სოკო, რომელსაც ჭია არ უჩნდება
ავტორი: რევაზ ტომარაძე 13:26
მიქლიოს, სხვა სოკოებისგან განსხვავებით, საკვებად ებრაელებიც კი იყენებენ. საქმე ისაა, რომ მიქლიო ქაშერულ საჭმელად მიიჩნევა, რამდენადაც მას არასოდეს უჩნდება ჭია. რით აფრთხობს მწერებს ეს სოკო?
რით არის მდიდარი მიქლიო
აღსანიშნავია, რომ ამ სოკოს ფერს (ყვითელი, ნარინჯისფერი) განსაზღვრავს მასში კაროტინის (A ვიტამინი) არსებობა. ამასთანავე, მხედველობისთვის მიქლიო უფრო მეტად სასარგებლოა, ვიდრე, მაგალითად, სტაფილო. გარდა ამისა მიქლიო მდიდარია B1, B2, B3, D, E და C ვიტამინებით. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ბოლო ვიტამინი მასში უფრო მეტია, ვიდრე ციტრუსებში.
მიქლიოში, ისე, როგორც სხვა სოკოებში, უხვადაა მცენარეული ცილა. მიქლიო გამოირჩევა თუთიის, კალიუმის, მანგანუმისა და რკინის მაღალი შემცველობით. ეს სოკო კიდევ ერთ აქტიურად მოქმედ ნივთიერებას, ერგოსტეროლს შეიცავს, რომელიც ეფექტურად მოქმედებს ღვიძლის ფერმენტებზე. ამიტომ მიქლიო საუკეთესო საკვებია მათთვის, ვისაც ამ ორგანოს დაავადებები, მათ შორის, ჰეპატიტი აწუხებს. საერთოდ კი, მიქლიო აძლიერებს იმუნიტეტს, ზრდის საერთო ტონუსს, ფლობს ბაქტერიოზიდულ და ვირუსების საწინააღმდეგო თვისებებს, ასევე გამოირჩევა კიბოს საწინააღმდეგო მოქმედებით. სწორედ ამიტომაც ზოგიერთ ქვეყანაში ამ სოკოს წამლების საწარმოებლადაც იყენებენ.
მომაჯადოებელი პოლისაქარიდი
მაგრამ ყველა ზემოჩამოთვლილ ვიტამინსა და მიკროელემენტებს ბევრი სხვა სოკოც შეიცავს და ეს არ აფრთხობს ჭიებს, უფრო სწორად, მწერების მატლებს. რაში მდგომარეობს მიქლიოს საიდუმლო კარგად არის ახსნილი სხვადასხვა ენციკლოპედიურ გამოცემებში (მაგალითად, „მესოკოვის დიდი ენციკლოპედია“. საქმე ისაა, რომ ყველაფრის გარდა, მიქლიო შეიცავს დიდი რაოდენობით პოლისაქარიდ D-ს – მანოზას (ან ქიტინმანოზას). ქიტინმანოზა – ეს არის განსაკუთრებული ნივთიერება, რომელსაც ძლიერი ანტიჰელმინტური ქმედება აქვს. პოლისაქარიდი გარე საფარიდან აღწევს ჭიის ნერვულ სისტემაში და ბლოკავს მას. ეს ვითარება, ანუ ნერვული სისტემის ნორმალურად მუშაობის დარღვევა ხდება სწორედ პარაზიტის სიკვდილის მიზეზი.
ამასთან ერთად, მწერებისა და მატლების გადარჩენის მთავარი საშუალებიდან ერთადერთი დიდი რაოდენობის კვერცხების დადებაა, მაგრამ ამ დროს სოკოში ხდება ქიტიმანოზის კიდევ უფრო გააქტიურება. ამ ნივთიერების მოქმედება ვრცელდება კვერცხებზეც, რომელთა გარსაცმი D-მანოზას ზემოქმედებით იშლება და ისინიც იღუპებიან. ყურადსაღებია, მიუხედავად მისი ასეთი დამაზიანებელი, დამშლელი მოქმედებისა სოკოს გარემომცველი ქსოვილი დაუზიანებელი რჩება. ქიტინმანოზის ეს თვისება აქტიურად გამოიყენება მედიცინაში.
მედიცინაში გამოყენება
მიქლიო ტყუილუბრალოდ არ გამოიყენება როგორც ჩინურ, ასევე ევროპულ მედიცინაში ანტიჰელმინტური თერაპიის პრეპარატების საწარმოებლად. ეს სოკო ევროპაში ბელორუსიიდან და რუსეთიდან შეაქვთ. მიქლიოს პრეპარატები განკუთვნილია პარაზიტებისგან გასათავისუფლებლად და სხვა ანალოგიური საშუალებებისგან განსხვავებით არატოქსიკურია. ქიტინმანოზის საფუძველზე დამზადებულ ამ პრეპარატებს არ გააჩნიათ გვერდითი, თანმდევი ეფექტი და ნეგატიურად არ მოქმედებენ ადამიანის ორგანიზმზე, რამდენადაც არ აზიანებენ უჯრედის ჯანმრთელობას.
გარდა ამისა, ძველად მიქლიოს ნაყენით მკურნალობდნენ ძირმაგარებს, ანგინას, ჩირქოვან მუწუკებს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მიქლიოს რეგულარულად მიღებას შეუძლია ტუბერკულოზის ჩხირების გამრავლების შეჩერება. რამდენადაც მიქლიო დიდი რაოდენოით შეიცავს A ვიტამინს, მას იყენებენ ქათმის სიბრმავისა და მხედველობის სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. სწორედ ამიტომ, ჩინელი სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ მიქლიო რაციონში შეიტანონ მათ, ვინც დიდ დროს ატარებენ კომპიუტერის მონიტორთან. მიქლიოში არსებული ნივთიერებები ასევე ამუხრუჭებენ კიბოს უჯრედების ზრდას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





