საინტერესო ფაქტები
ავტორი: რევაზ ტომარაძე 11:38

მხრებზე ქმრებმოკიდებული ქალები
მხრებზე ქმრებმოკიდებული ქალები
1140 წელს გერმანიის ქალაქი ვაინსბერგი, რომელსაც ველფები იცავდნენ, გოგენშტაუფენის ჯარებმა, მეფე კონრად მესამის წინამძღოლობით, ალყაში მოაქციეს. როცა საქმე დასასრულისკენ მიდიოდა, კონრად მესამემ ბრძანა, რომ ქალაქი დაენგრიათ და მისი ბინადარნი დაეტყვევებინათ, მაგრამ მხოლოდ ქალებს დართო ნება, ქალაქი მშვიდად დაეტოვებინათ, ამასთან, თან წაეღოთ, რისი წაღებაც შეეძლოთ. მაშინ ქალებმა გადაწყვიტეს, მხრებზე მოეკიდათ ქმრები და ისე დაეტოვებინათ ქალაქი. კონრადმა შეასრულა სიტყვა და ქალები, ქმრებითურთ, მშვიდობიანად გაუშვა ქალაქიდან.
რომელი ქვეყნის მოსახლეობას არ გააჩნია გვარი
ირლანდიის მცხოვრებთა უმეტესობას არ გააჩნია ჩვენთვის აუცილებელი გვარები და ისინი საბუთებშიც მხოლოდ სახელთა და მამის სახელით ფიქსირდებიან. მაგალითად, მაგნუს კარლსონი – ეს არის მაგნუსი, კარლის შვილი, ხოლო ანა კარლ–დოტირი – ეს არის ანა, კარლის ქალიშვილი. სახელების ასეთი სისტემა დამახასიათებელია ეთიონიისა და ერითრეის ხალხებისთვისაც.
რისგან იცავდა მიცვალებულს უსაფრთხო კუბოთი დამარხვა
რამდენიმე საუკუნის წინ მედიცინა არ ფლობდა საკმაოდ ზუსტ მეთოდებს გარდაცვალების დასაფიქსირებლად და ლეთარგიულ ძილში ან უგონოდ მყოფ ადამიანს ხშირად ცოცხლად მარხავდნენ. ამ მიზეზის გამო მეთვრამეტე საუკუნის ბოლოდან ევროპაში პოპულარული გახდა მიცვალებულის უსაფრთხო კუბოთი დაკრძალვა. ასეთი კუბოდან გამოყვანილი იყო მილი ჰაერის სასუნთქად და მიცვალებულს ხელზე აბამდნენ ბაწარს, რომელზეც გარეთ ზარი იყო დამაგრებული. ასეთი კუბოები ახლა აღარ გამოიყენება, რადგან მედმუშაკები გარდაცვალებას ზუსტად აფიქსირებენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან