ტესტები

აირჩიე კატა და გაიგე, როგორ ადამიანად გხედავენ სხვები

№9

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 12.03, 2023 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

როგორც წესი, ირგვლივ მყოფები ჩვენში ისეთ თვისებებს ხედავენ, რომლებზეც შესაძლოა, თავად არც დავფიქრებულვართ, ან აღიარება არ გვსურდა. ეს მარტივი ტესტი დაგეხმარებათ, საკუთარ თავს განსხვავებული მხრიდან შეხედოთ. ფოტოდან აირჩიეთ ის კატა, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ, შემდეგ კი განმარტება წაიკითხეთ.

წითური კატა - #1

თქვენი ნაცნობები დარწმუნებულები არიან, რომ მეგობრული ადამიანი ხართ. მსგავსი შთაბეჭდილება იმის გამო იქმნება, რომ იცით თანაგრძნობა, მხარდაჭერა და დახმარება. ყოველთვის თავაზიანი და მოღიმარი ხართ, თუმცა, საკმაოდ ფრთხილიც. უცნობებისათვის შესაძლოა, ამოუცნობი ადამიანი იყოთ, რადგან თავს არიდებთ მათთან კომუნიკაციას. როცა გაგიცნობენ, როგორც წესი, ყველა აღიარებს, რომ საკმაოდ გულღია და მეგობრული ადამიანი ხართ.

თეთრი, ფუმფულა კატა - #2

ხალხი მშვიდ და თავშეკავებულ ადამიანად გიცნობთ. მხოლოდ თქვენთან ყველაზე ახლოს მყოფმა ადამიანებმა იციან, სინამდვილეში როგორი ადამიანი ხართ. უცნობ ადამიანებს შესაძლოა მოეჩვენოთ, რომ ჩაკეტილი, ინტროვერტი ადამიანი ხართ. თუმცა, სინამდვილეში, ამისგან შორს ხართ და დროის მხიარულად გატარება თქვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნილებაა.

ნაცრისფერი კატა - #3

სხვების თვალში გამოუსწორებელი ოპტიმისტი ხართ. უფსკრულის პირას რომ მიხვიდეთ, თქვენ მაინც იხუმრებთ. უბრალო ადამიანად აღგიქვამენ, ყოველგვარი პათოსისა და პრეტენზიის გარეშე. თქვენგან ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ. თქვენ ზუსტად იცით, როგორ იცხოვროთ საკუთარი სიამოვნებისთვისაც და საყვარელი ადამიანების გაბედნიერებისთვისაც.

ჭრელი, მოღიმარი კატა - #4

ძირითადად, ბავშვივით იქცევით. მაგრამ, ეს დამოკიდებულება ყოველთვის თქვენს სასარგებლოდ არ მუშაობს. ხანდახან არასერიოზული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, რაც ხელს გიშლით, სრულად გამოავლინოთ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები. ამიტომაც, ბავშვობისდროინდელი ქცევები, ხასიათის თვისებები ზოგჯერ უნდა გააკონტროლოთ. მაშინ ყველაფერი კარგად იქნება და მიაღწევთ იმას, რაც გსურთ.

კატა თეთრ-ნაცრისფერში - #5

სხვების თვალში ნამდვილი ინტელექტუალი ხართ. ხშირად მოგმართავენ დახმარებისთვის. ფიქრობენ, რომ ხართ ადამიანი, რომელმაც ყოველთვის იცის, რა და როდის უნდა თქვას. ამის პარალელურად, შესაძლოა, პირადი ურთიერთობები გიჭირდეთ და საყვარელ ადამიანსაც კი ვერ უგებდეთ მარტივად. თუმცა, იმავდროულად, გარშემო მყოფები დარწმუნებულები არიან, რომ სიყვარულის საკითხებში მაინც ოსტატი ხართ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი