საზოგადოება

როგორ იქცა შრომა წარმატებად და სტილი სიყვარულად–„ნინას შოპის“ შექმნის ისტორია

№46

ავტორი: „თბილისელები“ 13:24

ნინა ლომინაძე
დაკოპირებულია

მოდა მხოლოდ ტანსაცმელი არ არის — ეს არის ემოცია, შთაგონება და საკუთარი თავის აღმოჩენა. სწორედ ასეთ სიყვარულით სავსე სივრცედ იქცა „ნინა შოპი“ — ადგილი, სადაც შრომა გარდაიქმნა წარმატებად, გემოვნება – ხელოვნებად, ხოლო სტილი – ნამდვილ სიყვარულად. ნინა ნიორაძის ისტორია გვაჩვენებს, რომ თუ საქმეს გულით აკეთებ, ყოველი იდეა შეიძლება რეალობად იქცეს. მისი მაღაზია არა მხოლოდ სამოსის შერჩევის ადგილი, არამედ ქალბატონებისთვის თავდაჯერებულობისა და სილამაზის აღმოჩენის პატარა სამყარო გახდა.

–როგორ გაჩნდა „ნინა შოპის“ შექმნის იდეა?

–ხელოვნება ყოველთვის ჩემი ძლიერი მხარე იყო, სანამ „ნინას შოპის“ იდეა გაჩნდებოდა, იქამდე იყო nina’s handmade სადაც საკუთარი ხელით ვქმნიდი ქალის აქსესუარებს. მოგვიანებით გადავწყვიტე ტანსაცმლის მაღაზიის გახსნა, ზოგადად გემოვნებიანი სამოსი თავადაც ძალიან მიყვარს და ამით ყოველთვის ვიქცევდი ყურადღებას. ამ საქმეში უდიდესი შრომა და სიყვარული ჩავდე, „ნინა შოპის“ შექმნის მთავარი იდეა კი ისაა რომ რომ ჩვენთან მოსულმა თითოეულმა ქალბატონმა საკუთარი სტილი იპოვოს.

– რა სირთულეებთანაა დაკავშირებული წარმატებული ბიზნესის მართვა?

–ურთულესია თითოეული მომხმარებელი კმაყოფილი გყავდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ სწორი და ჯანსაღი კომუნიკაცია მქონდეს თითოეულ მათგანთან, მაქსიმალურად დავეხმარო და შევთავაზო ის, რაც მათ სტილსა და გემოვნებას ბოლომდე აკმაყოფილებს.

ხარისხი ჩემთვის მთავარი პრიორიტეტია, ამიტომ მთავარ აქცენტებს ამ საკითხზე ვაკეთებ, ყოფილა შემთხვევა, როცა ჩამოსული კოლექცია ხარისხის გამო მომხმარებლამდე არ მიმიტანია და შესაბამისი ზომებიც მიმიღია.

–რა პროდუქციას სთავაზობს “ნინას შოპი“ მომხმარებელს?

–„ნინას შოპი“ გთავაზობთ, როგორც ყოველდღიური, ისე საღამოს და სადღესასწაულო სამოსის ძალიან დიდ არჩევანს, ჩვენი კოლექციები მხოლოდ ქალბატონებისთვისაა, თითოეული ნივთი გამორჩეულად დახვეწილია და ყველა გემოვნების ადამიანს შეუძლია ჩვენთან სასურველი სამოსის შერჩევა.

–რა გამოარჩევს „ნინა შოპს“ საკმაოდ კონკურენტულ ბაზარზე?

–ჩვენი მთავარი ნიშა სითბო და უდიდესი სიყვარულია, რასაც თითოეულ მომხმარებელს ვჩუქნით. ჩვენ ქალბატონებს მხოლოდ სამოსს არ ვთავაზობთ, არამედ ვჩუქნით ემოციასა და თავდაჯერებულობას, ყველა სტიმარს გემრიელი ბათუმური ყავით ვუმასპინძლდებით.

–როგორ ინარჩუნებთ ხარისხს და მომხმარებლის კმაყოფილებას?

–ამბობენ, ნდობის მოპოვება ძალიან რთულია, მაგრამ მე „ნინას შოპის“ მომხმარებელთან ეს დაბრკოლება არ შემხვედრია და მათი აბსოლუტური უმრავლესობა პირველი ვიზიტიდან დღემდე ჩვენი მაღაზიის ერთგულია.

–გეგმავთ თუ არა პროდუქციის ხაზის გაფართოებას ან ბათუმის გარდა სხვა ქალაქებში გასვლას?

–ჯერჯერობით სხვა ქალაქებში ფილიალების გახსნას არ ვგეგმავ, მაგრამ მალე ისევ ბათუმიდან, ჩემი ლამაზი აჭარიდან შემოგთავაზებთ სასიამოვნო სიახლეებს, რაც არა მხოლოდ ქალებს, არამედ მამაკაცებსაც გაახარებს.

_წარმატებული ბიზნესი ბევრ შრომას მოითხოვს, რა როლი აქვს ოჯახის მხარდაჭერას თქვენთვის?

–ჩემი ოჯახი განსაკუთრებული ადამიანებისგან შედგება, სამედიცინო სფეროს ემსახურებიან და თავიანთი საქმის მიმართ უპირობო ადამიანობითა და ერთგულებით გამოირჩევიან, ჩემი მეუღლე ჩემი უდიდესი მხარდამჭერია, რომელიც ყველა ნაბიჯს ჩემთან ერთად დგამს სიხარულსა და რთულ მომენტებშიც. ჩემი ცხოვრების მთავარი შთაგონება კი ჩემი შვილები–თევდორე და ანასტასია ლომინაძეები არიან, რომლებიც უდიდეს ძალასა და მოტივაციას მაძლევენ ყოველი ახალი დღისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა