საზოგადოება

სილვიო ბერლუსკონი - იტალიის არაორდინარული მეთაური

№27

ავტორი: რევაზ ტომარაძე 20:00 17.07

სილვიო ბერლუსკონი
დაკოპირებულია

სილვიო ბერლუსკონი (დაბადებული 1936 წელს) – იტალიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი და მეწარმე. ოთხჯერ ეკავა იტალიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი.

ბერლუსკონის ოჯახი მის ახალგაზრდობის წლებში მილანის ერთ-ერთ ყველაზე არასასიკეთო რაიონში ცხოვრობდა, რომელშიც კრიმინალი და მაწანწალობა ყვაოდა. პოლიტიკური შეხედულებების გამო მისთვის სახიფათო იყო სამშობლოში გამოჩენა. გარკვეული ხნის განმავლობაში ის ოჯახთან ერთად სოფლად ბებია-ბაბუასთან ცხოვროდა.

ომის (1941-1945 წლები) მძიმე წლებში ნებისმიერ სამუშაოს ასრულებდა, ეს იყო კარტოფილის მოსავლის აღება, ძროხების მოწველა...

ომის დამთავრების შემდეგ სილვიო ოჯახთან ერთად შვეიცარიიდან იტალიაში დაბრუნდა.

12 წლის ასაკში სილვიომ სწავლა დაიწყო კათოლიკურ ლიცეუმში, რომელიც მკაცრი დისციპლინითა და სწავლისადმი დიდი მომთხოვნელობით გამოირჩეოდა. სწორედ ლიცეუმში სწავლისას გამოაჩნდა მას მეწარმეობის ნიჭი, წვრილი ფულის ან ტკბილეულის ფასად თანაკურსელებს ის გაკვეთილების მომზადებასა და საშინაო დავალებების შესრულებაში ეხმარებოდა.

სილვიო ბერლუსკონი დროგამოშვებით მუშაობდა ფოტოგრაფად, იყო კონცერტების წამყვანი, უკრავდა კონტრაბასზე, მღეროდა საკრუიზო ლაინერებში, მუშაობდა გიდად.

1961 წელს სილვიომ უმაღლესი სასწავლებელი წითელ დიპლომზე დაამთავრა.

პოლიტიკურ არენაზე სილვიო ბერლუსკონი 57 წლის ასაკში გამოჩნდა. ის გახდა მემარჯვენე პარტიის მეთაური, რომლის სახელი იყო „წინ, იტალია“. ბერლუსკონი ცდილობდა, ქვეყანაში თავისუფალი ბაზრისა და სოციალური თანასწორობის დამკვიდრებას.

ბერლუსკონიმ ფანტასტიკური რეკორდის დამყარება შეძლო მსოფლიო პოლიტიკურ ისტორიაში: მისმა პარტიამ დაარსებიდან ორ თვეში მოახერხა იტალიის 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება.

იმავე დროს სილვიო ბურლუსკონის ანდეს იტალიის პრემიერ-მინისტრობა. ამ პერიოდში ის მსოფლიო პოლიტიკაში გადაეშვა და დაიწყო საქმიანი შეხვედრები მსოფლიოს ლიდერებთან.

რამდენიმე წელში ბერლუსკონის პარტიის (ფრაქციის) რეიტინგი დაეცა და პარლამენტის ახალ არჩევნებში დამარცხდა. ამან სილვიოს ოპოზიციაში გადასვლა გამოიწვია.

მომავალ წლებში ბერლუსკონისა და მისი ფრაქციის მიმართ თანამემამულეთა ნდობამ იმატა. 2001 წლის დასაწყისში, წინასაარჩევნოდ, ბერლუსკონიმ თავისი პროგრამის საფუძვეალზე ხალხს დაჰპირდა, რომ შეამცირებდა გადასახადებს, გაზრდიდა პენსიებს, შექმნიდა ახალ სამუშაო ადგილებს, ჩაატარებდა რეფორმებს განათლების, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში და რაც მთავარია, თუ ამას ვერ შეძლებდა, გადადგებოდა.

2001 წელს პარლამენტის არჩევნებში ბერლუსკონის ახალი პარტიის ახალმა კოალიციამ – „თავისუფლებების სახლმა“ გაიმარჯვა და ის კვლავ პრემიერ-მინისტრად აირჩიეს – 2005 წლამდე.

შემდგომ წლებში ბერლუსკონის ფრაქციის რეიტინგმა საგრძნობლად დაიწია, მას აკრიტიკებდნენ ეკონომიკის განვითარების კლებისა და სხვა მოუგვარებელი საკითხებისთვის, რის გამოც 2006 წლის არჩევნებში მემარცხენე-ცენტრისტულმა პარტიამ გაიმარჯვა.

რამდენიმე წელში პარლამენტი დაითხოვეს. ბერლუსკონიმ კვლავ წამოაყენა არჩევნებში თავისი ფრაქცია და საკუთარი კანდიდატურა და ახალი დაპირებებით ისევ შეძლო გამარჯვება, მაგრამ 2011 წლის ბოლოს რამდენიმე გახმაურებულმა სკანდალმა და შესაბამისმა სასამართლო გარჩევებმა, მსხვილმა ეკონომიკურმა სიძნელეებმა და იტალიის პრეზიდენტის ზეგავლენამ ბერლუსკონი იძულებული გახადა, გადამდგარიყო.

წლების განმავლობაში ბერლუსკონიმ შეძლო დიდი სიმდიდრის მოგროვება, რომელიც მილიარდობით დოლარში ფასდება. ის გახდა დაზღვევის მაგნატი, ბანკების, კორპორაცია „ფინინვესტის“ აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი.

30 წლის განმავლობაში (1986-2016 წლები) სილვიო იყო საფეხბურთო კლუბ „მილანის“ პრეზიდენტი, რომელმაც ამ პერიოდში არაერთხელ მოიგო ევროთასი.

2005 წელს ოლიგარქის კაპიტალმა 12 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ბიზნესმენის საქმიანობა დიდ ინტერესს იწვევდა იტალიის სამართალდამცავ ორგანოებში. მთლიანად მის წინააღმდეგ აღძრული იყო 60 სისხლის სამართლის საქმე, რომლებიც კორუფციასა და სექს-სკანდალებს ეხებოდა.

1992 წელს ეჭვი გაჩნდა, რომ ბერლუსკონი სიცილიის მაფია „კოზა-ნოსტრასთან“ თანამშრომლობდა, მაგრამ 5 წლის შემდეგ საქმე დახურეს.

ახალ ათასწლეულში მის მიმართ 2 მსხვილი საქმე იყო აღძრული, რომელიც სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასა და არასრულწლოვან მეძავებთან სექსუალურ კავშირებს ეხებოდა.

2012 წელს იტალიელმა მოსამართლეებმა ბერლუსკონის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პოლიტიკოსის წინააღმდეგ ასეთი ვერდიქტი გამოიტანეს მის მიერ განხორციელებული საგადასახადო მაქინაციების საფუძველზე. ამასთანავე, მისი ასაკიდან გამომდინარე, უფლება დართეს, სასჯელი სახლში პატიმრობით და საზოგადო შრომით (სამუშაოების შესრულებით) მოეხადა.

საინტერესო ფაქტია, რომ 1994 წლიდან მილიარდერმა ადვოკატთა მომსახურებაზე 700 მილიონი ევრო დახარჯა.

სილვიო ბერლუსკონის პირველი ოფიციალური ცოლი იყო კარლა ელვირო დელ’ოლიო. მათ შეეძინათ ქალ-ვაჟი – ელვირა და პერსილიო.

15 წლის ერთობლივი ცხოვრების შემდეგ, 1980 წელს სილვიომ რომანი წამოიწყო მსახიობ ვერონიკა ლარიოსთან, რომელზეც 10 წლის შემდეგ იქორწინა. საინტერესო ფაქტია, რომ მათ ერთად 30 წელზე მეტი იცხოვრეს და ერთმანეთს 2014 წელს დაშორდნენ. ამ კავშირის შედეგად მათ შეეძინათ ვაჟი – ლუიჯი და ორი ქალიშვილი – ბარბარა და ელეონორა.

ამის შემდეგ სილვიოს ურთიერთობა ჰქონდა მოდელ ფრანჩესკო პასკალესთან, მაგრამ საქმე ქორწინებამდე არ მისულა. ბევრს მიაჩნია, რომ მას გაცილებით მეტ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა.

ოლიგარქი ფლობდა იტალიურ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს.

2016 წელს ბერლუსკონის გულის შეტევის გამო აორტული სარქველი გადაუნერგეს.

სამართლებრივი რეაბილიტაციიდან რამდენიმე წლის შემდეგ მან მეორედ მიიღო უფლება, კენჭი ეყარა ნებისმიერ სახელმწიფო თანამდებობაზე.

2019 წელს ბერლუსკონის ჩაუტარდა ნაწლავების გაუვალობის ოპერაცია.

სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში (2023 წლის ივნისი) გარდაიცვალა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა