საზოგადოება

როგორ დავიცვათ ორგანიზმი გაუწყლოებისგან

№11

ავტორი: სოფი ლორია 16:17 17.03, 2023 წელი

ჰიდრო ბალანსი
დაკოპირებულია

ადამიანის ორგანიზმს ცხოველქმედების პროცესების ნორმალური წარმართვისთვის ესაჭიროება წყლისა და მინერალების (ელექტროლიტების) ბალანსი. სწორედ ეს ბალანსი განაპირობებს ჩვენი ორგანიზმის ჰომეოსტაზის შენარჩუნებას. ადამიანის სხეულის 60% შედგება წყლისგან, ხოლო მინერალები, რომელთა წილიც 4%-ია, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვადასხვა ფიზიოლოგიურ პროცესში, როგორიცაა გულისა და კუნთის შეკუმშვა, ნერვული იმპულსების გადაცემა, უჯრედული სუნთქვა და ასე შემდეგ. როდესაც ადამიანის სხეული კარგავს იმაზე დიდი რაოდენობით სითხეს, ვიდრე იღებს, ვითარდება დეჰიდრატაცია, ანუ ორგანიზმის გაუწყლოება. დეჰიდრატაციის ხარისხი შესაძლოა, მერყეობდეს ზომიერიდან მძიმემდე. მძიმე დეჰიდრატაცია სიცოცხლისთვის საშიშია, საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას და მედიკამენტოზურ მკურნალობას, ხოლო საშუალო და მსუბუქი დეჰიდრატაცია, თუკი ადამიანს შეუძლია სითხის მიღება, მარტივად სამართავია სახლის პირობებშიც. დეჰიდრატაციის მიზეზი შეიძლება, იყოს სხვადასხვა, ესენია, მაგალითად:

ნაკლები წყლის მოხმარება – როდესაც ადამიანი არ იღებს საკმარისი რაოდენობით წყალს ან სხვა სითხეებს, ორგანიზმში ირღვევა წყლის ბალანსი და ვითარდება დეჰიდრატაცია.

ჭარბი ოფლიანობა – ფიზიკური დატვირთვის, ვარჯიშის, ცეკვის, სპორტული აქტივობების, მძიმე ფიზიკური შრომის დროს გამოხატულია ჭარბი ოფლიანობა, რა დროსაც ადამიანის სხეული კარგავს დიდი რაოდენობით სითხეს და მასთან ერთად, მინერალებსაც.

დიარეა (ფაღარათი) – სხვადასხვა ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციებისა და კვებითი ინტოქსიკაციების (მოწამვლა) დროს შესაძლოა, განვითარდეს დიარეა – ნაწლავთა გახშირებული მოქმედება სითხის შემცველი განავლოვანი მასებით – რა დროსაც ადამიანის სხეული კარგავს წყლისა და ელექტროლიტების მნიშვნელოვან რაოდენობას.

ღებინება – დეჰიდრატაციის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზია ღებინება, რომლის დროსაც სითხისა და მინერალების დიდი რაოდენობა იკარგება.

ხშირი შარდვა – ზოგიერთი დაავადება, როგორიცაა შაქრიანი თუ უშაქრო დიაბეტი, შარდსასქესო ინფექციები, თირკმელების დაავადება, თირკმელზედა ჯირკვლის დარღვევები და სხვა, იწვევს გახშირებულ შარდვას, რა დროსაც იზრდება სითხისა და ელექტროლიტების დანაკარგი. გახშირებული შარდვა შესაძლოა, დაკავშირებული იყოს, ასევე, კოფეინის შემცველი სასმლის (ყავა, ჩაი) მოხმარებასთან.

ნაბახუსევი – ალკოჰოლს აქვს შარდმდენი მოქმედება, რაც ნაბახუსევზე ადამიანის ორგანიზმის დეჰიდრატაციას იწვევს, ეს კი გამოიხატება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა: თავის ტკივილი, წყურვილის გაძლიერებული შეგრძნება, პირის სიმშრალე და ასე შემდეგ.

მზის დარტყმა ან სითბური დარტყმა – გარემოს მაღალი ტემპერატურა და მზის პირდაპირი სხივების ხანგრძლივი ზემოქმედება, ასევე, შესაძლოა, გახდეს ადამიანის ორგანიზმის გაუწყლოების მიზეზი.

დეჰიდრატაცია მარტივად შეგვიძლია, ამოვიცნოთ ისეთი ნიშნებით, როგორიცაა: პირისა და კანის სიმშრალე, თავბრუ, თავის ტკივილი, უმიზეზო დაღლილობა, წყურვილის გაძლიერებული შეგრძნება.

დეჰიდრატაციის თავიდან ასარიდებლად მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, მიირთვით ისეთი პროდუქტები, რომლებიც უხვად შეიცავენ წყალს, მაგალითად: ხილი, ბოსტნეული, წვნიანები და ბულიონები. თავი შეიკავეთ ცხელ ამინდში ფეხით გადაადგილებისა და ფიზიკური დატვირთვისგან. მოერიდეთ ალკოჰოლისა და კოფეინის მიღებას. გაითვალისწინეთ – სასმელი წყლის მიღება მნიშვნელოვანია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია მინერალების დანაკლისის შევსებაც, რისთვისაც გამოიყენება სარეჰიდრატაციო ელექტროლიტების ხსნარები, რომლებიც დაგვეხმარება, ორგანიზმი წყლით, მინერალებითა და ვიტამინებით გავამდიდროთ.

სწორედ ამიტომ, გთავაზობთ უახლეს გერმანულ პრეპარატს – ჰიდრო-ბალანსს.

ჰიდრო-ბალანსი წარმოადგენს ელექტროლიტების, C ვიტამინისა და დექსტროზის უნიკალურ კომბინაციას, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია. ის სწრაფად აღადგენს სითხისა და მინერალების ბალანსს ჩვენს ორგანიზმში. ჰიდრო-ბალანსში შემავალი ელექტროლიტები (კალიუმი და ნატრიუმი) უზრუნველყოფენ ნერვული სისტემის, კუნთების, გულის, თირკმელებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. C ვიტამინს, გარდა იმუნომოდულაციური ფუნქციისა, ასევე, აქვს ანტიოქსიდაციური მოქმედება, ხოლო დექსტროზა ენერგიის წყაროა და ასევე, ხელს უწყობს ნაწლავებიდან სითხისა და მინერალების სწრაფად შეწოვას.

ჰიდრო-ბალანსი ის პრეპარატია, რომლის მიღების დროსაც სითხე სასარგებლოსთან ერთად სასიამოვნოც ხდება. ჰიდრო-ბალანსის შუშხუნა ტაბლეტი, იხსნება 1 ჭიქა (200 მილილიტრი) გრილ წყალში და აქვს ფორთოხლის სასიამოვნო გემო. მიღებული ხსნარი უნდა მივიღოთ მომზადებისთანავე.

ჰიდრო-ბალანსის შუშხუნა ტაბლეტი მიიღება მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზემოთ. მაქსიმალური დღიური დოზაა 3 ტაბლეტი.

ჰიდრო-ბალანსი – მეტი, ვიდრე ელექტროლიტების ხსნარი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი