გაიგეთ საკუთარი ხასიათის შესახებ უფრო მეტი
ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00
მარტივ ფსიქოლოგიურ ტესტს გთავაზობთ. აირჩიეთ საახალწლო სათამაშო, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და გაიგეთ საკუთარი ხასიათის შესახებ უფრო მეტი.
# 1
მხიარული ცხოვრებისკენ სწრაფვა თქვენი ყოფის განუყოფელი ნაწილია. გარშემო მყოფებს ენერგიით, პოზიტიური ძალითა და მოტივაციით მუხტავთ და ძალიან დიდ შთაგონებას აძლევთ. საკუთარი მაგალითით ყველას აჩვენებთ, რომ გადაუჭრელი პრობლემები არ არსებობს, სირთულეებთან გამკლავება კი ცხოვრებისეული გამოწვევაა. სადაც უნდა წახვიდეთ, ყველგან დადებითი ენერგია მიგაქვთ. ამიტომაც, ყველგან სასურველი სტუმარი ხართ.
#2
თავდაჯერებულ გადაწყვეტილებებს მხოლოდ მაშინ იღებთ, როდესაც საკითხის ყველა დეტალსა და თავისებურებას გაითვალისწინებთ. ყურადღებას აქცევთ ყველაფერს, რაც თქვენ გარშემოა. ნებისმიერი პრობლემა, რომელიც სხვებისთვის დამაბნეველი და გადაუჭრელია, თქვენთვის გამოუვალი მდგომარეობა არ არის, თავსატეხივით აწყობთ და ამას ძალიან სწრაფად აკეთებთ.
#3
თქვენი გული მუდმივად სითბოს ასხივებს. თანაგრძნობის, თანადგომისა და სიკეთის საოცარი უნარი გაქვთ. საკმაოდ მგრძნობიარე ადამიანი ხართ და ირგვლივ მყოფების უსიტყვოდ გესმით. თქვენი ყველა ინიციატივა და მხარდაჭერა გულწრფელია და არ თამაშობთ. რეალურად გსურთ, საყვარელი ადამიანების ცხოვრებაში რაღაცები უკეთესობისკენ შეცვალოთ.
# 4
როგორც წესი, არასოდეს აგვიანებთ, რადგანაც თქვენთვის ეს პასუხისმგებლობის ნაწილია. ძალიან ზრდილობიანი და ჭკვიანი ადამიანი ხართ. ახლობლები წესიერებისა და პატიოსნების მაგალითად მიგიჩნევენ. ხშირად გეკითხებიან რჩევას და თქვენც საჭირო დროს ზუსტ რეკომენდაციებს აძლევთ მათ, ვისაც თქვენი დახმარება სჭირდება.
# 5
ძალიან ბევრი იდეა გაქვთ, რომელთა განხორციელებასაც ეტაპობრივად, საკუთარი ძალებით აპირებთ. თქვენი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნი ხართ. საკუთარ შეცდომებზე სწავლა კი წარმატების მიღწევაში გეხმარებათ. აანალიზებთ ნებისმიერ სიტუაციას და ფიქრობთ, როგორ მიაღწიოთ მომავალში უკეთეს შედეგს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





