სამოსზე გადატანილი ემოციები და დღესასწაულად ქცეული თქვენი ბედნიერი დღეები – „ველთაურის“ და „როიალ ბეიქერის“ ისტორია– თათა ველთაურისგან
ავტორი: „თბილისელები“ 18:06
ხელოვანმა თათა ველთაურმა ორი განსხვავებული სამყარო – მოდა და საკონდიტრო ხელოვნება – ერთ შემოქმედებით გზად აქცია. „ველთაური“ და „როიალ ბეიქერი“ მისი ფანტაზიის, შრომისა და ხარისხის ერთგულების შედეგია.
თათა ველთაური: სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული, პროფესიით კოსტიუმების დიზაინერი ვარ და ყოველთვის მინდოდა, საკუთარი ტანსაცმლის ხაზი გამეკეთებინა. სხვადასხვა ეტაპზე მქონდა პატარა მცდელობები ამ კუთხით, რადგან კარგად ვხატავდი, პანდემიის პერიოდში, ჩემს მეუღლეს– გიორგი რევაზიშვილს გაუჩნდა იდეა, სამოსზე მეცადა ხატვა, პირველი ნახატი მისთვის შევქმენი, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია და ეს ორივესთვის დიდი სტიმული აღმოჩნდა რომ ეს საქმე ბიზნესად გვექცია. გაამართლა და დღეს საკმაოდ წარმატებით ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ასე შეიქმნა ბრენდი „ველთაური“, რომელიც 2020 წელს დავაფუძნე და პირველი 3 წლის განმავლობაში მხოლოდ მე ვხატავდი, მაგრამ როცა მასშტაბები ძალიან გაიზარდა და მხოლოდ მე ვერ გავწვდებოდი, დავიმატე ორი მხატვარი.
–როგორ იქმნება სამოსი და სად შეუძლია მომხმარებელს „ველთაურის“ ბრენდის სამოსის შეძენა?
–ჩვენი დიზაინით, მაღალი ხარისხის მატერიისგან ვქმნით სამოსს და შემდეგ ვხატავთ ხელით. თუმცა, რასაკვირველია, ინდივიდუალურ შეკვეთებზეც ვმუშაობთ, როცა დამკვეთი თავად გვეუბნება სამოსის დიზაინსაც და კონკრეტულ ნახატსაც. ჩვენი დიზაინით შეკერილ სამოსი შერეული თემატიკითაა მოხატული, თუმცა, ტურისტებს განსაკუთრებით ქართული მოტივები მოსწონთ.
შეძენა შეგიძლიათ როგორც ონლაინ, ისე ჩვენს შოურუმებში, რომლითაც სეზონურად სხვადასხვა ლოკაციებზე ვართ წარმოდგენილი, მაგ: ამჟამად გუდაურში ვიმყოფებით, ხოლო ზაფხულში ბათუმში გადავინაცვლებთ.
–ხარისხი თქვენი პრიორიტეტია, რაც ფასის განმსაზღვრელია, ძირითადად ვინ არიან „ველთაურის“ მომხმარებლები?
–ეს ხაზი იმდენად დიდ დროსა და შრომას მოითხოვს, ბიუჯეტური ვერ იქნება, ჩვენი ბრენდის მომხმარებლები ძირითადად ტურისტები არიან, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ქართველი მომხმარებელიც აცნობიერებს ფასის და ხარისხის თანხვედრას. ვკერავთ მაღალი ხარისხის მატერიით და ვიყენებ ხარისხიან, ესალტიურ საღებავებს, რომელიც დრეკადია და რეცხვის დროს არ ზიანდება. დროში ძალიან გამძლეა, შესაძლოა სამოსი გაცვდეს, მაგრამ ნახატი მაინც იქნება.
ჩვენი ბრენდის ცნობადობა გასცდა საქართველოს საზღვრებს, ხშირად გავდივართ გამოფენებზე, როგორც არტ სამოსი, მონაწილეობა მივიღეთ დუბაიში world art Dubai -ის გამოფენაზე, ამსტერდამში, გერმანიაში, დოჰაში, ნიცასა, ნეპალსა და ბარსელონაში.
–თქვენი ხელოვნებასთან კავშირი მხოლოდ „ველთაურით“ არ შემოიფარგლება, „როიალ ბეიქერის“ შექმნის იდეა როგორ გაჩნდა?
–წლების წინ ერთ–ერთ სუპერმარკეტში ვმუშაობდი, რომლის მენეჯერმაც შეამჩნია ჩემი ნიჭი და მითხრა რომ ტორტის დიზაინის მიმართულებით დეფიციტია და იქნებ ამ მიმართულებით გეცადაო, მისი დამსახურებით გადავდგი ამ კუთხით პირველი ნაბიჯები და დავიწყე მუშაობა ერთ–ერთ კომპანიაში, საიდანაც მოგვიანებით სხვაგან გადავედი
და ამ წლებმა და გამოცდილ პროფესიონალებთან მუშაობამ საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება მომცა, რისთვისაც გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო მათ. ჩემმა მეუღლემ გააკეთა წარმოება, ასე დავიწყეთ და ისე გაამართლა, დღეს უდიდეს, გრანდიოზულ ტორტებზე ვმუშაობთ, გემრიელ ტორტებს ჩვენი კონდიტერი აცხობს, გაფორმება ჩემი პასუხისმგებლობაა.
–დიზაინის სირთულე პრობლემას წარმოადგენს?
–შეკვეთის არანაირი დიზაინი არ წარმოადგენს ჩვენთვის პრობლემას. ამ კუთხით უკან არასდროს დამიხევია, ისეთ შეკვეთაზეც კი ვთანხმდები, რაც საწყის ეტაპზე დამკვეთისთვისაც ცოტა წარმოუდგენელია. ამ წლების მანძილზე მქონია არაორდინარული სიტუაციებიც, მაგ: მახსოვს იყო ასეთი შემთხვევა, როცა მენეჯერს დაავიწყდა შეკვეთის
გაფორმება და როცა უკვე მომხმარებელმა მოიკითხა მაშინ დავიწყეთ მუშაობა, დაახლოებით 20 წუთში გავაფორმე, რაც ჩემთვისაც დაუჯერებელი ამბავი იყო იმ მომენტში.
გუნდური მუშაობა დიდ ძალას გვაძლევს, იმისთვის რომ ყველაფერს იდეალურად გავართვათ თავი.
–საქორწილო ტორტების დიზაინის შექმნა ცალკე პასუხისმგებლობაა..
–წინასაქორწინო სამზადისში დედოფლები განსაკუთრებით ემოციურები არიან და გვიწევს იმის მტკიცება, რომ ყველაფერი იქნება იმაზე უკეთესად, ვიდრე წარმოუდგენიათ, ჩვენი მიზანია ყოველთვის გადავაჭარბოთ მოლოდინს. ამ ეტაპზე ერთი ფილიალი გვაქვს გლდანში, თუმცა, ვაპირებთ გაფართოებას, შეკვეთებს ძირითადად ონლაინ
ვიღებთ, თუმცა, მაგ:საქორწინო ტორტების შეკვეთისას ადგილზე გავდივართ დეტალებს. ნებისმიერ ლოკაციაზე შეგვიძლია ჩასვლა და ადგილზე სისრულეში მოყვანა, ხშირად გვიწევს სხვადასხვა ქალაქებში გასვლა, ასეთ შემთხვევაში ტორტის ძირითადი ნაწილი მიდის და მორთის პროცესი ადგილზე ხორციელდება.
ნებისმიერ შემთხვევაში ბოლომდე ვიხარჯები უკუკავშირს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, ყოველთვის ვცდილობ მომხმარებლის აზრის გაგებას და ვიცი, რომ უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი გვყავს.
მინდა აღვნიშნო რომ ორივე ბიზნესს მე და ჩემი მეუღლე ვხელმძღვანელობთ და თანაბარი წვლილი მიგვიძღვის როგორც „ველთაურის“, ისე „როიალ ბეიქერის“ განვითარებაში.

–როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
–ზოგადად ორივე საქმიანობაში მუდმივად ვცდილობთ განვითარებას და სიახლეების შეთავაზებას, მაგრამ ამ ეტაპზე თავს შევიკავებ წინასწარი ანონსებისგან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





