სად გაქრა დავით ზეიკიძის „კალბასი“ ანუ როგორ ჩაეშალა ბიზნესი გენერალ-მაიორს
ავტორი: ეკატერინე პატარაია 18:00 02.01, 2024 წელი

დასასრული, დასაწყისი #47-51
დავით ზეიკიძე: დეზერტირის ბაზრის მფლობელი დეპუტატი იყო. ერთად ვიყავით, ორი შვილი ჰყავდა. ორივე ნარკომანი. ერთიც მოუკლეს და მეორეც. მეორე ისეთი მამალი ბიჭი იყო, გაზეთში დაწერეს: შვილმა რომ მოკლა, მერე მამამისი მივიდა და საკონტროლო გაუკეთაო. გვერდზე მიდევს გაზეთი და ის კაცი მეკითხება წაიკითხეო. წავიკითხე-მეთქი. ბიჭო, ჭიანჭველა არ გამიჭყლეტია და მე რა საკონტროლოს გამკეთებელი ვარო. მე ვუთხარი: ნუ ნერვიულობ-მეთქი. რატომო. ნახე ჩემზე რამდენს წერენ, ეს მოკლა, ის მოკლა, ეს გააკეთა, ის გააკეთა... ხომ ხედავ, ჩემი ისე ეშინიათ, მე რომ გავივლი ყველა პარლამენტარი კედელს ეკრობა. ახლა, მოდი, შენც ჩემთან ერთად გაიარე და შენ ხომ საკონტროლოს აკეთებ და საერთოდ შეეშინდებათ, გავიაროთ-მეთქი და გავიარეთ, მართლა აიტუზნენ კედელთან. იძახის: ე, რა კარგია ე, ეშინიათ, ეშინიათ... მოეწოენა. რატომ დავიწყე ამაზე ახლა. ბოლოს დაწერეს, რომ ზეიკიძე ფეკალური მასებით აკეთებს ძეხვსო. არადა, ყოველთვის ვამბობდი: საქართველოში რაც ცუდი „კალაბასი“ გამოდის, იმ ცუდში ყველაზე კარგი ჩემია-მეთქი. სინამდვილეში ასეც იყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ყიდდნენ მაღაზიები. ფაქტობრივად, შიმშილს გადავარჩინე ქვეყანა. ომის დროს რომ კარტოფილმა და ლობიომ გადაარჩინა ხალხი, ისე გადავარჩინე მე ამ ზეიკიძის „კალბასით“. ამ კაცთან ვარ, ვინც დეზერტირების ბაზრის მფლობელია და ვილაპარკობთ, ბაზარში ვარ მისული. იცის რომ მე ფული არ მაქვს, არც ბიზნესი მაქვს, რა უნდა მქონოდა, ფულს არ ვაკეთებდი და... 35 000 დოლარი მქონდა, რომ წამოვედი. ხუთი წელი საზღვარგარეთ ვიმუშავე, ორმაგი ხელფასი მქონდა, ასე არავის უხდიდნენ. რაღაც კი მაქვს, მაგრამ ფული მაინც არა. მეუბნება: ბიჭო, აქ „კალბასის“ ცეხი იყო „პადვალში“ და კარგად მუშაობდა, მაგრამ დაკეტეს, ხომ არ გავაკეთოთო. მე ვუთხარი: მაგარ კაცს ვიცნობ-მეთქი. ვისო. ვაკის ქარხანა რომ არის, იქ მუშაობს, დირექტორი იყო. „ივერია“ სოსისი მისი მოგონილია და მისთვის დიდი სიკეთე მაქვს გაკეთებული, ჰოდა მასთან წავალ-მეთქი. ვინ არის ეს ღუტუშა? ჩაქცეული, მდიდარი კაცია, მაგრამ ორი ბიჭი ჰყავს და ორივე ნარკომანი და გააღატაკეს ეს მამამისი. სადაც დაიჭერენ, ყველგან ფულს ართმევენ. ამ დროს „ნარკომანიის უფროსი“ ვარ, მოვიდა ეს კაცი თავისი პაპკებით, ფოტოები აქვს გადაღებული, საკავშირო მინისტრებთან, იმეებთან, ამაეებთან. გამომგონებელია, სერიოზული კაცია და სერიოზულ ხალხს იცნობს, მაგრამ აღარ შემიძლია, მიშველეო. რა ვქნა, ორი შვილი მყავს ნარკომანი, მეცოდებიან, ქუჩაში ვერ გადიან. ფული აღარ მაქვს და მიფრთხილდებიანო. ნარკომანია თუ რაც არის, მაინც შვილიაო... რა ვქნა, დამეხმარეო. რა გინდა-მეთქი. სადაც წავლენ, ყველგან ფულს ართმევენ პრაკოლებზეო. ვუთხარი, ნუ გეშინია-მეთქი. მორიგეს დავურეკე, რაიონების ყველა ნარკომანიის უფროსი ჩემთან მოვიდნენ-მეთქი. მოვიყვანე იქ, დავასწარი. თუ თქვენ, აი, ამის შვილებს როდესმე „პრაკოლებზე“ ფულს წაართმევთ, დედას გიტირებთ. ხმა არ გასცეთ. თუ ბარიგობას დაიწყებს, დაიჭირეთ-მეთქი... ამასთან მივიდივარ ახლა. გაუხარდა, რომ დამინახა: შენს დანახვაზე ჩემი შვილები გამახსენდა, როგორ დამეხმარეო. ასეთი და ასეთი ამბავია-მეთქი. დათო, შენ ისეთი სიკეთე გამიკეთე, კაპიკებში გაგიკეთებ ყველაფერს. აგიწყობ, გასწავლიო. წამოვიდა ეს კაცი დეზერტირების ბაზარში, 60 000 დოლარად ქარხანა გამიკეთა, ექვსი თვე იმუშავა, კაპიკი ფული არ აუღია. მაგრამ ქარხანა ვერ მუშაობს. ვერ აეწყო, რომ მოგება იყოს. ორი მოწილე მყავადა, ოც ოცი ათასი დოლარი დავდეთ სამმა კაცმა, იმიტომ რომ მე მეტი ფული არ მქონდა, რომ მარტო გამეკეთებინა. დავუკტოთო – მოწილეებმა. რა უნდა დაკეტოთ, ბიჭო, ეს ერთი ბიზნესი ძლივს გავაკეთე. მოიცათ ცოტა ხანს ვაცადოთ-მეთქი. ჩემი ძმა მივიყვანე იქ. უყურებს და უცბად, წავიდა საქმე – თითო სახეობას 45 ათას ცალს ვყიდიდი. ნელ-ნელა ცოტა ამოვისუთნქე, სახლში აღარ მიჭირს, მაგრამ ამათ ვეუბნები, ეს აქ აღარ უნდა იყოს. დილით რომ მივიდოდი, ვირთხები მესალმებოდნენ: გამარჯობა, ბატონო გენერალო, წამოვიდოდი – კარგად იყავით, ბატონო გენერალო. ვირთხები დარბიან, კაცო რა ქარხანა, რის ქარხანა. წამო სერიოზული ქარხანა ავაშენოთ, ხომ არ გეუბნებით, თქვენ ჩადეთ ფულს, მეც მაქვს, რაღაც მიწა ვიყიდოთ და კარგი ავაშენოთ-მეთქი. არცერთი არ დამთანხმდა. ლაერტა იძახის: რა გინდა, ფული ხომ კეთდებაო. კი კეთდება, მაგრამ ხომ უნდა გრცხვენოდეს, მილიონრები ხართ შენც და დილარაც, სტუმარი რომ მოვიდეს, დასაჯდომი მაინც ხომ უნდა გქონდეს-მეთქი. არ დამთანხმდნენ. ლაერტამ გაყიდა ეგ ბაზარი, არადა, შენობის ერთი ნაწილი გვაქვს ნაყიდი, ფული გადავიხადეთ და ვიყიდეთ, მაგრამ ტერიტორია ლაერტასია. მე ვეუბნები, დილარ, შენც ხომ დადე მაგაში ფული, მეც დავდე, ეგ ფული ჩვენ გვეკუთვნის. ლაერტას ვუთხარი: შენ ხომ გაყიდე, ფული ხომ უნდა აიღო-მეთქი, მაგრამ არ მაძლევს. კარგი. მაშინ, შენ უფრო მეტს დაკარგავ-მეთქი. დილარას ვეუბნები: ახლა, შენ რომ მეორე ცეხს აკეთებ, წადი და გააკეთე-მეთქი. წავედი მე, ავიღე ადგილი, ვიქირავე, სადაც ადრე „კალბასს“ უშვებდნენ და გამოვუშვი ჩემი „კალბასი“. სახელი ჩემია, ქარხანა ჩემია. ორივე დამადგა. ჩვენი წილიო... რა წილი მეთქი, აგერ მეორე ადგილას წადი, იქირავე და გამოუშვი. შენ ფული არ მომეცი, ძმაო, მე მეკუთვნოდა და მე შენ რატომ უნდა მოგცე. ერთად ხომ აღარ ვმუშაობთ. დილარ, შენ უფლება არ გქონდა, იგივე პროდუქცია გამოგეშვა, რასაც ვუშვებდით, დააშავე და არც შენ არ ხარ წილში-მეთქი. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, გაგდებული კაცის სახელს ნუ დამარქმევ და რაღაც გადამიხადეო. მივეცი, რაღაც. დღესაც მემდურება, ზეიკიძემ წილიდან გამაგდოო. რა წილიდან გაგაგდე, ფული მე მეკუთვნოდა... დილარმა უთხრა ეკუთვნის ამას, კაი მე ნუ მომცემო... ახლა ამას ვეუბნები: ლაერტ, ბაზარი 14 მილიონად გაყიდე. თავიდან 4 მოგცეს, მაგრამ შენ ადგილას რომ ვყოფილიყავი და ასეთი ძმაკაცი მყოლოდა, მე ვეტყოდი: აი, შენ ეს ასი ათასი და შენს შვილებს მოახმარე, მაგრამ არა ხარ შენ ეგეთი კაცი, წუწურაქი ხარ, ძმაო და რა გიყო-მეთქი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან