ტესტები

„ამოხსენი“ საკუთარი თავი

№13

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 12.04

ტესტი
დაკოპირებულია

თითოეული ადამიანი უნიკალურია, პიროვნული თვისებები კი დამოკიდებულია ქცევაზე, აზრებზე და გამოცდილებაზე. ახალი მოვლენები მუდმივად ახდენენ გავლენას ჩვენზე, თუნდაც ამას ვერც ვამჩნევდეთ.

ეს ტესტი არაცნობიერის „ამოხსნას“ უწყობს ხელს და დაგეხმარებათ, გაარკვიოთ, რომელი პიროვნული თვისება გიშლით ხელს ყველაზე მეტად.

დააკვირდით სურათზე წარმოდგენილ ექვს სხვადასხვა ხილს. აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ ან თქვენში სასიამოვნო ემოციებს იწვევს. შემდეგ კი წაიკითხეთ თქვენი არჩევნის ინტერპრეტაცია.

ვაშლი

ვაშლი ხშირად განიხილება, როგორც ცდუნების სიმბოლო. მისი წითელი ფერი მიუთითებს ვნებაზე და ძლიერ ემოციებზე. თუ ეს ხილი აირჩიეთ, ძალიან ემოციური და მგრძნობიარე ხართ. თქვენს პიროვნებაში მთავარი გამოწვევა შეიძლება სიყვარულში ზედმეტი თავდადება იყოს, რაც ხშირად იმედგაცრუებით მთავრდება.

ყურძენი

ყურძენი წმინდა სიმბოლოს წარმოადგენს. ეს ხილი აირჩიეს ადამიანებმა, რომლებიც ზედმეტად მგრძნობიარენი და ინტელექტუალურები არიან. თქვენ შეიძლება სამყაროს უფრო ნეგატიური კუთხით ხედავთ და ხშირად გადაწყვეტილებების მიღებას დიდხანს განიხილავთ. ეს მიდრეკილება ხშირად იწვევს შინაგან კონფლიქტებს და გაურკვევლობას.

ბანანი

ბანანი ასოცირდება მხიარულებასთან და ბავშვურ ხასიათთან. თუ ეს ხილი აირჩიეთ, თქვენ, ალბათ, ყოველთვის ცდილობთ, რომ სხვები გაამხიარულოთ და გააღიმოთ. გიჭირთ საკუთარ ღრმა გრძნობებზე საუბარი.

ფორთოხალი

თქვენ სიკეთით, ნდობითა და სიფაქიზით გამოირჩევით. თქვენ ადამიანებისთვის „ტკბილი“ ხართ. თუმცა, ზედმეტი სიკეთე და გულწრფელობა შესაძლოა, ზოგჯერ თქვენს საზიანოდაც იქცეს. ისწავლეთ, როგორ თქვათ „არა“ და დაიცვათ თქვენი ინტერესები.

მარწყვი

მარწყვი სიყვარულისა და ვნებისთვის განკუთვნილი სიმბოლოა. თუ ეს ხილი აირჩიეთ, თქვენ, ალბათ, სიყვარულში მთელი გულითა და სული ეფლობით. ხშირად შეიძლება გქონდეთ ილუზიები და იდეალიზებული მოლოდინები, რაც რეალობასთან შეუსაბამო აღმოჩნდება.

ქოქოსი

თქვენ გიყვართ განსხვავებული და გამორჩეული მიდგომები. კრიტიკა და ნეგატიური კომენტარები თქვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან ყველაფერს საკუთარი წესებით აკეთებთ. გახასიათებთ პირველი შთაბეჭდილებების საფუძველზე სწრაფი დასკვნების გამოტანა, რაც შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი