ეს თქვენს ხასიათზე ბევრ რამეს ამბობს
ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 05.10

როგორ გიჭირავთ ჭიქა?
ადამიანის ხასიათი უმცირეს დეტალებშიც კარგად ვლინდება. ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ საკმარისია, ადამიანს შესთავაზოთ ჭიქა ჩაი, შემდეგ დააკვირდეთ, როგორ უჭირავს ფინჯანი და ძირითად შტრიხებში მიხვდებით, რა ტიპის ადამიანი ზის თქვენ წინაშე.
1. აპრეხილი ნეკა თითი
ასე უჭირავთ ფინჯანი თავდაჯერებულ ადამიანებს, ვინც ბოლომდე დარწმუნებულია საკუთარ ძალებში და კომპრომისებზე წასვლა არ უყვართ. მათ ზუსტად იციან, რა უნდათ და როგორ მიაღწიონ მიზანს. სტრესულ სიტუაციებში ყოველთვის სიმშვიდეს ინარჩუნებენ. მეგობრებსა და კოლეგებს შორის ძალიან დაფასებულები არიან.
2. ორი ხელით
ამ ადამიანებს დიდი გული და კეთილშობილი სული აქვთ. ყოველთვის გვერდით არიან, რათა მოგისმინონ და მხარში ამოგიდგნენ. მათ ერთგულებას საზღვარი არ აქვს. ყოველთვის შეგიძლიათ, დახმარებისთვის მიმართოთ და არ შეგეშინდებათ, რომ უარით გამოგისტუმრებენ.
3. ჭიქის ყური მუჭში
პრაგმატული ადამიანია, რომელსაც ცხოვრების ყველა ეტაპი დაგეგმილი აქვს. ყოველი წუთი დეტალებში აქვს გათვლილი. ემოციების შეკავება მათთვის სტრესის მომტანია. გულჩათხრობილს ვერ დაარქმევ, მაგრამ გულის გადაშლაც არ სჩვევია.
4. ჭიქა ხელისგულზე
ამ ადამიანების დევიზია: წინდახედული კაცი ღმერთსაც უყვარდაო. ეს ადამიანები სუპერმარკეტში რომ შედიან, იქიდან უამრავ ისეთ ნივთს გამოიტანენ, რომლებიც მხოლოდ „ყოველი შემთხვევისთვის“ სჭირდებათ. უყვართ, როცა მათ ირგვლივ ყველაფერი პრაქტიკული, ხარისხიანი და უსაფრთხოა.
5. ყური – მუჭში, ფსკერი – ხელისგულზე
ამ ადამიანებს, როგორც იტყვიან, მზე და მთვარე ამოსდით ოჯახის წევრებსა და ნათესავებზე. მხოლოდ მათ წრეში გრძნობენ თავს ბედნიერად და კომფორტულად. ძალიან თავდადებული მეგობრობაც იციან. ხშირად ახასიათებთ ნოსტალგიური განწყობა და ზოგჯერ რეალობასაც გაურბიან.
6. ჭიქა თითებს შორის
არასტანდარტული შემოქმედებითი პიროვნებები არიან, რომლებიც ცხოვრების დინებას მიჰყვებიან. მსუბუქად აღიქვამენ მოვლენებს, თუმცა სხვების მიმართ პატიოსნები და გახსნილები არიან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან