გიყვართ, რომ სასურველი მიიღოთ. ხშირად ფიქრობთ, როგორ გაიმარტივოთ საქმე და შეიძლება თუ არა ზოგიერთ საქმეზე საერთოდ უარის თქმა.
ასეთ ადამიანს უყვარს საწოლში დიდხანს კოტრიალი, სამომავლო გეგმებზე ფიქრი, მაგრამ გეგმის განხორციელებას არ ჩქარობს. უსაქმურს ვერ ვუწოდებთ. მიეკუთვნება იმ ადამიანთა რიცხვს, რომელსაც მოდუნების მომენტები სჭირდება.
• პირველად ქალის სახეს ხედავს აქტიური ადამიანი, რომელიც ყოველთვის ენერგიულია. ყოველ დილით სიამოვნებით იღვიძებს, რომ ბევრი რამ მოასწროს.
ასეთ ადამიანს ბევრი საქმე და გატაცება აქვს. ამ მრავალფეროვნებით ხარობს. აქ ახალი მწვერვალების დასაპყრობად შთაგონებას იღებს. ასეთი აქტიური ადამიანის გონება მუდმივად მოძრაობაშია და ახალ იდეებს ეძებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან