საზოგადოება

სამკერვალო საწარმო “ლიდერი” - Uniforms.ge: ათწლიანი გამოცდილება და სოციალური პასუხისმგებლობა

ავტორი: ეკო ტატულაშვილი 18:14

Uniforms.ge
დაკოპირებულია

საქართველოში სპეცტანსაცმლის ბაზარი ბოლო წლებში შესამჩნევად გაიზარდა. სამედიცინო, სამშენებლო, სასტუმრო და სარესტორნო სექტორების გაფართოებასთან ერთად, კომპანიების მოთხოვნა ხარისხიან სამუშაო ტანსაცმელზე მაღალია. ამას კიდევ ერთი ფაქტორი ემატება - შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობა საწარმოებს ავალდებულებს, თანამშრომლები შესაბამისი სამუშაო ტანსაცმლით უზრუნველყონ. შედეგად, სპეცტანსაცმელი, რომლის შეძენაც ადრე ბიზნესის კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული, დღეს საკანონმდებლო ვალდებულებაა.

ამ ფონზე ადგილობრივი წარმოების პროდუქცია მოთხოვნადი ხდება და სწორედ ამას ემსახურება სამკერვალო საწარმო “ლიდერი”, რომელიც მეათე წელია, ქართულ ბაზარზეა.

საწარმო 2016 წელს სოციალური მისიით დაარსდა: მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი ქალების პროფესიული გადამზადება და დასაქმება.

„ლიდერი" დღეს მრავალფეროვან სერვისებზე მუშაობს: კორპორაციული უნიფორმა, სამედიცინო, სასტუმრო და სარესტორნო სექტორის ტანსაცმელი, სარეკლამო ტექსტილი და სასწავლო, ჭრა-კერვის კურსები. მეტს მათ შესახებ შეგიძლიათ, ვებსაიტზე გაეცნოთ.

სამედიცინო სფეროში სამუშაო ტანსაცმელი, ჰიგიენური და ექსპლუატაციური თვალსაზრისით, განსხვავებულ პარამეტრებს ექვემდებარება. „ლიდერის" სამედიცინო ფორმა ანტიბაქტერიული ქსოვილისგან იკერება. ეს არჩევანი სამედიცინო დაწესებულებების პრაქტიკული საჭიროებებიდან გამომდინარეობს, სადაც ჰიგიენის მკაცრი სტანდარტები მოქმედებს.

სასტუმრო და სარესტორნო სექტორში სამუშაო უნიფორმა ერთდროულად ორ ფუნქციას ასრულებს - ჰიგიენური სტანდარტის დაცვასა და ბრენდის ვიზუალურ წარმოჩენას. სამკერვალო “ლიდერი” მომხმარებლის საჭიროების მიხედვით, გეგმავს სრულ ციკლს, არჩევს დიზაინს და მიწოდებაზეც თავადაა პასუხისმგებელი.

პროცესი ვადების დაცვით მიმდინარეობს და საკმაოდ კომფორტულია: კორპორაციული მომხმარებლისთვის ის ინდივიდუალური კონსულტაციით იწყება. საწარმო საჭიროებებს შეისწავლის, განსაზღვრავს დიზაინს, მასალებს და ამის შემდეგ ქმნის პროტოტიპს, რომლის დამტკიცებისთანავე წარმოება იწყება. ლოგოს დასატანად გამოიყენება კომპიუტერული ქარგვა - მეთოდი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების საწარმოო პროცესში ინტეგრაციით შეიქმნა. გარდა ამისა, დამკვეთს ბრენდირება პრინტის მეშვეობითაც შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებლის სურვილისამებრ, თუ კონკრეტული მასალა საქართველოს ბაზარზე არ არის ხელმისაწვდომი, “ლიდერი” თავის ექსკლუზიურ უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით შეძლებს დამკვეთის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

ხარისხთან ერთად, რომელიც სერტიფიცირებულ და გამძლე მასალებსა და უნიფორმების თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებაში გამოიხატება, უსაფრთხოების დაცვა საწარმოს მთავარი პრინციპია, შესაბამისად, პროდუქცია ამ მიმართულებით უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს.

მნიშვნელოვანია „ლიდერის" მიდგომა სამკერვალო ნარჩენებთან დაკავშირებით. მდგრადი განვითარების კონცეფციასთან ერთად, სამკერვალო ერთ-ერთი პირველია რეგიონში, ვინც ამ მიმართულებით სტრატეგია შეიმუშავა. ნაჭრის ნარჩენები ახალი პროდუქტების შესაქმნელად გამოიყენება - ეს ნულოვანი ნარჩენის პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც საწარმო დაარსების დღიდან ახორციელებს.

2019 წელს ათასწლეულის ფონდმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ „ლიდერი" კონკურსში „ბიზნესი გენდერული თანასწორობისათვის" “ქალთა პროფესიული განვითარებისა და წინსვლის” კატეგორიაში დააჯილდოვა. 2020 წელს საწარმო TBC ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი გახდა ნომინაციაში „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა". ამდენად, საწარმო სოციალურ მისიასა და ხარისხიანი სპეცტანსაცმლის წარმოებას ერთმანეთის პარალელურად ახორციელებს.

ამგვარად, სამკერვალო საწარმო”ლიდერი” - Uniforms.ge მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლების, ისე მდგრადი განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით.






სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი