სვლა უმაღლესი მწვერვალისკენ – მეგაპროექტი „მეგა დეველოპმენტისგან“
ავტორი: მაკა ჯიქია 14:30 11.04, 2022 წელი
„მეგა დეველოპმენტი“ სამშენებლო საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე გამოჩენის დღიდანვე, მშენებლობის ტემპისა და ხარისხის გათვალისწინებით, მომხმარებლის მხრიდან ნდობის მაღალ ნიშნულზეა. კომპანია, რომელიც მაღალი სტანდარტებითა და დახვეწილი დიზაინით დომინირებს ქართულ ბაზარზე, რაც პირდაპირ კავშირშია მომხმარებლის ინტერესებთან, ინვესტიციასა და მშენებლობას მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს.
„მეგა დეველოპმენტის“ შექმნის იდეის ავტორი პროფესიით იურისტი და კომპანიის დირექტორი თეონა კვიკვინიაა, რომელიც წარმატებული, შრომისმოყვარე და ძლიერი ქალია. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სურვილები, მიზნები, ინტერესები ეცვლებოდა, თუმცა თვითგანვითარება არასოდეს შეუწყვეტია. აქვს მრავალფეროვანი და საინტერესო ცხოვრება, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
თეონა კვიკვინია, კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად ჩართულია სხვადასხვა პროექტში, დააფუძნა სასწავლო ცენტრი, სადაც სამშენებლო და აიტი სპეციალობის პროფესიებს დაეუფლებიან. ასევე, დაინტერესებულია ინტერიერის დიზაინით. საკუთარი მაგალითებით ცდილობს, დაანგრიოს სტერეოტიპები და დაამტკიცოს, რომ სულაც არ არის მშენებლობა ქალისათვის რთული სფერო.
როგორც ქალბატონი თეონა ამბობს, ბიზნესში წარმატება მოთმინებითა და მიზნისკენ სწორი სვლით მიიღწევა. მან საკუთარი ბიზნესიმპერია, სწორად დასახული მიზნით, სწორი მენეჯმენტითა და სწორად შერჩეული გუნდით შექმნა. ის თუ როგორია თეონა კვიკვინიას წარმატების გზა, ინტერვიუდან შეიტყობთ.
– როგორ დაიწყეთ საკუთარი იმპერიის მშენებლობა?
– ადრე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ წლები გავიდოდა და ასეთ სერიოზულ საქმეს მოვკიდებდი ხელს. მე, ჩემი და – მზეო კვიკვინია, ვიცე-დირექტორი, იურისტი და ჩემი მეუღლე – მალხაზ ჭუმბურიძე, დამფუძნებელი, ღამეებს ვათენებდით, რომ სწორად განგვეხორციელებინა ჩვენი იდეა, რათა ბაზარზე კონკურენტუნარიანები ვყოფილიყავით. როცა ჩემს მეუღლეს სამშენებლო ბიზნესის დაწყების იდეა შევთავაზე, მიუხედავად იმისა, რომ თავად რადიკალურად განსხვავებულ ბიზნესს ფლობდა, თვალდახუჭული მენდო და ბოლომდე გამომყვა. კომპანიის წარმატებაში, ასევე, დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს დას -– ბოლომდე იხარჯება, რომ დღითიდღე განვვითარდეთ.
– ბიზნესს ყოველთვის ახლავს რისკი, თქვენს შემთხვევაში, როგორ იყო?
– როცა საქმიანობა დავიწყეთ, წინასწარ გავთვალეთ არსებული სირთულეები, რადგან ვიცოდით, რომ სამშენებლო ბაზარი ერთ-ერთი კონკურენტულია და ბევრი რამ უნდა დაგვეძლია. ამისათვის კი საჭირო იყო მომხამრებლისთვის მაღალი ხარისხის პროდუქცია შეგვეთავაზებინა, რაც ბუნებრივია, მათი მხრიდან ჩვენ მიმართ ნდობას გამოიწვევდა. რაც მოვახერხეთ კიდეც. სანდოობასა და ხარისხს კი სწორად დასახული მიზანი, სწორი მენეჯმენტი და სწორად შერჩეული გუნდი ქმნის.
– როგორც ცნობილია, თქვენი გუნდი ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში.
– დიახ, ჩვენი გუნდი ნამდვილად გამოცდილი და პროფესიონალი კადრებისგან შედგება. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩვენი არქიტექტორი – ალექსი მინევიჩი, რომელიც დაარსების დღიდან ჩვენთან ერთადაა. სიამაყით შემიძლია, ვთქვა, ჩვენი ძლიერი მხარე, სწორედაც რომ, ჩვენი გუნდია. სამშენებლო სექტორი სულ უფრო ვითარდება და წინ მიიწევს. პროფესიონალი კადრი კი არც ისე ბევრია.
– როდის გამოჩნდით ბაზარზე? გვიამბეთ თქვენი პროექტების შესახებ.
– ბაზარზე 2015 წელს გამოვჩნდით, ამ დროიდან მოყოლებული ჩვენ მიერ დასრულებულია შვიდი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ამჟამად კი გვაქვს სამი მიმდინარე პროექტი. კონკურენციიდან გამომდინარე, რთულ პროექტებს ვეჭიდებით, ისეთებს, სადაც ბევრი კომპანია ვერ ბედავს შესვლას. საქმეს ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებით და ნებისმიერი სირთულის პროექტს დათქმულ ვადებში ვასრულებთ.
კომპანია სრულიად ქართული კაპიტალით არის ინვესტირებული და არანაირი საბანკო ვალდებულება არ გააჩნია. გვაქვს მიმდინარე პროექტები – „მეგა ისანი“, ორი მრავალფუნქციური სახლით და „მეგა დიდუბე“. „მეგა დიდუბე“ ყველა ჩვენი პრეოქტისგან განსხვავებული და მასშტაბურია. პროექტში არც ერთი დეტალი არ შეგვიცვლია, რადგან მისმა იდეამ, მასშტაბმა და გრანდიოზულობამ მოგვხიბლა. ეს არის 30-სართულიანი მრავალფუნქციური სახლი, მიწისქვეშა სამდონიანი ავტოსადგომით.
– თეონა, გაგვაცანით ინფრასტრუქტურა?
– საცხოვრებელ სახლთან ერთ სივრცეში იქნება მოქცეული სრული ინფრასტრუქტურა, რაც ბინადრებს სრულყოფილ, კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს შეუქმნის. ტერიტორიაზე იქნება სავაჭრო ცენტრები, აფთიაქი, კვების ობიექტი, კეთილმოწყობილი პარკინგი და რაც მთავარია, საკუთარი კეთილმოწყობილი პარკი.
ჩვენ განსაკუთრებულად შეუწყობთ ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესზე ორიენტირებულ მობინადრეებს, იქნება სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, დახურული და ღია აუზი, ფიტნეს და სატრენაჟორო დარბაზები, სპაცენტრები და რაც მთავარია, ამ ობიექტების გამართულ ფუნქციონირებას თავად ,,მეგა დეველოპმენტი“ უზრუნველყოფს. იქნება როგორც საცხოვრებელი ტიპის, ასევე აპარტ ოტელის სერვისიც.
– გადახდის როგორ პირობებს სთავაზობთ მომხმარებელს?
– ყოველთვის ვცდილობთ, მომხმარებლისთვის სასურველი შეთავაზებები დავგეგმოთ. მშენებლობის ეტაპზე კლიენტს შეუძლია, ისარგებლოს შიდა უპროცენტო განვადებით მშენებლობის დასრულებამდე. ფასები დამოკიდებულია ხედების, სართულებისა და პირველადი შენატანის მიხედვით.
– რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?
– ბიზნესში წარმატება მოთმინებით და მიზნისკენ სწორი სვლით მიიღწევა. არ მიყვარს საქმის სხვისთვის გადაბარება და დღეს გასაკეთებელს ხვალისთვის არასოდეს ვდებ. ჩართული ვარ ყველა დეტალსა და წვრილმანში, როცა საქმეში ბოლომდე იხარჯები, წარმატებაც თავისით მოდის. ხშირად გავდივართ სხვადასხვა ტრენინგებს, რათა არ ჩამოვრჩეთ სიახლეებს და მუდმივად ვიყოთ განვითარებულები, ვინაიდან ქართველი მოხმარებელი ყოველთვის მაღალ ხარისხს ირჩევს.
– რა წარმოადგენს თქვენი კომპანიის ძირითად პრინციპებს?
– ჩვენს ძირითად პრინციპებს წარმოადგენს:
• სამშენებლო ხარისხი და ჯანსაღი გარემო;
• დათქმულ ვადაში ყველა პირობის შესრულება;
• დაცული სამუშაო გარემო;
• თანამედროვე სტანდარტი და მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან