ტესტები

„გახსენი“ შენი ხასიათი

№4

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00

ტესტი
დაკოპირებულია

უძველესი ეგვიპტე ინახავს სიმბოლოებს, რომლებიც ადამიანის შინაგან სამყაროზე საოცარ ნიშნებს გვაძლევს. დააკვირდით ფოტოზე მოცემულ ექვს სიმბოლოს და აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ. პასუხები დამალულ ძალებსა და თქვენი ხასიათის ღრმა მხარეებს „გახსნიან“.

ნახეთ შედეგები:

1. სკარაბი (ხოჭო) – გარდაქმნის სიმბოლო

სკარაბის ფარის სამი სეგმენტი მიუთითებს თქვენი ხასიათის მთავარ თვისებებზე – მკაფიო აზროვნებაზე, ზღვრის გრძნობასა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებაზე.

თქვენ იცით, რა გინდათ და არავის აძლევთ უფლებას, გზა აგირიოთ.

2. ფარაონი – სიბრძნისა და გონიერების სიმბოლო

თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებებს დაფიქრებულად, რაციონალურად და მშვიდად იღებს. თქვენ ყოველთვის მიდიხართ წინ, ამაყად და შეუდრეკლად. თქვენი ხასიათის მთავარი ძალაა: სიბრძნე, თანმიმდევრულობა, ცხოვრებისეული გამოცდების მიღება და გადალახვა.

3. წმინდა იბისი – დაცვა და სისუფთავე

იბისი ეგვიპტელებისთვის წმინდა ფრინველი იყო, გონების, სიბრძნისა და წესრიგის სიმბოლო.

თქვენ ბევრს ფიქრობთ წარსულზე. აფასებთ ოჯახსა და ერთგულებას. გიყვართ გონებრივი ჰორიზონტების გაფართოება. არ მოითმენთ უსამართლობას. შეგიძლიათ, სწრაფად გაწყვიტოთ კავშირი ყველაფერთან, რაც თქვენს პრინციპებს ეწინააღმდეგება.

4. სამეფო კობრა – კონტროლი და სიბრძნე

თუ ეს სიმბოლო გიზიდავთ, თქვენ გადაწყვეტილებებს იღებთ მხოლოდ სრული ანალიზის შემდეგ. არ გიყვართ მოულოდნელობები. ხართ სანდო და სტაბილური.

5. ტურა (ანუბისის ძაღლი) – შიდა ბრძოლისა და განახლების სიმბოლო

ტურის ფიგურა მიუთითებს თქვენს რთულ წარსულზე, რომელმაც აგავსოთ გამოცდილებით, ძლიერ ნებისყოფაზე, შინაგან კონფლიქტზე, რომლის გადალახვას ახლა იწყებთ. ცვლილებები დაწყებულია და ახლა მთავარია, საკუთარ თავს გზა არ დაუკეტოთ.

6. გოლის თვალი (Pa) — თვითდამკვიდრება და ძალა

ძველ ეგვიპტეში წარმატების, ჯანმრთელობის და ძალაუფლების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სიმბოლო იყო.

თუ ეს ნიშანი აირჩიეთ, თქვენ დაკვირვებული ადამიანი ხართ. გიყვართ საკუთარი აზრის გამოხატვა. დიდ ყურადღებას აქცევთ იმიჯს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი