აირჩიე ჭიქა
ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00
ეს ტესტი თქვენი ხასიათის უცნობი მხერეების შესახებ ბევრ რამეს გეტყვით. წესები მარტივია, აირჩიეთ იმ ფერის ჭიქა, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ, შემდეგ კი წაიკითხეთ და გაიაზრეთ რამდენად იცნობთ საკუთარ თავს.
ყვითელი
ყვითელი ჭიქის არჩევით აჩვენებთ, რომ ამბიციური და მიზანდასახული ადამიანი ხართ. გინდათ, ყველაფერში წარმატებას მიაღწიოთ. არასოდეს ნებდებით და ცდილობთ, თქვენი იდეის სისწორეში სხვებიც დაარწმუნოთ. მთავარი რეკომენდაციაა, ცოტა დამშვიდდეთ, არ გადააჭარბოთ საკუთარი თავის მიმართ მოთხოვნებს და ხანდახან სხვების აზრსაც მოუსმინოთ.
ნაცრისფერი
ნაცრისფერი ჭიქის არჩევით აჩვენებთ, რომ საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე არ ხართ დარწმუნებული. ხშირად არ იცით, რა მიმართულებით გსურთ სიარული. ნაკლებად გჯერათ საკუთარი თავის და გირჩევნიათ სხვების აზრის გათვალისწინება. ხშირად მათ მოწონებასა და შეფასებაზე ხართ დამოკიდებული. ენდეთ თქვენს თავს და გახსოვდეთ, რომ ყველა უნარი და შესაძლებლობა გაქვთ იმისთვის, რომ გადაწყვეტილებები თავად მიიღოთ.
ლურჯი
თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებისას ხშირად დიდხანს ფიქრობს და ყოყმანობს. საკმაოდ მტკიცე ხასიათიც გაქვთ. არ გიყვართ ზედმეტ რისკზე წასვლა. გირჩევნიათ, ყველაფერი დაგეგმოთ და გეგმის მიხედვით გაჰყვეთ შესასრულებელ საქმეებს. გაქვთ თქვენი კომფორტის ზონა. მაგრამ გახსოვდეთ, ზოგჯერ მოულოდნელი სიურპრიზები აუცილებელია და ცხოვრებას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
წითელი
წითელი ფერის ჭიქის არჩევით აჩვენებთ, რომ საკმაოდ კომუნიკაბელური ადამიანი ხართ. არასდროს ჩერდებით და გიყვართ ხალხმრავალი ადგილები. ასევე, მოგწონთ გართობა და თქვენი ნება რომ იყოს, ყოველ შაბათ-კვირას წვეულებას მოაწყობდით. გაქვთ ძალიან დიდი ენერგია და თქვენი დადებითი მუხტი გადამდებია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





