თბილისის უცხო ენების ცენტრალური სკოლა „თისიესი“ - წარმატებული ცხოვრების საწინდარი
ავტორი: „თბილისელები“ 16:09

21-ე საუკუნისათვის დამახასიათებელი კონკურენციის პირობებში ადამიანებს განსაკუთრებით სჭირდებათ ენების ცოდნა. სწორედ ამ ნიშნით გამოირჩევა „თისიესი“, სადაც მაღალი დონის პედაგოგები ასწავლიან და ცოდნის მიღება მეგობრულ, საკმაოდ თბილ გარემოში ხდება. ამ სკოლამ არაერთ ადამიანს გაუხსნა გზა წარმატებული კარიერის ასაწყობად არამარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. თუ გსურთ, უცხო ენა საფუძვლიანად შეისწავლოთ, ეროვნულ გამოცდაში მაღალი შეფასება მიიღოთ, მოიპოვოთ საერთაშორისო სერტიფიკატები და ენის პრაქტიკა დიდ ბრიტანეთსა და აშშში გაიაროთ, ამაში „თისიესი“ დაგეხმარებათ. სკოლის მუშაობისა და გამორჩეულობის შესახებ სკოლის დირექტორი
– ქალბატონი ადელინა ჩუბითიძე გვესაუბრება:
– რამდენი წელია, „თისიესი“ არსებობს და როგორ გაუძლო იმ კონკურენციას, რაც ჩვენს ქვეყანაშია მსგავსი სასწავლო ცენტრებისა და სკოლების ფონზე?
– „თისიესი“ მოღვაწეობის 31 წარმატებულ წელს ითვლის. ის 1994 წელს დავაარსეთ უცხოელ კოლეგებთან ერთად. წლების განმავლობაში ვთანამშრომლობდით აშშ-ის, ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების საელჩოებთან და მათ ქართველ თანამშრომლებს ინგლისურ ენას ვასწავლიდით. 2000 წლიდან ვართ Kaplan International Colleges-ის პარტნიორი სკოლა, ვასწავლით ენას და მოსწავლეებს ვაგზავნით ენის სტაჟირებაზე ბრიტანეთსა და აშშ-ში.„თისიესის“ მოსწავლეები წარმატებით აბარებენ ეროვნულ და საერთაშორისო გამოცდებს. ჩვენი მოსწავლეები ეროვნულ გამოცდებს 100%-იანი, მინიმუმ, 98-97%-იანი შედეგებით აბარებენ. გასულ წელს გვქონდა უნიკალური პრეცედენტი – მე-12 კლასის მოსწავლემ – თათა გოჩოლეიშვილმა ეროვნულ გამოცდაზე 100% აიღო და კემბრიჯის უმაღლესი საფეხურის (C1) გამოცდაზე Proficency-ის სტატუსი და (C2) სერტიფიკატი მოიპოვა, რომელიც ენის სპეციალისტებისთვის არის გათვალისწინებული. „თისიესმა“ გამოიმუშავა ენის სწავლების საკუთარი მეთოდი, რომელიც შერწყმულია ბრიტანულ და ამერიკულ სასწავლო პროგრამებთან. მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს არის „თისიესის“ წარმატების გასაღები.
– იქნებ განგვიმარტოთ თქვენი მეთოდის არსი. როგორ ხდება ენის სწავლება?
– „თისიესის“ პრიორიტეტი არის ენის ინდივიდუალური სწავლების მეთოდი. ის ითვალისწინებს მცირერიცხოვან ჯგუფებს 3-დან 5 მოსწავლემდე. ჯგუფები სწავლების ინტენსივობის მიხედვით, 3 კატეგორიისაა, სადაც სწავლება მიმდინარეობს ძლიერი, საშუალო და მცირე დატვირთვით. მცირერიცხოვანი ჯგუფი ერთნაირი შესაძლებლობის მოსწავლეებით არის დაკომპლექტებული. ეს მეთოდი პედაგოგს აძლევს თითოეულ სტუდენტთან მუშაობის საშუალებას, სტუდენტს კი ეხმარება მისი შესაძლებლობის მაქსიმუმის მიღებაში.
–რამდენად წარმატებულები არიან თქვენი სკოლის კურსდამთავრებულები?
– როგორც აღვნიშნე, ჩვენთან მოსულ ნებისმიერ ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის სრული საშუალება ეძლევა. „თისიესი“ ევროკავშირის მიერ აღიარებული საერთაშორისო საგამოცდო სისტემის ნაწილია. ჩვენ მოსწავლეებს ვამზადებთ და ვარეგისტრირებთ გამოცდებზე, სპეციალური საგამოცდო საბჭოები ორგანიზებას უკეთებენ და ნამუშევრებს აგზავნიან საგამოცდო ცენტრებში ბრიტანეთსა და ამერიკაში, საიდანაც შემდეგ იგზავნება საერთაშორისო სერტიფიკატები: FCE/B2, CAE/C1, CPE/C2,IELTS, TOEFL, GMAT, SAT და სხვა. ამ სერტიფიკატებით ახალგაზრდებს გზა ხსნილი აქვთ მთელს მსოფლიოში სასწავლად თუ სამუშაოდ.
– რა ასაკის არიან და რა პროგრამებს სწავლობენ თქვენი სტუდენტები?
– ჩვენთან სწავლობს ყველა ასაკის ადამიანი – 6 წლიდან ზევით. ყველას მიეწოდება ასაკის შესატყვისი
პროგრამა:
* ზოგადი ინგლისური ენა საფეხურების მიხედვით (6 საფეხური);
* საკომუნიკაციო ინგლისური ენა უფროსი ასაკისთვის;
* აბიტურიენტთა მოსამზადებელი კურსი ინგლისური ენის ეროვნული გამოცდისთვის;
* ბრიტანული და აშშ საერთაშორისო სერტიფიკატების მომზადება: FCE-B2, CAE –C1, IELTS, CPE-Proficiency, TOEFL, GMAT, SAT.
* ქართული ენა უცხოელებისთვის.
– როდიდან იწყება სწავლა? რას უსურვებდით თქვენს სტუდენტებს?
– რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს. სწავლა, ტრადიციულად, 15 სექტემბრიდან იწყება, სრული დატვირთვით კი – 1 ოქტომბრიდან. ჩვენს სტუდენტებს ვუსურვებ, პირველ რიგში, ბევრ სიხარულსა და წარმატებულ ცხოვრებას, შრომისმოყვარეობასა და მიზანდასახულობას და კიდევ ვუსურვებ, რომ გახდნენ თავიანთი საქმის პროფესიონალები.
მისამართი: თბილისი 0179 აკაკი ხორავას ქ. #7
საკონტაქტო ტელ. 2 22 52 72; 599 91 44 64
ელ.ფოსტა:info@tcs.ge
ვებ გვერდის მისამართი: www.tcs.ge
სიახლეები ამავე კატეგორიიდან