ტესტები

ხასიათი არჩევანში

№50

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00

ტესტი
დაკოპირებულია

საკმაოდ მარტივი და სახალისო ტესტია. აირჩიეთ ის სახლი, რომელშიც იცხოვრებდით და გადახედეთ შედეგებს.


  1. გულგახსნილი, უბრალო და პირდაპირი ადამიანი ხართ. თქვენს ცხოვრებაში ყველას უშვებთ, განსაკუთრებით, სიბრალულისა და სიკეთის გამო. უამრავი ენერგია გაქვთ, ხართ მშრომელი და ღრუბლებში ფრენა არ გახასიათებთ.

2. გარშემო მყოფებისთვის მხიარული და ალალი ადამიანი ხართ, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ თქვენი სიხარული ყველას არ სიამოვნებს. აი, ტკივილი კი შეიძლება გაუხარდეთ. ეცადეთ, ყველას მეგობარი არ იყოთ.

3. საკმაოდ გულდახურული ადამიანი ხართ. საკუთარ ტკივილსა და პრობლემებს მხოლოდ ძალიან ახლობლებს უმხელთ. აფასებთ სიმყუდროვეს, კომფორტს. გიყვართ ბუნება, ცხოველები. გირჩევნიათ, თქვენთვის იყოთ და არ მიიქციოთ ადამიანების ყურადღება.

4. ხალისიანი და გულწრფელი ადამიანი ხართ. საკუთარ სიხარულსა და ტკივილზე დაუფარავად ლაპარაკობთ. სტუმართმოყვარე მასპინძელი ბრძანდებით. ცდილობთ, ყველაფერში სილამაზე დაინახოთ.

5. გულდახურული, ჩაკეტილი ადამიანი ხართ და საკუთარ ამბებს თითქმის არავის უყვებით. არ გიყვართ ხმაური და ადამიანებს შინ იშვიათად პატიჟებთ.

6. უცნაური ადამიანი ხართ. გსურთ, ბევრი მეგობარი, ახლობელი გყავდეთ, მაგრამ თავად საკუთარ საიდუმლოებებს არავის უმხელთ. თითქოს თქვენს სახლში სიმყუდროვეცაა, მაგრამ თქვენი მხრიდან მაინც სიცივე და დაძაბულობა იგრძნობა.

7. ხალისიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, მაგრამ გულში რას ინახავთ და მალავთ, არავინ იცის. ცდილობთ, დამალოთ ცუდი განწყობა, სილამაზის აღქმის საოცარი ნიჭი გაქვთ.

8. მხოლოდ ახლობლებთან ხართ ნამდვილი, მხოლოდ მათ უზიარებთ დარდებს. ხშირად კარგ განწყობაზე ხართ და ცხოვრებასაც მარტივად უყურებთ. გიყვართ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა. თქვენს სახლში მუდამ სიმყუდროვეა.

9. ჩაკეტილი ადამიანი ხართ და ახლოს არავის უშვებთ. არავის უმხელთ საკუთარ პრობლემებს. დარდს გულში იკლავთ. სახლში სიმყუდროვეს აფასებთ, სტუმრების მიღებაც არ გიყვართ. არ გსიამოვნებთ გარშემო მყოფების ყურადღების მიქცევა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი