ტესტები

კომფორტის სიყვარული და ხასიათი

№6

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00

ტესტი
დაკოპირებულია

თუ კომფორტი გიყვარს, ალბათ, გინდათ გაიგოთ, როგორი ხასიათი გაქვთ კომფორტის მოყვარულ ადამიანებს. მაშინ არ დაიზაროთ და ეს მარტივი ტესტი გააკეთეთ. უბრალოდ, დახედეთ სურათს და აარჩიეთ ის სავარძელი, რომელზეც ყველაზე გემრიელად მოკალათდებოდით.

ფუმფულა დივანი

თუ გიყვართ ფუმფულა დივანზე მოხერხებულად მოკალათება, ეს შესაძლოა, მიუთითებდეს იმაზე, რომ გაქვთ გარემოცვის კონტროლის დიდი მოთხოვნილება. ასეთი ავეჯი ხანგრძლივი დასვენებისკენ განგაწყობთ, მაგრამ იმავდროულად, მიანიშნებს, რომ ადამიანი ცდილობს, დაეუფლოს სივრცეს ისევე, როგორც აკონტროლებს სიტუაციებსა და ხალხს თავის ცხოვრებაში. ასეთი ადამიანებისთვის კონტროლი არის გზა, რათა დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, რაც მათ უსაფრთხოების განცდას ანიჭებს.

პატარა დივანი

პატარა დივნის არჩევა კონტროლისადმი უფრო დელიკატურ მიდგომაზე მეტყველებს. ესაა ადამიანი, რომელიც აფასებს ორგანიზებულობასა და ეფექტურობას, მაგრამ ზედმეტი აკვიატების გარეშე. მისი კონტროლი ვლინდება უნარში – მოქნილად მოერგოს და რეორგანიზება გაუკეთოს სივრცესა და სიტუაციებს ისე, რომ მოვლენებზე მართვის სადავეები არ დაკარგოს.

სკამი-სავარძელი

ეს უნივერსალური ავეჯია და ისინი, ვინც მას ირჩევენ, როგორც წესი, მოქნილ მიდგომას იყენებენ, ერგებიან გარემოებებს საკუთარი ნების თავსმოხვევის გარეშე. ანუ, თქვენი კონტროლის მეთოდი, სავარაუდოდ, უფრო მსუბუქი და შეუმჩნეველია. ეს არჩევანი სიმბოლოა ღიაობისა და სიახლეების მიღების მზაობისა, მაშინაც კი, როდესაც კონტროლის შენარჩუნებისკენ მიისწრაფვით.

სავარძელი

სავარძელი, როგორც ინდივიდუალური გამოყენების ნივთი, მიუთითებს ადამიანზე, რომელიც პირველ რიგში, საკუთარ თავს აკონტროლებს. სავარძელი სიმბოლოა დამოუკიდებლობისა და შინაგანი კონტროლისა, რაც მოვლენების მართვისადმი უფრო გაცნობიერებულ მიდგომას ასახავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი