საზოგადოება

როგორ ვაქციოთ ბაღის მოვლა სასიამოვნო გამოცდილებად

ავტორი: ეკო ტატულაშვილი 13:30

baghis-teqnika
დაკოპირებულია

ზოგჯერ რთულია ვაიძულოთ თავს ბაღს საჭირო ყურადღება მივაქციოთ, იქნება ეს დროის სიმცირის თუ დაღლილობის გამო. თუმცა, კერხერის ბაღის ინსტრუმენტების დახმარებით შესაძლებელია პროცესი ბევრად უფრო მოკლე და ნაკლებად დამღლელი გახდეს. სპეციალური ბაღის მოვლის ტექნიკის დახმარებით შესაძლებელია არა უბრალოდ დროის დაზოგვა, არამედ პროცესისგან სიამოვნების მიღებაც კი შეძლოთ.

პროფესიონალური ბაღის მოვლა ბაღისთვის სწორი ინსტრუმენტების შერჩევით იწყება. მაგალითად თუ ტერიტორიაზე ბევრი ხე და ბუჩქია, მაშინ კარგი იქნება თუ კერხერის ელექტრო ხერხს დაიხმარებთ - ის გამოირჩევა მაღალი ბრუნვის სიჩქარით და უზრუნველყოფს ზუსტ, სწრაფ ჭრას. აუცილებლად დააპრიორიტეტეთ უსაფრთხოება - შეამოწმეთ რამდენად გამართულად მუშაობს უკუცემისგან დამცავი მექანიზმები, უსაფრთხოების ჩამკეტები და ჯაჭვის ავტომატური გაპოხვის ფუნქცია, რომელიც ამცირებს ტრავმის რისკებს და ახანგრძლივებს ინსტრუმენტის სამუშაო რესურსს. კერხერ საქართველოს შემოთავაზებული მოდელები იდეალურად აბალანსებს სიმძლავრესა და მობილურობას - ისინი მსუბუქია, თუმცა უმკლავდებიან 30-35 სანტიმეტრამდე დიამეტრის ტოტებს.

ცოცხალი ღობის საკრეჭი და ბუჩქების საკრეჭი აპარატები ორეტაპიანი სიჩქარის კონტროლით საშუალებას მოგცემთ, მიუსადაგოთ მუშაობის რეჟიმი კონკრეტულ ამოცანას - დელიკატური სამუშაოებისთვის გამოიყენეთ მაღალი სიჩქარე, სქელი ტოტებისთვის კი - მაღალი სიმძლავრე. 180 გრადუსით ბრუნვადი სახელურები უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს, ხოლო ალმასის საჭრელი პირები - ჭრის მაღალ სიზუსტეს.

თუ ბაღში დიდი ფართობი მწვანე საფარს უკავია, მაშინ საკრეჭი ინსტრუმენტის სწორად შერჩევაა თქვენი მთავარი საზრუნავი. კერხერის გაზონის საკრეჭი აპარატები ასეთი საფარის მოვლას ბევრად ამარტივებს. '2-1-ში' სისტემა საშუალებას მოგცემთ, დამუშავებული ბალახი ავტომატურად მოხვდეს კონტეინერში ან გამოიყენოთ როგორც ბუნებრივი სასუქი. დიდი ზომის კონტეინერი ამცირებს მათი დაბინძურებისგან დაცლის სიხშირეს. გერმანული ხარისხის სტანდარტით შექმნილი აპარატები უზრუნველყოფს გაზონის თანაბარ კრეჭას. თუ ბაღს არასტანდარტული ფორმა აქვს, დაფიქრდით ბალახის სათიბის შეძენაზე. სათიბები აღჭურვილია ძაფის ავტომატური რეგულირების სისტემით, იდეალურია ისეთი ადგილებისთვის, სადაც ჩვეულებრივი გაზონის საკრეჭი ვერ მიაღწევს - კუთხეებში, კიდეებზე და ვიწრო ადგილებისთვის. ერგონომიული დიზაინი და მსუბუქი წონა ამცირებს ფიზიკურ დატვირთვას და ზრდის მუშაობის სისწრაფეს

სარწყავი სისტემები ხშირად ბაღის მოვლის ტექნიკის იმ სიაშია, რომლის მნიშვნელობაც ხშირად ავიწყდებათ, სანამ უშუალოდ მათი გამოყენების დრო არ დგება. კერხერის შლანგები, მულტიფუნქციური სპრინკლერები და პისტოლეტები დაგეხმარებათ ბაღში მწვანე საფარის ჯანსაღ მდგომარეობაში შენარჩუნებაში, და ამასთან დაზოგავს დროსა და წყალს. სხვადასხვა ტიპის სპრინკლერები ოპტიმალური გადაწყვეტაა ნებისმიერი ზომის ბაღისთვის, ხოლო თანამედროვე შემაერთებლები უზრუნველყოფს სისტემის გამართულ მუშაობას მთელ ტერიტორიაზე.

21-ე საუკუნეში მძიმე ფიზიკური შრომა აღარაა საჭირო ლამაზი ბაღის შენარჩუნებისთვის. ეწვიეთ კერხერ საქართველოს ვებსაიტს - ან მაღაზიას - გაეცანით ჩვენი ბაღის ტექნიკის კატალოგს, და აქციეთ მოსაწყენი რუტინა დასვენებად. კერხერის ბაღის ინსტრუმენტების დახმარებით თქვენ შეძლებთ რუტინული საქმიანობა მარტივად და სწრაფად მოამთავროთ - და პროცესისგან სიამოვნებაც კი მიიღოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა