საზოგადოება

როგორ გავწმინდოთ ვეიპი - რჩევები პოდსისგან

ავტორი: ეკო ტატულაშვილი 16:54 27.09, 2023 წელი

პოდსი
დაკოპირებულია

როგორც ყველა მოწყობილობის გამართული მუშაობისთვის და ეფექტური შედეგისთვისაა აუცილებელი სწორი მოვლა, ელექტრო სიგარეტის მომხმარებლებისთვისაც აუცილებელია იმის ცოდნა თუ როგორ გავწმინდოთ პოდსის ვეიპები. სიფრთხილე, სისუფთავე და სწორი შენახვა პირდაპირ დაკავშირებულია ვეიპის ეფექტურობასთან. 

როგორ გავწმინდოთ ვეიპი

სანამ გადავალთ კონკრეტულ ინსტრუქციაზე, მანამდე გეტყვით რატომაა ვეიპის გაწმენდა ასეთი მნიშვნელოვანი:

  • ვეიპის წმენდა ამცირებს ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ზიანს, მათ შორის სპონტანური გადაწვის რისკს
  • სუფთა ვეიპებს ახასიათებთ ხანგრძლივი სიცოცხლე და იშვიათად საჭიროებენ გამოცვლას
  • ნარჩენებისგან თავისუფალი ვეიპი უნარჩუნებს სითხეს გემოს, და წარმოქმნის უფრო დიდ და ლამაზ ღრუბლებს

ერთჯერადი VS მრავალჯერადი ვეიპი

ვეიპის არჩევისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ როგორც საკუთარი გემოვნება და პრიორიტეტები, ისე ის თუ რამდენი დროისა თუ ენერგიის დათმობას გეგმავთ აპარატის მოვლისთვის. რა საკვირველია, ორივე არჩევანს გააჩნია დადებითი და უარყოფითი მხარეები.

ერთჯერად ვეიპებს არ სჭირდებათ დატენა, ნაწილების გამოცვლა და ზედმეტი ძალისხმევა - მათ ყიდულობთ შევსებულს და ხმარობთ ბატარეის ან სითხის ამოწურვამდე, შემდეგ კი აგდებთ. ერთჯერადი ვეიპის მოცულობა 600-იდან 5000 ნაფაზამდე მერყეობს, ამიტომ ხშირად პატარა და მსუბუქია და შეგიძლიათ ჯიბითაც ატაროთ. ერთჯერადი ვეიპები იდეალურია დამწყები, ნაკლებად ინტენსიური მწეველებისთვის ან სამოგზაუროდ წასაღებად.

როგორ გავწმინდოთ ერთჯერადი ვეიპი?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთჯერადი ელექტრო სიგარეტები გარკვეული მოხმარების შემდეგ გადასაგდებად არის განკუთვნილი, ამიტომ მათი დაშლა ძირითადად არასაჭირო და შეუძლებელიც კია. ასეთი ვეიპების გასაწმენდად ტუჩის (საიდანაც უშუალოდ ჰაერის შესუნთქვა ხდება) სპირტით ან ანტიბაქტერიული ხელსახოცით დეზინფექციაც საკმარისია.

მრავალჯერადი ვეიპი უფრო მეტ ყურადღებასა და ძალისხმევას მოითხოვს ვიდრე ერთჯერადი, და მიუხედავად იმისა რომ ერთჯერადი შესყიდვისას უფრო ძვირიც ღირს, გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეხმარებათ როგორც ფულის დაზოგვაში, ისე პლასტმასის ნარჩენების შემცირებაში, განსაკუთრებით თუ სითხეებს დიდი შეფუთვებით შეიძენთ. მრავალჯერადი ვეიპები ზედგამოჭრილია გამოცდილი, აქტიური მწეველებისთვის რომლებსაც სურთ მეტი კონტროლი და არჩევანი კვამლის გემოს, სიმკვრივესა და რაოდენობაზე.

როგორ გავწმინდოთ მრავალჯერადი ვეიპი?

მრავალჯერადი ვეიპის მოვლის რუტინა თითოეული მომხმარებლისთვის ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმაზე თუ რა სიხშირით და ინტენსივობით ეწევით, როგორ გემოებს ანიჭებთ უპირატესობას და რამდენად ერთგული ხართ კონკრეტული არომატების მიმართ. ელექტროსიგარეტის წმენდა, ძირითადად, სახურებელი ზამბარის, ე.წ. ქოილის, გამოცვლასთან ერთად ხდება, მაშინვე, როგორც კი კვამლი დამწვრის გემოს შეიძენს, ან უფრო სუსტი ნაკადებით დაიწყებს გამოშვებას. ასევე შეიძლება დაგჭირდეთ ვეიპის გაწმენდა თუ მძაფრი არომატიდან (მაგალითად მენთოლი) რამე უფრო სუსტზე გადადიხართ, თუმცა ტიპურად წმენდა დაახლოებით კვირაში ერთხელაა საჭირო.

ქვემოთ მოცემული ინსტრუქცია დეტალურად აღწერს თუ როგორ გავწმინდოთ ვეიპი:

  1. დაშალეთ ვეიპი - ძირითადად ნაწილები ან ხრახნით არის შეერთებული ან მაგნიტით, ამიტომ ბევრი ძალდატანება არ დაგჭირდებათ;
  2. მოაშორეთ სითხე - გამოცვალეთ კაფსულა ან გადაასხით ავზში ჩარჩენილი სითხე;
  3. გაწმინდეთ ან გამოცვალეთ ქოილი - ჩაშენებული ქოილის შემთხვევაში აანთეთ, რომ არსებული ნადები დაიწვას, ბამბის ჩხირით ან კბილის ჯაგრისით მოაშორეთ ნამწვი და საჭიროების შემთხვევაში გადაავლეთ ცხელი წყალი. თუ ქოილი ჩაშენებული არ არის, გამოცვალეთ;
  4. გაასუფთავეთ კორპუსი - ბამბის ჩხირით და/ან ქაღალდის ხელსახოცით ამოწმინდეთ მტვერი და ჩაღვრილი სითხე;
  5. გარეცხეთ ტუჩი და ავზი - ჩაალბეთ ისინი თბილ წყალში ან გამოიყენეთ ანტიბაქტერიული ხსნარი;
  6. გააშრეთ - დარწმუნდით რომ არსად ნესტი არ არის ჩარჩენილი, შემდეგ ააწყეთ და განაახლეთ მოხმარება.

“პოდსი” არის ახალი, სწრაფად მზარდი კომპანია რომელიც თავის მომხმარებელს დახვეწილ გარემოს, მაღალ ხარისხს, ტრენდულ პროდუქციასა და ექსკლუზიურ მომსახურებას სთავაზობს. პოდსში არის როგორც ერთჯერადი და მრავალჯერადი ვეიპების, ისე სითხეების ფართო არჩევანი, რათა მოგეცეთ საშუალება მარტივად შეარჩიოთ და მიიღოთ მაღალი კლასის მომსახურება და პროდუქტი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული