საზოგადოება

„სელფი“ – გამოხატე საკუთარი თავი, იყავი ნამდვილი ახალი ბრენდი ტელეკომუნიკაციების ბაზარზე

№15

ავტორი: სოფი ლორია 15:19 12.04, 2023 წელი

სელფი
დაკოპირებულია

„სელფი მობაილმა“ მისი ახალი ბრენდი „სელფი“ (Cellfie) წარადგინა. აღსანიშნავია, რომ ის კომპანიის მიერ შექმნილი ქართული ბრენდია, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ ტელეკომინდუსტრიაში მოღვაწეობის მრავალი წლის გამოცდილებას, მნიშვნელოვან საერთაშორისო პრაქტიკას და ციფრული ტრანსფორმაციის წარმატებულ ისტორიას... „სელფის“ მთავარი იდეა აბონენტის ცხოვრების ყველა ეტაპზე და ნებისმიერ ვითარებაში მის გვერდში ყოფნაა, ზრუნვა კომფორტულ მომსახურებაზე...

ბრენდის მუდმივი სწრაფვა ინოვაციისკენ, სიახლეებისკენ განაპირობებს ახალი შესაძლებლობების შეთავაზებას პროფესიული და პერსონალური მიზნების წარმატებით განხორციელებისთვის. „სელფის“ შექმნა განაპირობა კომპანიის მიერ ციფრული ეკოსისტემის განვითარებამ და ასევე, უნარმა, რომ 1,3 მლნ მომხმარებელს მისცეს შესაძლებლობა, სრულად ისარგებლონ თანამედროცე ტექნოლოგიური მიღწევებით. „სელფის“ მეშვეობით მომხმარებლები კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ ტექნოლოგიური განვითარებისგან, თანაც, ისე, რომ ეს მათთვის მარტივი, სასიამოვნო, კომფორტული და რაც მთავარია, დროის დამზოგველი აღმოჩნდეს. მომხმარებლებს პროდუქტებისა და მომსახურების სანახავად შეუძლიათ, ეწვიონ: Cellfie.ge.

ვასილ ბერიშვილი („სელფი მობაილის“ გენერალური დირექტორი): პირველ რიგში, მინდა, აღვნიშნო, რომ მოხარული ვარ, საზოგადოებას წარვუდგინო ჩვენი ახალი ბრენდი „სელფი“, რომლითაც უკვე ვიწყებთ ოპერირებას, რაც შეეხება ბრენდის შექმნას, განაპირობა კომპანიის სურვილმა, მიგვეცა მომხმარებლისთვის წვდომა ყველა იმ ტექნოლოგიურ გადაწყვეტაზე, რომელიც მორგებულია მომხმარებლის კომფორტზე, უადვილებს ყოველდღიურობას და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს. „სელფის“ მეშვეობით მომხმარებელი საკუთარი სმარტფონის ყველა ფუნქციას სრულად იყენებს, რადგან „სელფი“ აბონენტს ერთდროულად სთავაზობს ყველაფერს, რაც მას სჭირდება: კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცვლის, სწავლისა და პიროვნული განვითარების, მოგზაურობის, გართობისა და მუშაობისთვის საჭირო შესაძლებლობებს... ასევე, ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ინოვაციასა და მუდმივ განვითარებაზე ორიენტაციასთან ერთად, უცვლელი რჩება ჩვენი მთავარი ღირებულება – ყოველთვის მივცეთ ჩვენს მომხმარებელს საუკეთესო შეთავაზება და მასზე მორგებული მომსახურება, ასევე, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს, რომელიც მრავალი თვის განმავლობაში დაუღალავად მუშაობდა ახალი ბრენდის შექმნაზე. „სელფი“ ერგება თითოეულ მომხმარებელს და შესაძლებლობას აძლევს, რომ სრულად გამოხატოს საკუთარი თავი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა