საზოგადოება

როგორ გაცვალა ამერიკამ შევარდნაძე სააკაშვილზე

№27

ავტორი: ეკატერინე პატარაია 18:00 10.07

ელიზაბეტ ლეინი
დაკოპირებულია

საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენები, რაც ეგრეთ წოდებული, „რუსული კანონის“ მიღებას მოჰყვა, მთავარი ლოზუნგით – „სად მივდივართ?“... „არა რუსულ კანონს“... „ჩვენი არჩევანი ევროპაა“ და ასე შემდეგ, ბევრ საინტერესო ამბავს ახდის ფარდას. მაგალითად, თუ აქამდე ვიცოდით, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ძალიან მჭიდროა და ორმხრივი თანამშრომლობის მრავალ სფეროს მოიცავს: ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე აღმოსავლეთ ევროპაში, საქართველო, იყო მესამე უდიდესი კონტრიბუტორი ერაყის ომსა და ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით წარმართულ მისიაში; შეერთებული შტატები, თავის მხრივ, აქტიურად ეხმარება საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში მისი ჩრდილოელი მეზობელი რუსეთის მხრიდან მზარდი ზეწოლის პირობებში და 1991 წლიდან ქვეყანას 3 მილიარდ დოლარზე მეტ ფინანსურ დახმარებას უწევს; სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით შექმნა ოთხი ორმხრივი სამუშაო ჯგუფი: თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკურ, სავაჭრო, ენერგეტიკულ საკითხებში… მერწმუნეთ, ყველაფერ ამაზე წარმოდგენები ამოგიყირავდებათ, როდესაც წაიკითხავთ ამ სტატიას, რომელიც სოსო მანჯავიძის გადაცემა „გონიერის“ მიხედვით მომზადდა, რომლის სტუმარიც გახლდათ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართული წარმოშობის ჟურნალისტი ელიზაბეთ ლეინი.

ფერადი რევოლუციის სცენარი საქართველოში

„დღეს რასაც ვუყურებთ, ქუჩის პროტესტებს, ეს იგივე სცენარია, რაც ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს უკრაინაში, მეიდანზე. საერთოდ, ეს სჩვევია ერთ-ერთი ქვეყნის ძალიან განვითარებულ სადაზვერვო სამსახურს. ხანდახან ვეკითხები ჩემს თავს – ეს იმის ბრალია, რომ ზარმაცები არიან და ახალი სცენარის დადგმა არ უნდათ თუ, უბრალოდ, იგივე პრინციპი მოქმედებს, რაც მოქმედებს, მაგალითად, „ჰოლივუდში“. ერთი ფილმი გამოვიდა, იმუშავა, მერე სულ იმას იმეორებენ. იციან, რომ გამართლებული მეთოდია – თუ იმუშავა უკრაინაში, იმუშავებს საქართველოშიც. დღეს ვხედავთ ზუსტად იმავეს, როგორიც არის ბრიტანეთისა და ამერიკის სადაზვერვო სამსახურები SIS-აი და MY SIS. ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ გამოიყენონ საკუთარი „ენჯეოები“. როგორც ამერიკაში, ასევე ამერიკის საზღვრებს გარეთ, SIS-I „ენჯეოებს“ იყენებს იარაღად, რომ გადატრიალებები მოახდინოს სხვადასხვა ქვეყანაში. ეს უკვე დატესტეს. პირველად, როგორც ოფიციალური წყაროებიდან არის ცნობილი, ეს იყო მოზადეკის სიკვდილი ირანში, მაგრამ დიდი პოლიტიკოსები და ისტორიკოსები ფიქრობენ, თუნდაც, JOHN STOVALL, SIS-I-ის ყოფილი აგენტი, რომ ეს უფრო ადრეც აქვთ გაკეთებული, უბრალოდ, კერმიტ რუზველტი, რომელმაც ირანში ეს გადატრიალება მოახდინა, ეს ღიად გადმოიტანა, ფაბლიშინგი მოახდინა. ამიტომ, აქედან იწყება ათვლა. დღეს ამას ვუყურებთ საქართველოში და მე მინდა, გითხრათ, რომ საშიში მდგომარეობაა. გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკა ჩემი მეორე სამშობლოა, ისევე, როგორც საქართველო, სადაც დავიბადე და რომელთანაც რაღაც გრძნობები მაკავშირებს და სულაც არ მინდა, დავინახო, რომ ამერიკელი ხალხი შეეწირა იმ იმიჯს, რასაც SIS-I დღეს ხატავს ამერიკის იმიჯად. ეს მონსტრი სააგენტოა, რომელიც საკუთარ ხალხს საერთოდ არ უსმენს. ეს არ არის ამერიკელი ხალხის ნება, მათ არ სურთ, ასე მოხდეს. რა ხდება საქართველოში? ქართველ ახალგაზრდობას უჭირავს ორი დროშა, ერთის მაგივრად. ჯერ, მოდი, ვთქვათ, რომ ეს არის ანომალია. რატომ უნდა მეჭიროს ხელში სხვა ქვეყნების გაერთიანების დროშა. ზუსტად ექვსი თვის წინ ამერიკაში გვქონდა ძალიან დიდი პროტესტი. ვიყავი, როგორც ჟურნალისტი და პირველად იქ დავინახე მსგავსი რამ. ასეთი რამ არ მომხდარა ამერიკის ისტორიაში – ამერიკელი ხალხი რუსების დროშებით. რომელი ამერიკელი აღმართავს რუსულ დროშას ვაშინგტონში, ხომ წარმოუდგენელია? მაგრამ ეს მოხდა, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამერიკაში, კარგად არის გათვითცნობიერებული, თუ რა ხდება რეალობაში. მათ იციან საკუთარი ინსტიტუტები, რამდენი ხანია, ამას აკეთებენ, ატრიალებენ ლათინურ ამერიკაში, ევროპულ ქვეყნებში, აბსოლუტურად ყველგან განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ამ ხალხმა ეს იცის და არ უნდათ, რომ მათი სახელი ამ სიბინძურესთან იყოს დაკავშირებული. მათ ინტერესებშიც არ შედის. რას ჰქვია - 60 მილიარდი უკრაინას. ჩემთან, ჩემივე შტატში მილიონი რაღაც არის გასაკეთებელი. არა მარტო ტრამპი, ბევრი სხვა პოლიტიკოსი დღეს, რომელთა სახელები და გვარები საქართველოში ხშირად ასე არ ჟღერს, ამბობენ: რა გვინდა უკრაინაში . ეს არის ქვეყანა, რომელიც „ნატოს“ წევრიც არ არის. იქ ჩვენი ყოფნის არანაირი მოვალეობა არ გვაქვს, თუმცა მთელი ძალებით უკრაინას „ვბალეშიკობთ“. ძალიან საინტერესოა, როდესაც ამერიკელი ამ ყველაფერს ხვდება და რა ინფორმაციულ იზოლაციაში უნდა იყოს საქართველო, რომ ამას ვერ ხვდებოდეს. რატომ ხდება ასე, რომ ამერიკელი უფრო განათლებულია დღეს, ვიდრე ქართველი, როცა ასე არ უნდა იყოს, რადგან ამერიკას აქვს ყველაზე გაუნათლებელი, მსუქანი ქვეყნის იმიჯი. ამერიკაში ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, თუნდაც, გაბარიტების, სიმსუქნის, მაგრამ ამერიკელმა ხალხმა ამ ბოლო ათი წლის განმავლობაში სილა გააწნა ერთმანეთს, გაიღვიძეს. ძალიან დიდი გარდასახვა მოხდა. ახლა, მაღაზიაში რომ შედიან, ასეთი გადაწყვეტილების წინაშე დგანან – დღეს ჩემს შვილს შოკოლადი ვუყიდო საჭმელად თუ ქათამი. ამან გააღვიძა დღეს ამერიკა, თორემ მანამდე ეს თემა საერთოდ არ იყო. კეთილდღეობის დონემ დრამატულად დაიწია. ასეთი რამ არ ახსოვს ამერიკას დიდი დეპრესიის დროსაც. ერთ-ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი კენედის შვილი, რობერტ კენედი, ძალიან ბევრ სხვადასხვა შოუში საუბრობს და თავისი ცოლის მაგალითი მოჰყავს: ჩემი ცოლი მდიდარი ოჯახიდან არის, როდესაც, ჩვენ, როგორც წყვილმა, დავიწყეთ ერთმანეთთან შეხვედრები, მანქანა წითელ სიგნალს მიჩვენებდა და პანიკური შიში მქონდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ან უნდა მეჭამა ან ბენზინი უნდა ჩამესხა მანქანაშიო. ეს ამერიკაში, ყველაზე მდიდარ ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ ხდება და იქვე ჩნდება კითხვა – რატომ? იმიტომ, რომ ამერიკა მთელ მსოფლიოში არის ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფო, რომელმაც თავისი ისტორიის განმავლობაში ამის იდეალურად შენიღბვა ისწავლა. ანუ საკუთარი თავის კარგად შეფუთვა ისწავლა. დღეს საქართველოში ამ ახალგაზრდებს, რომლებიც მიშას ხელისუფლების დროს ამერიკულ ფილმებზე გაიზარდნენ, ძალიან რთულია, აუხსნა, უთხრა: იცი? ის, რაც შენ გგონია ამერიკა, დღეს იმის ერთი პროცენტიც არ არის ეს ქვეყანა. მე არ ვსაუბრობ კენედის, მის მოწინავე დროზე. ამერიკას ჰქონდა ძალიან კარგი ერა, პერიოდი, როდესაც ერთი ადამიანის შემოსავლით მთელი ოჯახი არა მხოლოდ კარგად ცხოვრობდა, არამედ A ფერმიდან A კლასის დონეზე ცხოვრობდა. ეს თემაც იყო. ეს ყველაფერი ამერიკის ძალიან შორეული წარსულია, დღეს ასე არ არის. დღეს ამერიკას აქვს მონური რიტმი. თვით პრივილიგირებული ადამიანებიც, პრივილეგიას არმოკლებულები, სიოები მაგალითად, ბონგ სიო, ისინიც კი ვერ ჩერდებიან. ეს მენტალიტეტი აქვს ქვეყანას: ან უნდა იყო მუშა ფუტკარი ან არა და, „იუნზლერ სითერი“, რომელიც მხოლოდ საკვებს ჭამს. ეს გადმონაშთია ჰიტლერიდან, ჰიტლერი ხშირად იყენებდა ამ ყველაფერს. თუ საქართველოში ხალხი არ იფიქრებს, რომ იქით ძალიან ბნელა, ჯოჯოხეთია, სხვანაირად ვერ დაანახვებ შენს პირად მოწინააღმდეგეს ვიღაც სხვას, როგორც შენს მტერს. ნახეთ რა ხდება? ადამიანურ ურთიერთობებში ეს მარტივი გასარკვევია. მაგალითად, მე და თქვენ გავაკეთეთ ერთი პროექტი. გამართლდა. ესე იგი, მე თქვენ გენდობით რაღაცაში, იმიტომ რომ გამიმართლეთ ერთ პროექტში და თქვენ მე მენდობით. ამას მოჰყვა კიდევ ერთი პროექტი, კიდევ ერთი და... ყოველთვის ეს ხდება, ანუ ჩვენს მეგობრობაში ეს გამარჯვება ყოველთვის არის. ამიტომ, თუ ვიღაც მკითხავს, – არის ეს ადამიანი სანდო, რა თქმა უნდა, მე ვიტყვი, რომ არის, იმიტომ რომ ჩვენი ურთიერთობის ისტორია ამას გვანახვებს. ახლა შევხედოთ ამ კუთხით: რა ლოგიკას ეფუძნება ის, რომ ადამიანი დღეს ენდოს ამერიკელ პარტნიორებს. თუ თქვენ მომიყვანთ ერთ მაგალითს, როდესაც ამერიკა გვერდში დაუდგა თავის პარტნიორს, დაიცვა პარტნიორის ინტერესები, ისე, რომ ეს პარტნიორი არ გაეწირა, მაშინ მე გეტყვი, რომ ამაში ლოგიკა არის, რომ დღეს საქართველომ ამერიკისკენ, თუნდაც, უნდა გაიხედოს. კი, ბატონო. როდესაც ამერიკის სენატორი ლინდსი გრემი გამოდის და ამბობს, რომ ამაზე უკეთეს საქმეში ფული არ დაგვიხარჯავსო, ანუ უკრაინა საუკეთესო ინვესტიციაა მათთვის, როდესაც კლავს უკრაინელს და ამას თვითონ პირდაპირ გეუბნება. რომ გავიგოთ, დღეს რა ხდება უკრაინაში, ასე მარტივად ვერ მიაწოდებ ადამიანს ინფორმაციას, იმიტომ რომ უნდა გესმოდეს ფსიქოპათია, ნარცისიზმი, ამ ადამიანების აღმავლობა კაპიტალისტური რეჟიმის პერიოდში, როგორიც იყო ამერიკა ერთ დროს, თუმცა კაპიტალისტური რეჟიმისა და ამერიკის ურთიერთობა დღეს ცოტა სხვა არის, მაგრამ უნდა გესმოდეს, როგორ აზროვნებენ ეს ადამიანები. ძალიან დიდ ფსიქოპათიასთან გვაქვს საქმე ამერიკის პოლიტიკაში. მე ვიცნობ ძალიან ბევრს და ერთ-ერთ ჩემს ახლო მეგობართან სულ კამათი მქონდა ამაზე, რომელიც ძალიან მარტივად უყურებს ამ ყველაფერს. „სიგნალშიც“ აქვს ჩემთვის მოწერილი, რომ საერთოდ არ აინტერესებს, რამდენი უკრაინელი მოკვდება, სანამ მისი ქვეყანა აკეთებს დიდ ფულს ამ ომზე. ეს პირდაპირ აქვს ჩემთვის მოწერილი. თქვენ რას მეუბნებით, რომ ამერიკელს, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში საკუთარ ხალხზე აქვს ექსპერიმენტები ჩატარებული, დახოცილი ჰყავს საკუთარი ხალხი, იმას უკრაინელი უყვარს და უკრაინელი ადარდებს?..

რატომ დაიშალა საბჭოთა კავშირი

საბჭოთა კავშირი მხოლოდ ერთი მიზეზით დაიშალა. ბევრი ამბობს, ამერიკამ დაშალაო. ეს არის აბსოლუტური იდიოტიზმი. საბჭოთა კავშირი დაიშალა შიგნიდან, ოღონდ, დაიშალა იმიტომ, რომ ადამიანებმა, ვინც საბჭოთა კავშირს მართავადნენ, დაიჯერეს დასავლეთის დაპირებები. გორბაჩოვი იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა საბჭოთა კავშირის დაშლის. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს დასავლეთთან მისი ურთიერთობა. დღემდე ბევრი რუსი მას გამყიდველს ეძახის და მართალიც არის. არ მაინტერესებს, მე შენ როგორ მავნებ, შემთხვევით მოგივა ეს თუ განზრახვით, რეზულტატი გვაქვს მავნე. ამ შემთხვევაში გორბაჩოვი იყო პირველი მსხვერპლი, რასაც ამერიკის ინსტიტუტები, განსაკუთრებით SIS ამას ხშირად აკეთებს. ანუ, ამოირჩევს რომელიმე პოლიტიკურ ფიგურას, შემდეგ, მასთან მივა მოლაპარაკებებით, შეთავაზებებით, ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაც ფულზე იყიდება... გორბაჩოვი ფულზე არ გაყიდულა. გორბაჩოვი გაიყიდა იდეაზე. ანუ გორბაჩოვს შესთავაზეს ეს: გეცოდინებათ „მარშალის გეგმა“, ისიც გეცოდინებათ, რომ „მარშალის გეგმა“ იყო იმისთვის განკუთვნილი, რომ ევროპაში ამერიკის გავლენა დამკვიდრებულიყო („მარშალის გეგამა“ ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი პროგრამა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის აღმშენებლობისთვის. ინიციატივას სახელი ეწოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯორჯ მარშალის პატივსაცემად.) მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ევროპა და საბჭოთა კავშირი მუხლებზე იდგა, ამერიკას რაღაც უნდა გაეკეთებინა დასახმარებლად, ოღონდ, არ იფიქროთ ამერიკა ვინმეს დაეხმაროს ისე, უბრალოდ. ის, ასე არასოდეს იქცევა. ამ ყველაფერში მას თავისი ინტერესები ჰქონდა და თქვა: ჩვენ დაგეხმარებით, მოგცემთ ვალს, მოგცემთ იმის საშუალებას, რომ ფეხზე დადგეთ, ოღონდ ეს „ტრეიდი“ მსოფლიოში უნდა მოხდეს დოლარით. თქვენ ჩვენს წყობაზე უნდა გადმოხვიდეთ. მაგალითად, თუ ჩინეთი რაღაცას გაყიდის გერმანიაზე, თურმე, ეს ყველაფერი დოლარით უნდა გაკეთდეს. სხვა გზა არ იყო. როდესაც საერთოდ არაფერი გაქვს ადამიანს, იმ ცუდ იდეასაც იღებ, თუმცა საბჭოთა კავშირის ლიდერმა, მონსტრმა თუ არა მონსტრმა, ეს არ მიიღო (მიხვდებით ალბათ, ვისაც ვგულისხმობ) დაინახა ის რეალობა, რაც იყო. გორბაჩოვმა გადაწყვიტა, რომ ამერიკელები მართლაც მზად არიან, დაგვეხმარონ და მოხდა რეაბილიტაცია ასეთი რაღაცის: გორბაჩოვს შეჰპირდნენ, შენ იქნები ის კაცი, ვინც ამას გააკეთებს, ამ ყველაფრით აბსოლუტურ კეთილდღეობას მისცემს საკუთარ ნაციას ამა და ამ პირობებით. რა თქმა უნდა, ამას ვინ არ წამოეგება და დაიწყო ეს ურთიერთობები გორბაჩოვსა და დასავლეთს შორის, მაგრამ ნახეთ, რა სიანტერესო გეგმაა. ამაზე თვით „სის-აის“ აქვს თავის გვერდზე ათასობით დოკუმენტი, რომლებსაც თვეების განმავლობაში დეტალურად ვეცნობოდი. შევარდნაძის როლზეც მოგახსენებთ ამ ყველაფერში. რუსეთის განადგურებისათვის (ჯერ, რატომ ანადგურებ, რა გინდა? ხომ, შეგიძლია, მეგობრულად, პარტნორულად მიუდგე, მაგრამ არა, მათ დოქტრინაში წერია ეს, „სის-არქიტექტს“ ეძახდნენ. თავიდანვე წერდნენ, რომ ამერიკას არასოდეს არანაირი მეგობარი არ ეყოლება, ეყოლება ან მონა ან მტერი). გორბაჩოვთან ერთად ირჩევენ საბჭოთა კავშირის ქვეყნების სხვადასხვა ლიდერებს, ვისთანაც მათ კომუნიკაცია უნდათ და ერთ-ერთი ასეთი არის ედუარდ შევარდნაძე. მე მგონი, ერთადერთი ქართველი ვარ, რომელმაც ყველაფერი მოვძებნე „სის-ის“ დამოკიდებულებაზე შევარდნაძისადმი და არა მხოლოდ დამოკიდებულება, ამას ჰქვია – ანალიზი. ყველა ქვეყანაში ჰყავთ ყველა ლიდერისთვის აგენტი, მიუჩენენ აგენტს, მაგალითად, ისევე როგორც ჯონ ნიქსონი იყო სადამ ჰუსეინის „ბიოგრაფერი“. ყველაფერს უყურებენ: რა ფსიქიკის ადამიანი ხარ, რა დონის განათლება გაქვს, რატომ იცვამ, დავუშვათ, წითელ ან მწვანე ფერის

წინდებს... ანუ, ბოლო დეტალამდე იციან, ვინ ხარ. შევარდნაძეზე დღემდე არსებობს მითი, რომ იყო ძალიან ჭკვიანი პოლიტიკოსი... რომ იყო მელა... ეს მითი ამ დოკუმენტებმა აბსოლუტურად დაამსხვრია. შევარდნაძე თავიდან ბოლომდე იყო დასავლეთის მარიონეტი. ბეიკერი იყო ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც ამ ურთიერთობებს ძალიან კარგად აკონტროლებდა. ერთი მხრივ, გორბაჩოვს ჰპირდებიან, რომ რუსეთი და ამერიკა მეგობრულად ერთად იქნებიან, როგორც ორი დიდი ფავორიტი სახელმწიფო მთელს მსოფლიოში. ამერიკა მიეხმარება რუსეთს, ფეხზე დადგეს, მეორე მხრივ, შევარდნაძეს უჩხკინებენ, რუსეთთან რატომ დგახარ... არ უნდა იდგე... შენ ხარ სრულიად სხვა ქვეყნის ლიდერი და შენ შეგიძლია, საქართველო ჩამოაყალიბო, როგორც სახელმწიფო... ერთ-ერთ ინტერვიუში შევარდნაძე ამბობს კიდეც, რომ მე ვიყავი ის ერთადერთი, რომელმაც საქართველო ჩამოაყალიბა სახელმწიფოდ და ამაში მას დაეხმარა ბეიკერი. მაგრამ იგივე სტილის ინტრევიუში სიკვდილის წინ ამბობს, რომ ბეიკერი რომ ურეკავდა, ყურმილს აღარ იღებდა. რა მოხდა მათ შორის? გორბაჩოვი გამოიყენეს. გორბაჩოვი მათ ამას სწრაფად მიუხვდა. ამიტომ, დაიჭირა ძალიან დიდი დისტანცია. გორბაჩოვმა მიიყვანა შევარდნაძე საგარეო საქმეთა მინისტრად რუსეთში, თუმცა გორბაჩოვსა და შევარდნაძეს ურთიერთობები ძალიან გაუფუჭდათ. რატომ? ამერიკამ გორბაჩოვი გვერდზე გასწია. ამ შემთხვევაში შევარდნაძე იყო უფრო მარტივი სამართავი და მიხვდნენ, რომ გორბაჩოვის ვალი მოხდილი იყო – შევარდნაძე აპოვნინა, სხვადასხვა ყოფილი ლიდერები... ეს სჭირდებოდათ მათ, როგორც შუამავალი პირი, რომელიც ყველაფერს დაალგებდა. მან გაუკაფა გზა შევარდნაძეს, მაგრამ ეს მოხდა არა გათვლილი გზებით, არამედ გორბაჩოვის შეცდომებით და ასე, წავიდა შევარდნაძეზე ძალიან დიდი აქცენტი. როდესაც გორბაჩოვი ამას მიხვდა, ჩამოშორდა არენას. სხვათა შორის, მარტო რუსეთი არ არის ერთადერთი დამნაშავე აფხაზეთის ომში. შევარდნაძე არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამნაშავე იმაში, რომ დავკარგეთ აფხაზეთი. ამას ვამბობ აბსოლუტური პასუხისმგებლობით. ეს ძალიან ჩახლართული თემაა და სხვა დროისთვის სალაპარაკო, მაგრამ. როდესაც ელცინს ეუბნებიან, რომ არ უნდა გაუშვას საქართველოსნაირი ქვეყნები და დესტაბილიზცია არ უნდა მოახდინოს, არ უნდა მიუშვას კავკასია. ამ დროს შევარდნაძეს ეუბნებიან, რომ რუსეთში არ უნდა დარჩეს. ანუ, ორ სხვადასხვა ნარატივს აძლევენ და შემდეგ ზეწოლას ახორციელებენ ორივეზე. ჰადამ ჰუსეინმა ეს ძალიან კარგად იცოდა, რადგან ბევრჯერ გაუკეთეს ასეთი რამ. თუ ასეთი სულელი ხარ, რომ ორჯერ და სამჯერ გატყუებენ, იქნებ იმსახურებ. მე არ ვამბობ, რომ მონსტრი არ არის ამერიკა, მონსტრია, მაგრამ შენ რომ სულელი ხარ მისი ბრალი არ არის. ასე გადაიბირეს შევარდნაძე. შევარდნაძეს ისეთი ილუზიები დაუხატეს, რომ საქართველო გამოეყოფოდა რუსეთს და იქნებოდა დამოუკიდებელი სახელმწიფო... მერე მიხვდა, რომ მაგრად მოატყუეს, როდესაც არენაზე სააკაშვილი გამოჩნდა. მას იმდენი გონება ჰქონდა, მიმხვდარიყო, რომ სააკაშვილი დასავლეთის კაცი იყო. წარმოიდგიენთ, თქვენ ხართ დასავლეთის ფიგურა და ბეიკერთან მიდიხართ „ფიშინგზე“. ახალი ჩასულია შევარდნაძე (ეს არის „სის-ის“ არქივებში და არა მარტო არქივებში, თვითონ შევარდნაძეც საუბრობს ამაზე) და მეორე დღეს ეუბნება, წამოდი, გადაგაფრინო და ჩემი ახალი ვილა გაჩვენოო. დამიჯერეთ. მე სულ ვამბობ, რომ უფრო მეტად ამერიკელი ვარ ვიდრე ქართველი, ვინაიდან იქ გავიზარდე და ის არის ჩემი სამშობლო. არცერთი ამერიკელი ვიღაც უცხო ლიდერს თავის საკუთარ ვილაში არ მიიყვანს ინტერესების გარეშე. ყველაფერი ეს ხდებოდა იმისთვის, რომ სჭირდებოდათ, შევარდნაძე წასულიყო რუსეთის წინააღმდეგ. ილუზიები, რომ შევარდანაძე იქნებოდა ის კაცი, ვინც საქართველოს ჩამოაყალიბებდა სახელმწიფოდ და ასე შემდეგ, ტყუილი იყო. შევარდანაძე მიხვდა, რომ ეს ილუზიები დაიმსხვრა მაშინ, როდესაც ახალგაზრდაზე გაცვალეს ანუ სააკაშვილზე. შევარდნაძეს კი უთხრეს: დროა, წახვიდეო. ამიტომ აღარ იღებდა ბეიკერის დარეკილზე ყურმილს. მას უნდოდა, თავისი გაკეთებულის რეალიზაცია დაენახა, ის, რასაც ჰპირდებოდნენ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

იმ ქართველებს, რომლებსაც სჯერათ, რომ ევროპა და ამერიკა შენთან დგას

ახლა ძალიან მარტივად აგიხსნით, თუ როგორ გატყუებენ და ვინ დგას რეალურად შენ გვერდით – ამასაც გეტყვით. ნავალნი იყო რუსეთში ის ფიგურა, რომელსაც ძალიან დიდი ფული დახარჯეს, რათა ის წარმოედგინათ ისეთად, როგორიც იგი წარსდგა საზოგადოების წინაშე – დემოკრატიულ ლიდერად, თუმცა, გავრცელდა „მაისიქსის“ აგენტებისა და მისი კაფეში შეხვედრის კადრები და ასე შემდეგ. ჩვენ, ვინც ამაში ცოტა გაწაფულები ვართ – ჟურნალისტი გამომძიებლები, ვიცოდით, რომ ნავალნი დაფინანსებული იყო ამერიკისგან. ამაში ორი აზრი არ არსებობდა. ეს იყო ზუსტად იგივე პროექტი, რაც ჩაუტარეს რუსებს 1991-ში, რათა რუსეთი დაეშალათ და ნავალნი იყო სწორედ ეს პროექტი. თუ საქართველოს ინტერესები აქვს ამერიკას გულში, ნავალნის ყველა განცხადებაში, სადაც საქართველო აქვს ნახსენები, რატომ ამბობს, რომ აფხაზეთი საქართველოსი არ არის და ის უნდა იყოს რუსეთის იმპერიაში? ანდა, ასე განვიხილოთ ეს საკითხი. თუ ნავალნი არის ამერიკის კაცი (და ეს დამტკიცებულია, ამას ამერიკაც აღიარებს, აჯილდოებენ, უხდიან გადასახადებს, სასწაულები ხდება), როგორ ფიქრობთ, ძალიან გაუჭირდებოდა ამერიკას, მითითება მიეცა – ჩვენი მეგობარი ქვეყანაა საქართველო და მოდი, ეს არ თქვა?! არავითარ შემთხვევაში, თუნდაც მეგობრულად. როგორც ვიცი, ნავალნის რაღაც მომენტში ვეზიზღებოდით. რა არის ამის ინდიკატორი? თვით აფხაზეთი. სინამდვილეში ამერიკას არ უნდა, რომ შენ აფხაზეთი გქონდეს. ამერიკას უნდა, რომ შენ რუსი ყოველთვის გეზიზღებოდეს, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის კონფლიქტში რუსის ძალიან პატარა როლია. ხომ ძალიან შოკ ამბავს ვამბობ თქვენთვის, მაგრამ ასეა. რუსის ერთადერთი დანაშაული აფხაზეთის ომში არის ის, რომ წამოეგნენ აბსოლუტურ პროპაგანდას. ამერიკამ ატრიალა ელცინის რუსეთი ისე, როგროც უნდოდა. ორივე ქვეყანა დაატაკა და იმიტომ, რომ მათ ერთმანეთი სძულებოდათ.

„ეკონომიკური მკვლელის აღსარება“

ჯონ პერკინსი არის ძალიან საინტერესო ფიგურა. ეს ერთი ვიცით, მაგრამ ჯონ პერკინსის მსგავსი პიროვნებები ძალიან ბევრია ამერიკაში. ჯონ პერკინსი არის „ჰიპმენი“ (ვინც ქვეყანას ეკონომიკურ დარტყმებს აყენებს). მისი მთავარი არეალი იყო ლათინური ამერიკა და მოდი, ახლა გავიგოთ, რას აკეთებს ის. მიდის ისეთი ქვეყნების ლიდერებთან, როგორიც ჩვენ ვართ და (ეგრეთ წოდებულ მესამე სამყაროს ქვეყნების ლიდერებთან) და უყენებს ულტიმატუმს. ჯერ, რა თქმა უნდა, როგორც ამერიკას სჩვევია, ყველაფერი კარგადაა, ბედნიერად, მეგობრულად მიდის „დალევა ფართი“, ანტურაჟი, იახტები, მთელი ამბები. მოკლედ, პერკინსი მიდის ამ ლიდერებთან და ეუბნება ძალიან მარტივ რაღაცას – ჩვენ გვინდა, თქვენ მოგეხმაროთ, როგორც გვეხმარებიან ჩვენ. ამისთვის მოგცემთ ძალიან დიდ ფულს, რათა ფეხზე დადგეთ. რა უნდა გააკეთოს ლიდერმა, რომ ეს ყველაფერი მიიღოს? ყველაფრის პრივატიზაცია უნდა მოხდეს. ბევრს არ ესმის, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, ანუ ის რესურსები, რაც დღეს საქართველოს აქვს, ბევრი არაფერი, მაგრამ რაც არის, ხომ არის. ეს რესურსები უნდა გადავიდეს ერთი ან რამდენიმე ადამიანის ხელში. წარმოიდგინეთ ახლა რა ხდება. ეს რესურსები რატომ უნდა ეკუთვნოდეს რომელიმე ერთ ადამიანს. ეს ხომ ჩვენი ქვეყნის, მოქალაქეების რესურსია, მაგრამ გარიგებაა ასეთი. ლიდერი, რომელსაც ჰყავს ოჯახი, მეგობრები და ადამიანები, ვის მიმართაც სიმპათიით არის განწყობილი, ამაზე ჯონი ეუბნება მას, რომ ყველა ეს ადამიანი იქნება მილიარდერი, ეუბნება, რომ არ არსებობს ადამიანი შენს წრეში, რომელიც დარჩება ამხელა ფულის გარეშე, ოღონდ უნდა მოხდეს ეს პრივატიზაცია. რა შუაშია ადამიანი, ხო?.. რა ინტერესები მაქვს მე, რომ პრივატიზაცია მოვახდინო. დამისახელეთ ვინმე ქართველი მილიონერი, რომლის საკუთრებაში გადავა საქართველოს რესურსები. ანუ ამ ფორმით შენ კონტროლს ამყარებ უცხო ქვეყანაზე, მისი ფული „ობშორებში“ გადავა, რომელსაც აკონტროლებ შენ და ასე აბსოლუტური კონტროლი გაქვს იმ ქვეყანაზე. აბსოლუტური კონტროლი გაქვს ოლიგარქების მეშვეობით, რომლებიც შენ დააყენე, რაც, ვიმეორებ, 1991-ში, სამწუხაროდ, რუსეთმა თვითონ ნახა და განიცადა. აი, ეს ყველაფერი მოდის აქედან. არიან ლიდერები, რომლებსაც მართლა უყვართ თავიანთი ქვეყანა და ამას არ იზამენ. გადახედავს თავის ეკონომიკურ გეგმებს და მიხვდება, რომ მას ვალი იმხელა აქვს, რომ ვერ გადაიხდის. ახლა ნახეთ, რა ხდება. იცით, ბანკი როგორც მუშაობს. თქვენ გინდათ სახლის ყიდვა და მიდიხართ ბანკში, რომ აიღოთ ვალი. ბანკი რომ შეამოწმებს თქვენს ქონებას, რა გაგაჩნიათ, ის გეტყვით, რომ თქვენ ამას ვერ გადაიხდით, არ ყოფნის. ამიტომ ბანკის ფულს ვერ მიიღებთ. ახლა ნახეთ, რას შვრება ამერიკა – გაძლევს ფულს, რომელსაც ბანკი არ მოგცემდა. ანუ გაძლევს დიდ ფულს, რომელსაც გადაიხდი დიდი პროცენტით, თან, იცის, რომ ამას ვერ გადაიხდი. მაშინ, რატომ გაძლევს? კიდევ გეუბნება ასეთ რაღაცას: თუ ვერ გადაიხდი, პრობლემა არ არის. მოვალთ და მილიტარული ბაზა დაგვადგმევინე შენს ქვეყანაში. არ არის პრობლემა, ვალს გაპატიებთ. ასეთი მოლაპარაკებები ჯონ პერკინსს ათასობით აქვს გაკეთებული და ამას შეეწირა ბევრი ლიდერი. ყველაზე მთავარი რა არის ამაში: უარი რომ თქვას, მერე რა ხდება?.. ჯონ პერკინსის სიტყვებს გაგიმეორებთ პირდაპირ: „ამ ხელში მიჭირავს მილიონები, აქეთ ხელში – იარაღი. არჩევანი შენია“. ჯონის ცხოვრება შეცვალა ჰოსე ვულდოსმა – ეს არის პანამას ლიდერი, იდეალური, ძალიან ჭკვიანი კაცი, რომელსაც კარგად ესმოდა ეკონომიკა, შეიძლება ითქვას, ერთი ერთში. პირადად აქვს ჩემთვის ჩემს გადაცემაში მოყოლილი, რომ ფართი იყო, იახტაზე ვიყავითო. ტარი ჰომასი თავიდანვე შეძლებული ადამიანი იყო, ამიტომ ფული არ სჭირდებოდა. ჯონს ეძახდა სახელით – ჰუანიტო და უთხრა ასეთი რაღაც: ჰუანიტო, ძალიან დიდი მადლობა შემოთავაზებისთვის, მაგრამ შენ, ფულით ვერ გამაკვირვებ. ყველაფერი მაქვს, ჩემს ირგვლივაც ყველას ყველაფერი აქვს. მე ახლა მინდა, რომ ჩემს ქვეყანას გავუკეთო რაღაც კარგი და შენ მოდიხარ და ასეთ რაღაცას მეუბნები, ეს ჩემი ქვეყნისთვის არის კატასტროფა. თვითინ ჯონ პერკინსს არ ესმოდა, არ ჰქონდა ბოლომდე გააზრებული, რა ბოროტებას ემსახურებოდა და ამიტომ, როცა მიხვდა, ეს კაცი არ არის მოსული როგორც მონსტრი, არამედ ეს კაცი არის მოსული ისე, რომ თავადვე არ ესმის რას სჩადის, დაისვა და აუხსნა აბსოლუტურად ყველაფერი ჯონს. ანუ, მან აუხსნა თუ რა მოუვა მის ქვეყანას: მე რომ ეს გავაკეთო, ჩემი ქვეყანა აღარ იქნება იმ ხალხის კუთვნილება... ვიქნებით ბოლომდე ამერიკის მონები და მერე ამას ოდესმე რევოლუციით თუ გავასწორებთ, ყველას დაგვხოცავენო... დაფიქრდა ჯონი. მან ეს პირდაპირ მითხრა ინტერვიუში – ამან მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალაო. აქედან წავიდა მისი წიგნის წერის იდეა – „ეკონომიკური მკვლელის აღსარება“, მას ომარ ტარიჰოსმაც უთხრა: რატომ უნდა იყო მონსტრი ადამიანი, წამო ჩემთან იმუშავე, მე მოგცემ ამ სამუშაოს, იმდენ ფულს ვერ გადაგიხდი, სამაგიეროდ, კარგი ადამიანი იქნებიო. ამით დაანება თავი ამ საქმიანობას ჯონმა, მაგრამ დაანება მაშინ, როცა ომარ ტაიჰოსი მოკლეს. ანუ ომარ ტაიჰოსი არ დათანხმდა მის წინადადებას, ამ მილიონებს, რომელიც სხვათა შორის, სააკაშვილმა აიღო...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა