სამკაულები, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია
ავტორი: „თბილისელები“ 13:16 08.10, 2021 წელი

თანამედროვე სამყაროში ადამიანები სხვადასხვა სახის უამრავ აქსესუარს იყენებენ, რომელიც ერთი მხრივ უფრო ლამაზად წარმოაჩენს მის პატრონს, მეორე მხრივ კი ხელს უწყობს ამით ადამიანმა საკუთარი თავი უკეთ გამოხატოს. სამკაულის ტარება ერთგვარი ფორმაა, რითაც საკუთარ ინდივიდუალიზმსა და გემოვნებას სხვა ადამიანებისთვის დასანახად ვაქცევთ, ერთგვარი მედიუმია, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს ველაპარაკებით რა მოგვწონს, რის ხასიათზე ვართ და როგორები ვართ. მართალია, დღეს უამრავი ადამიანი ატარებს სამკაულს, თუმცა ეს სულაც არ არის თანამედროვე სამყაროს პროდუქტი, მეტიც, ის ყოველთვის იყო ადამიანების თვითგამოხატვის ფორმა მას შემდეგ, რაც ადამიანმა შეძლო და ნივთებს სხვადასხვა ფორმა მისცა ან სულაც სხვა დანიშნულება შესძინა.
ბეჭდები დღეს ყველა ადამიანისთვის ასოცირდება დახვეწილობასთან და სილამაზესთან, ასევე ოქროს ბეჭედი სიმბოლოა, რომელსაც უამრავი დაოჯახებული ადამიანი ატარებს ერთგულების ფიცისა და სიყვარულის ნიშნად. ძველ დროში, სხვადასხვა სახის ბეჭედს სხვადასხვა მნიშვნელობა ენიჭებოდა. ადრე მას უმეტესად დიდგვაროვნები და სოციალურ წრეში ამაღლებული ხალხი ატარებდა თავიანთი გვარის, გერბისა თუ თანამდებობის აღმნიშვნელად. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ბეჭედში ძვირფასი თვის ჩასმის ტრადიცია ანტიკურ ხანაშიც აქტიურად გამოიყენებოდა, პრაქტიკულად მას შემდეგ, რაც ადამიანმა ლამაზი თვლებით ტკბობა დაიწყო. დღეს ბეჭდის ტარება ნებისმიერ მსურველს შეუძლია და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ტიპის ადამიანისთვის. ბეჭედი შეიძლება იყოს როგორც საქორწილო, ასევე დასანიშნი ან უბრალოდ საკუთარ გემოვნებაზე მორგებული, შეიძლება ძვირფასი თვლებით გაწყობილი ან სულაც ყველაზე უბრალო, რომელიც საკუთარ ინდივიდუალიზმს უსვამს ხაზს.
როგორც უკვე ვთქვით, ბეჭდის გარდა, ადამიანები უხსოვარი დროიდან იყენებენ სხვადასხვა სახის სამკაულებს, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ხშირად გამოყენებადი სწორედ სამაჯური იყო. პირველ სამაჯურებს პირველყოფილი ადამიანები იყენებდნენ, რომელსაც ამზადებდნენ როგორც ბალახისგან, ასევე ხის ქერქისა და მამონტის ტყავისგან. მოგვიანებით, როდესაც ადამიანმა ლითონის დამუშავება შეძლო, სამაჯურები უფრო გამძლე გახდა. მას სხვადასხვა ქვეყნის ხალხი სხვადასხვა დანიშნულებით იყენებდა. ძველ ეგვიპტეში მას, როგორც სამკაულს მოიხმარდნენ როგორც ქალბატონები, ასევე მამაკაცები. აღსანიშნავია, რომ ეგვიპტეში სამაჯურები მხოლოდ ხელის მაჯაზე არ ეკეთათ, მას ირგებდნენ როგორც ფეხზე, ასევე, წინამხარზეც, რომელსაც ამშვენებდა ძვირფასი ქვები და სხვადასხვა მნიშვნელობისა თუ სილამაზის ორნამენტები. სამაჯურების რაოდენობისა და ხარისხის მიხედვით შესაძლებელი იყო ადამიანის სტატუსის განსაზღვრა. სამაჯურებს ასევე დიდი დატვირთვა ჰქონდა ვიკინგებისთვისაც. ეს ერთგვარი განუყრელი ატრიბუტი იყო მეომრისთვის, რომელსაც ცხოვრების მანძილზე მუდამ თან ატარებდა. ვიკინგების სამაჯური მეტალისგან დამზადებული, სხვადასხვა ორნამენტებით მორთული სამკაული იყო. თანამედროვე ადამიანები სხვადასხვა მასალისგან დამზადებულ სამაჯურებს ატარებენ, რომელიც შეიძლება იყოს საკმაოდ ძვირფასი, ასევე არც ისე, რომელიც კონკრეტულ ხასიათს უსვამს ხაზს. ამას გარდა, სამაჯურებს ხშირად ფეხზეც იკეთებენ, რაც გარკვეულწილად, თვითგამოხატვის განსაკუთრებული ფორმაა. დღეს უკვე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი გემოვნებით აარჩიოს ან სულაც შექმნას ის და სიამაყით ატაროს მისთვის სასურველ ადგილას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან