სიკეთის ხელწერა – როგორ აცოცხლებს ექიმი თამთა ხანთაძე ადამიანების ოცნებებს
ავტორი: „თბილისელები“ 55 წუთის წინ
თამთა ხანთაძის სახელი ესთეტიკურ მედიცინასთან და კლინიკა Esthetic Line–თან ასოცირდება, თუმცა, ესთეტიკას მხოლოდ სილამაზის მიღწევის საშუალებად არ განიხილავს — მისთვის ეს არის გზა, იმისთვის რომ შეცვალოს ადამიანების ცხოვრება, დაუბრუნოს მათ თავდაჯერებულობა, თავი სრულყოფილად აგრძნობინოს და დაეხმაროს ოცნებების ასრულებაში.
ადამიანებზე უანგაროდ ზრუნვა და უიმედობის დროს სიკეთის ხელის გამოწვდა მისი ყოველდღიურობაა, ამბობს რომ სხვებზე ზრუნვით თავად კიდევ უფრო დიდ ძალას იბრუნებს რასაც ისევ და ისევ სიკეთის გზაზე ხარჯავს.
სიკეთე, პროფესიონალიზმი და ემპათის უდიდესი უნარი — ეს თამთას ხელწერაა, რის გამოც ადამიანები აფასებენ არა როგორც მხოლოდ ექიმს, არამედ პირველ რიგში ძლიერ საყრდენს, რომელიც ზუსტად ისეთ დროს დგას მათ გვერდით, როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
თამთა ხანთაძე: როცა სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე, თავიდანვე ვიცოდი, რომ სამედიცინო სფერო ჩემთვის იყო, და დროთა განმავლობაში განსაკუთრებით მიმიზიდა ესთეტიკურმა მიმართულებამ. უამრავი კურსი და კვალიფიკაცია გავიარე ესთეტიკურ სფეროში. გამუდმებით ვეცნობი სიახლეებს და ვესწრები ტრენინგებს ევროპაში, აზიასა და ამერიკაში. ყოველდღე ვსწავლობ ახალ ტექნიკებს და ვავითარებ ჩემს პროფესიას.
-რა პროცედურებს სთავაზობთ მომხმარებელს?
-ყველა ტიპის ესთეტიკურ მომსახურებას, დაწყებული კლასიკური კოსმეტოლოგიით, დამთავრებული ინექციური და აპარატურული პროცედურებით. განსაკუთრებულ გამოცდილებას ვიძენ რთულ საინექციო დასაკორექტირებელ ჩარევებში, მათ შორის ყბა-სახის არეს მოდელირებასა და აღდგენით პროცედურებში. ხშირად ჩემთან მოდიან პაციენტები, რომლებიც მძიმე ტრავმების ან პათოლოგიური შემთხვევების შემდეგ საჭიროებენ განსაკუთრებულ ზრუნვას.
ერთ-ერთი შემთხვევა, რომელიც ყველაზე რთული შემთხვევა იყო, მარიამია, რომელსაც ავარიის შემდეგ აღვუდგინე ყბა სახე ტუჩები... მეორე შემთხვევა ახლახანს დავასრულე ტუჩის ქსოვილების აღდგენები, ინფლუენსერი Make up artist – ZiZi ... რომელიც თითქმის უტუჩოდ იყო ... რადგან არასწორი კორექციის დროს დაუზიანდა ტუჩის სრული გარსი და დაკარგა ქსოვილების ფორმა... ახლა ყველაფერი იდეალურად აქვს და უზომოდ ბედნიერია პაციენტი. მე რა თმქა უნდა ასმაგად მახარებს ჩემი შრომის შედეგები.
-რა არის თქვენი ნიშა?
-ჩემი ნიშა რთული შემთხვევების სწორად მართვა, დეტალებზე ორიენტირებული ტექნიკა და ბუნებრივი, ეფექტური შედეგის მიღწევაა — ყოველთვის ინდივიდუალური მიდგომით.
-როგორ ახერხებთ პაციენტების ინტერესებისა და თქვენი ხედვების ერთმანეთთან შერწყმას?
-შერწყმის ფორმულა ჩემთვის ასეთია: პაციენტის სურვილები + ჩემი პროფესიული შეფასება + უსაფრთხო და ბუნებრივი შედეგი.
ესაა ის ბალანსი, რომელიც ჩემს პრაქტიკაში ყოველთვის მუშაობს — პაციენტი კმაყოფილია შედეგით, ხოლო მე დარწმუნებული ვარ, რომ პროცედურა სწორად და პასუხისმგებლობით შესრულდა.
-რას გვეტყვით თქვენს შვილზე და პატარა ასისტენტზე Dr.Anna-ზე, რომელიც ძალზე პოპულარულია სოციალურ ქსელებში
-დიახ, ჩემი პატარა გოგონა, რომელიც არის სამი წლის, ერთი წლიდან ჩემს გვერდითაა, კლინიკასა და ყველა პროცედურაში ჩართულია და მეხმარება. ბევრ რამეს სწავლობს ჩემგან. ხშირად მსტუმრობენ ისეთი მომხმარებლები, რომლებსაც სურთ Dr.Anna ესწრებოდეს მათ პროცედურას. როდესაც ჯავშნები გვაქვს უცხოეთიდან და პაციენტი მოფრინავს ამერიკიდან, გვთხოვენ რომ Dr.Anna დავახვედროთ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ძალიან ბევრი გამომწერი ჰყავს და ძალიან პოპულარულია სოციალურ ქსელებში.
– მოგვიყევით თქვენს საქველმოქმედო მიმართულებაზე, რომლის ფარგლებშიც უანგაროდ შეცვალეთ უამრავი ადამიანის ცხოვრება...
–დიახ, საქველმოქმედო მიმართულება, უდიდესი თანადგომა, სრულიად უსასყიდლოდ ვაბედნიერებ ბევრ ადამიანს. მოგეხსნებათ ესთეტიკა ძვირად ღირებული სიამოვნებაა, ამიტომ ვცდილობ ბევრი ადამიანის ნატვრა და ოცნება ავასრულო, ვისაც ჩემთან სურს სხვადასხვა პროცედურების ჩატარება. მე ერთ ადამიანს როგორც მაძლევს უფალი ამ საშუალებას ისე ვანაწილებ ყველასთვის, მაქვს უფასო ონლაინ პროექტები, გადამზადებას ვუკეთებ: ემიგრანტებს, მარტოხელა დედებს ... ვისაც სურს რომ ისწავლონ ესთეტიკური მარტივი პროცედურები როგორიც არის „წარბისა და წამწამის ლამინირება“ „ბიოეპილაცია“. ბევრმა გამოიყენა, ემიგრაციაში ყოფნისას როდესაც აქვთ თავისუფალი დრო მუშაობენ და ამ პროცედურებით აქვთ დამატებითი შემოსავალი. მინდა ყველა ქალბატონი იყოს ბედნიერი და წარმატებული ყველგან... განსაკუთრებით უცხო მიწაზე. საკუთარ პროფესიას არაფერი ჯობს, მთავარია გამოიყენონ ეს შანსი. მიხარია რომ ბევრი ელოდება ჩემს ტრენინგებზე რეგისტრაციას. ტრენინგის ბოლოს, რა თქმა უნდა, გავცემ საერთაშორისო სერთიფიკატსაც. გულს მითბობს მათი შემდგომი აქტიურობა როდესაც მიგზავნიან თავიანთ ნამუშევრებს. ეს არის უანგარო სიყვარული და ტკბილი ურთიერთობები.
–და ბოლოს, ორი სიტყვით, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
–ჩემს სამომავლო გეგმებში შედის კლინიკის განვითარება ჩემს შვილებთან ერთად, ცოდნისა და გამოცდილების გადაცემის გზით, რათა Esthetic Line გახდეს ძლიერი, ოჯახური პროფესიული სივრცე მომავალი თაობებისთვისაც.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





