ტესტები

განწყობა, რომელსაც ქმნით

№49

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 21.12

ტესტი
დაკოპირებულია

საინტერესო ტექსტია და სულ 5 წუთი დაგჭირდებათ. ყოველთვის იცი საკუთარი განწყობა? მოდი, ვნახოთ ტესტი რას გეუბნებათ:

დახედეთ სურათს, ამოირჩიეთ ერთი ვარიანტი და წაიკითხეთ პასუხები:

• თუთიყუში – თუთიყუში სიხარულისა და ბედნიერების სიმბოლოა. თქვენ ზუსტად იცით, ეს ორივე როგორია. ყველგან საოცარი განწყობა დაგყვებათ. ბევრი სინათლე გაქვთ, რომლითაც იზიდავთ სხვებს. ძალიან დადებით ენერგიას გამოასხივებთ, რომელიც თქვენც გყოფნით და სხვებსაც უზიარებთ. ამიტომ ყველას უყვარხართ.

• პალმა – ხშირად ფიქრობთ დასვენებაზე. გინდათ სადმე შორს წასვლა და სანაპიროზე უდარდელად წამოწოლა. დადებითი და ნამდვილი ადამიანი-ზაფხული ხართ, აუცილებლად გჭირდებათ მზე, სინათლე, სითბო, მხიარულება. სწორედ ამას უზიარებთ სხვებსაც.

• ხელი – გიყვართ ლიდერობა. თქვენთვის მთავარია, ყველაფერს აკონტროლებდეთ. დაბადებული ხართ უფროსობისთვის და შეგიძლიათ კიდეც. საჭირო დროს ძალიან საქმიან განწყობას ქმნით, პროდუქტიულსა და ცოტათი ხისტს, თუმცა, კარგი იქნება, თუ მის ცოტა „დარბილებაზე“ იმუშავოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი