საზოგადოება

საინტერესო ფაქტები მოცარტის ცხოვრებიდან

№25

ავტორი: რევაზ ტომარაძე 16:00 30.06

მოცარტი
დაკოპირებულია

* პატარა მოცარტს თითქმის 10 წლამდე აშინებდა საყვირის ჟღერა, თუ მასზე სხვა ინსტრუმენტების თანხლების გარეშე უკრავდნენ – მისი ხმა ძალზე მკვეთრი და ძლიერი იყო მუსიკოსის მახვილი სმენისთვის.

* ვოლფგანგისა და მისი დის სწავლა-განათლებას მამა უძღვებოდა – მათ არც ერთი დღე არ უვლიათ სკოლაში. მამის მცდელობას უნაყოფოდ არ ჩაუვლია, რამდენადაც მოცარტი დიდი გულმოდგინებით სწავლობდა ნებისმიერ შეთავაზებულ საგანს, თუნდაც დროებით დაევიწყებინა მუსიკა. მაგალითად, ანგარიშის შესწავლის დროს სახლის ყველა ზედაპირი, მათ შორის კედლები და იატაკი ცარცით დაწერილი ციფრებითა და გამოთვლებით იყო აჭრელებული.

* კარიერის მიღწევისთვის მამამ მოცარტს ასწავლა კლავესინზე თვალებახვეულად ან კლავიშებზე ქსოვილის გადაფარებით დაკვრა – ასეთი ტრიუკები მაშინ უფრო მეტად ფასობდა, ვიდრე ჭეშმარიტი მუსიკალური ტალანტი.

* შვიდი წლის მოცარტმა დაწერა პირველი ოთხი სონატა კლავესინისათვის ვიოლინოსთან ერთად, ხოლო რვა წლისამ – პირველი სიმფონია.

* ბავშვობაში მოცარტმა რამდენიმე მძიმე დაავადება გადაიტანა: თავიდან კინაღამ მუცლის ტიფმა შეიწირა, ხოლო შემდეგ ცხრა დღე ყვავილმა დააბრმავა.

* მოცარტის სახელგანთქმული ოპერა – „ფიგაროს ქორწინება“ ავტორის სიცოცხლეში წარუმატებელი გამოდგა – 9 ჩვენების შემდეგ ის თეატრის რეპერტუარიდან ამოიღეს. რამდენიმე წლის შემდეგ ანტონიო სალიერიმ ოპერა სცენაზე დააბრუნა, რამდენადაც „ფიგაროს ქორწინებას“ მოცარტის უდიდეს ოპერად მიიჩნევდა.

* სიკვდილის მომენტში (35 წლის ასაკში) მოცარტი ისეთი ღარიბი იყო, რომ ოჯახს მისი უბრალო კუბოთი, ზედმეტი ცერემონიების გარეშე, საერთო სამარეში დაკრძალვა მოუწია, თანაც, 5-6 ღატაკთან ერთად. იმ დროს ცალკე დაკრძალვა და საფლავზე ქანდაკების დადგმა მხოლოდ უმაღლესი წოდების ხალხს შეეძლო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

1–7 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული