საზოგადოება

უცვლელი გემო და შთამბეჭდავი გარემო – თქვენი დაუვიწყარი მოგონებების შესაქმნელად

№6

ავტორი: „თბილისელები“ 17:24

აფხაზეთი
დაკოპირებულია

ყველაფერი გემრიელი – რესტორანი „აფხაზეთი“ 21 წლისაა!

21 წლის წინ აფხაზეთიდან დევნილმა მეგობრებმა – ნოდარ ნაყოფიამ და ლერი კალანდიამ – თბილისში მიწის ნაკვეთი შეიძინეს და მოფიქრებულ იდეას დიდი მონდომებითა და სიყვარულით შეასხეს ფრთები. ასე შეიქმნა რესტორანი „აფხაზეთი“, რომელიც წლების განმავლობაში თბილისში საუკეთესო მეგრული სამზარეულოს უცვლელი ლიდერია.

დღეს, როცა ჯანსაღი პროდუქციის მოძიება არც ისე მარტივია, რესტორანი „აფხაზეთი“ თავად დამფუძნებლების მიერ ყოველდღიურად მარაგდება ახალი, გაუყინავი, ხარისხიანი ქართული პროდუქციით, რაც საკმაოდ დიდი ფუფუნებაა და ამ კუთხით სანდოობის ხარისხი უმაღლესია.

მზარეულების უმეტესობა აფხაზეთიდანაა, შესაბამისად, ნამდვილი მეგრული სამზარეულო მათთვის ძალიან ორგანულია და მათი დიდი ნაწილი გახსნის დღიდან მოჰყვება რესტორანს.

„აფხაზეთის“ უზარმაზარი სივრცე ყველა ტიპის სტუმრის მოთხოვნილებას აკმაყოფილებს, სამი სხვადასხვა ზომის დარბაზიდან დიდ დღესასწაულებზე გათვლილი სივრცე 170 ადამიანს იტევს,რაც იდეალურია ქორწილებისა და კორპორაციული ღონისძიებებისთვის.

რესტორან „აფხაზეთში“ საკმაოდ მრავალფეროვანი მენიუა, სადაც სამარხვო კერძების დიდი არჩევანიცაა, რადგან ამ კუთხით საკმაოდ დიდია მოთხოვნა.

მყუდრო, ულამაზესი გარემო, თბილისის არაჩვეულებრივი ხედები, კერძების დაუვიწყარი გემობდა სტუმარმასპინძლობის უმაღლესი დონე, აუცილებლად შეგაყვარებთ აქაურობას და „აფხაზეთში“ დაგაბრუნებთ, მასპინძლების მთავარ ოცნებად ისევ აფხაზეთში დაბრუნება რჩება და სწორედ იქ წარმოუდგენიათ საუკეთესო დახვედრა სტუმრებისთვის.

კითხვას – როგორ უნდა დარჩე ბაზრის ლიდერად დღეს, როცა სარესტორნო ბიზნესში კონკურენცია საკმაოდ მაღალია? – დამფუძნებლები ასე პასუხობენ: წლების განმავლობაში სტუმარმასპინძლობის დიდი ტრადიცია, უცვლელი გემო, მაღალი ხარისხი და კონკურენტული ფასი ჩვენი მთავარი უპირატესობაა ამ ბიზნესში. ამიტომ, ვფიქრობთ, რა მასშტაბისაც არ უნდა იყოს კონკურენცია, „აფხაზეთს“ გამორჩეულად დასამახსოვრებელი სამზარეულო, გულთბილი მასპინძლობა და მტკვრისა და ფუნიკულიორის ულამაზესი ხედების ტანდემი, ყოველთვის საყვარელი და მიმზიდველი იქნება ჩვენი სტუმრებისთვის.

მისამართი: მტკვრის მარცხენა სანაპირო, კოსმონავტების ქუჩა 12.

საკონტაქტო ტელ.: 555 44 22 99

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი