საზოგადოება

სად შეგიძლიათ ვერცხლის ხარისხიანი და ორიგინალური სამკაულების შეძენა და რა არჩევანს გთავაზობთ „ირმა სილვერი“

№44

ავტორი: „თბილისელები“ 17:17 02.11, 2023 წელი

ირმა საბაშვილი
დაკოპირებულია

წარმატებული კარიერა საკუთარი საქმის სიყვარულით იწყება, ასე მოხდა ქალბატონი ირმა საბაშვილის ცხოვრებაშიც, რომელიც დღეს წარმატებული ბიზნესლედია. მისი კომპანია – „ირმა სილვერი“, ვერცხლის მრავალფეროვანი და ორიგინალური სამკაულების შემომტანი და რეალიზატორია საქართველოში, აქვს კარგად განვითარებული ბიზნესი და ყოველდღიურად, საკუთარ ოჯახთან და გუნდთან ერთად, ბევრს შრომობს, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას ამ ბაზარზე.

ირმა საბაშვილი: იურისტი ვარ, მაგრამ ჩემი პროფესიით არასოდეს მიმუშავია, თუმცა ჩემი განათლება ამ საქმიანობაში ძალიან მეხმარება. როცა დავოჯახდი, სამი ვაჟი მიყოლებით შემეძინა, ბავშვების აღზრდა მარტივი პროცესი არ იყო, კარგი განათლება მივეცი და როცა ბიჭებმა საკუთარი გზა მონახეს, მეც გადავწყვიტე, საკუთარი ბიზნესი წამომეწყო, სადაც მთელი გული და სული ჩავდე და გაამართლა.

– საიდან დაიწყეთ და როგორ მიხვედით წარმატებამდე?

– 15 წლის წინ ძალიან პატარა ფართში დავიწყე მუშაობა და თანდათან ისე შევიყვარე ეს საქმე, რომ ყველაფერი გავაკეთე წარმატებისთვის. მინდოდა, რაც შეიძლება, მრავალფეროვანი არჩევანი შემეთავაზებინა ჩვენი მომხმარებლისთვის, ამიტომ არაერთი ქვეყანა მოვიარეთ და ბევრთან ვთანამშრომლობთ. ჩამოგვაქვს უმაღლესი სინჯის ვერცხლის ძვირფასი და ორიგინალური სამკაულები.

– არც თუ ისე დიდი ხანია, რაც ახალ კომფორტულ და მასშტაბურ სივრცეში მოუყარეთ თავი თქვენს პროდუქციას...

– გვქონდა სხვადასხვა ფილიალები და გვინდოდა ერთ, დიდ და კომფორტულ სივრცეში ვყოფილიყავით. რამდენიმე თვის წინ გავხსენით ახალი სივრცე, რითიც ჩვენი მომხმარებელი ძალიან კმაყოფილია. ვცდილობ, ყველანაირად ხელი შევუწყოთ ჩვენს მომხმარებლებს, რომ არა ისინი ჩვენც ვერ ვიქნებოდით, მადლობას ვუხდით და წარმატებებს ვუსურვებთ მათ. ჩემი მიზიანია, ყველა ქვეყნის ბაზარი დავიპყრო, სადაც ვერცხლი მოიპოვება და მუშავდება. იაპონიიდანაც მივიღეთ მოწვევა, ვიყავით და ბევრი კომპანია გავიცანით.

– მარტო ხართ ამ საქმეში?

– რომ არა ჩემი ოჯახის გვერდში დგომა, მარტო ამხელა საქმეს ვერ გავუძღვებოდი. საქმეს ჩემი შვილები ინაწილებენ და ეს ჩემთვის ძალიან დიდი მხარდაჭერაა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩემი არაჩვეულებრივი გუნდი, რომელთა მიმართაც უდიდესი მადლიერება მაქვს – რომ არა თითოეული მათგანი, ამხელა განვითარებას ვერ შევძლებდი. ისინი გულწრფელად ზრუნავენ თითოეული მომხმარებლის ინტერესებზე. ჩემი მხრიდან, ვცდილობ, რაც შეიძლება, ხშირად გავახარო ისინი.

– მაღაზიებს თქვენ ამარაგებთ?

– პროდუქცია მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენგან გააქვთ, ასევე, ჩამოდიან მომხმარებლები მეზობელი ქვეყნებიდანაც. ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში კი პროდუქცია, მომხმარებლებთან შეთანხმებით, ადგილზეც ჩაგვაქვს.

– წლებია, რეიტინგების ლიდერი ხართ.

– ეკონომიკის სამინისტროსგან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სულ ოქროს რეიტინგში ვხვდებით და ძალიან ბევრი ჯილდო გვაქვს. მაქსიმალურად ვცდილობთ, ეს ტემპი არ დავაგდოთ და კიდევ უფრო მეტად განვვითარდეთ.

P.S. 29 ოქტომბერს ქალბატონი ირმა იუბილარია, ვულოცავთ დაბადების დღეს და ვუსურვებთ წინსვლას და ყველა ჩანაფიქრის ასრულებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა