საზოგადოება

რატომ იწვევდა ნიკოლა ტესლას ყველა გამოგონება სკანდალს

№24

ავტორი: ეკატერინე პატარაია 15:30 20.06

ტესლა
დაკოპირებულია

ტესლას სიცოცხლის ბოლო წლებიც საიდუმლოებით არის მოცული. ცნობილია, რომ ის ამერიკულ სამხედრო კორპორაცია RCA-ში კვლევებით იყო დაკავებული. რა ტიპის კვლევა იყო ეს, დანამდვილებით არ არის ცნობილი. დიდი მეცნიერი გარდაიცვალა 1943 წელს. მას თითქმის არ დაუტოვებია ჩანაწერები, დღიურები ან კვლევის შედეგები. რაც შეეხება ტესლას სამეცნიერო მემკვიდრეობას, არც აქ არის ყველაფერი ნათელი. ზოგიერთი მისი მეგობარი და ბიოგრაფი ამტკიცებდა, რომ ტესლამ მისი ჩანაწერების უმეტესი ნაწილი მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში გაანადგურა, რადგან გააცნობიერა, რომ კაცობრიობა არ იყო მზად მისი აღმოჩენების გამოსაყენებლად და რომ, როგორც მძლავრ იარაღს, მათ უფრო მეტ ზიანს მოუტანდა, ვიდრე სიკეთეს. ტესლას ზოგიერთი თანამედროვე, რომლებიც მასთან მისი სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდნენ, ამტკიცებენ, რომ ფიზიკოსის არქივი სადაზვერვო სამსახურებმა მისი გარდაცვალებისთანავე წაიღეს. როგორც არ უნდა იყოს, ფაქტი ფაქტად რჩება: ტესლას ფანტასტიკური კვლევის შედეგები გაქრა. მათ ტყუილად არ უწოდებენ ფანტასტიკურს. გავიხსენოთ ფილადელფიის ექსპერიმენტი, რომელიც Rainbow Project-ის ფარგლებში ჩატარდა. ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების გამანადგურებელი მოწყობილობა Eldridge აღჭურვილი იყო დამცავი ველის შესაქმნელად, რათა გემი რადარისთვის უხილავი ყოფილიყო, მაგრამ მოხდა რაღაც გაუგებრობა: გემი უხილავი გახდა არა მხოლოდ რადარისთვის, არამედ ადამიანის თვალისთვისაც. არსებობს თვითმხილველთა ცნობები, რომ „ელდრიჯი“ მყისიერად გადავიდა კოსმოსში ამერიკის ერთი სანაპიროდან მეორეზე. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეკიპაჟის ნაწილი გარდაიცვალა, ზოგი უკვალოდ გაუჩინარდა, გადარჩენილებმა კი, მთელი ცხოვრება ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გაატარეს. ექსპერიმენტის შედეგები საიდუმლოდ ინახებოდა. არავინ იცის, რა მოხდა იქ სინამდვილეში. ფანტასმაგორიის ავტორი, რომელსაც შეეძლო მომხდარის ახსნა, ცოცხალი აღარ იყო. როგორც ამბობენ, ამ პროექტში მონაწილეობა მიიღო ალბერტ აინშტაინმაც. რამდენად შედგა Tesla-ს განვითარება უსადენო ენერგიის გადაცემის სფეროში, ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ გამოვიცნოთ, მაგრამ წარმოიდგინეთ, როგორი მიმზიდველი იყო მისი იდეა და როგორ შეიცვლებოდა სამყარო, თუ ის განხორციელდებოდა! ადამიანებისთვის მხოლოდ იმის შესაძლებლობა რად ღირს, რომ უარი თქვან მანქანებში შიდაწვის ძრავების გამოყენებაზე. ეს მოაგვარებს თანამედროვე ქალაქებში გარემოს დაცვის პრობლემების უმეტესობას. მეცნიერმა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა რენტგენის სხივები. შემთხვევით გადაიღო თავის მეგობარი მარკ ტვენი ფლუორესცენტური მილის ადრეული ვერსიით, სახელწოდებით – Geissler. მაშინ ტესლა ამას არ ანიჭებდა მნიშვნელობას და გადაწყვიტა, რომ გამოსხივება საზიანო იყო ადამიანისთვის და უნდა შეისწავლოს ყურადღებით, თუმცა ეს აღმოჩენა პირველად გერმანელმა ფიზიკოსმა ვილჰელმ რენტგენმა დააპატენტა. მანვე მალევე გამოიგონა რენტგენის აპარატი. შემდეგ იყო რობოტები. მეცნიერმა მოიფიქრა ხელოვნური ინტელექტის კონცეფცია, რაზეც ის ამბობდა, რომ ყველა ცოცხალი არსება მოქმედებს გარე იმპულსების გავლენით. ტესლას ყველაზე დამღუპველი ნაშრომი მაინც „უკაბელო კომუნიკაციები და უსაზღვრო თავისუფალი ენერგია“ იყო. მას ძალიან უნდოდა ენერგეტიკული ინფორმაციის უწყვეტი წყაროს შექმნა, რაღაც დღევანდელი ინტერნეტისა და ტელევიზიის ანალოგი. აღნიშნულ პროექტზე 1,5 მილიონი დოლარი დაიხარჯა, მაგრამ შედეგად ცნობილი უორდენკლიფის კოშკის მშენებლობა შეჩერდა. აგრეთვე სურდა შეექმნა ფოტოკამერა ტესლას აზრებისთვის. ეს გახლდათ მეცნიერის ყველაზე უცნაური იდეა, რომლის რეალობაში მოყვანა ვერასოდეს შეძლო. ტესლა დარწმუნებული იყო, რომ ფოტოაპარატით შესაძლებელი იქნებოდა აზრების გადაღება და დამუშავება, რაც საშუალებას მისცემდა ადამიანის შინაგანი სამყაროს ვიზუალიზაციას, მისი საიდუმლოებისა და სურვილებისთვის ფარდის ახდას. აი, „ვერტიკალური თვითმფრინავი“ კი, ეს არის ტესლას ბოლო დაპატენტებული გამოგონება, რომელიც 1928 წლით თარიღდება.

მკვლევარი ალექსეი კომოგორცევი: „არის სხვადასხვა ვერსია, რომლის მიხედვითაც ის იყო უდიდესი ფიზიკოსი, დიდი სწავლული, წინასწარმეტველი, დიდი ავანტიურისტი, თუმცა მე მიმაჩნია, რომ ის იყო პირველი აღმომჩენი, რომელსაც ახასიათებდა არაორდინარული, ერთგვარი ექსტრავაგანტური ქცევები. ეს იყო ის ადამიანი, რომელიც შეიჭრა მაღალი ენერგიების სფეროში“.

მკვლევარი, პუბლიცისტი ვადიმ ბურლაკი: „ეს იყო ვინმე ძალზე უცნაური, მაგრამ ნამდვილი მეცნიერი, აღმომჩენი, რომელიც თავისი იდეის გამო ყველაფერზე წავიდოდა, ოღონდაც კი ეს იდეა განეხორციელებინა, ანდა შეიძლება, ის წასულიყო იმგვარ რისკზე, რომ ერთგვარი დანაშაულიც კი ჩაედინა. იყო ადამიანი, რომელიც თავისი მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე დაიხევდა. მიზანი კი იყო სამეცნიერო კვლევები. შიმშილობაც გადაიტანა. მუშაობის პროცესში წელიწადზე მეტხანს იშიმშილა. თავს აკლავდა სამუშაოს, მაგრამ, როდეაც ის საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა, იქ ტესლა მიიღეს, როგორც სერიოზული მეცნიერ მუშაკი, იქ აღიარეს...

* * *

ტესლა მიიჩნევდა, რომ სამყარო შედგება ტალღებისგან და ყველაზე მთავარი არის რეზონანსული ვიბრაცია, რაც მოგვაგონებს საქანელების ქანაობას. მისი აზრით, ყველაფერ არარსებულში მცირეოდენი ძალისხმევის შედეგად შეიძლება ეფექტის მიღწევა. ერთხელ, ტესლამ, უნებლიეთ, თვითონაც რომ არ მოელოდა, მოახდინა რეზონანსული საშინელი ძალის დემონსტრირება. ეს მოხდა 1896 წელს ნიუ-იორკში. ტესლას ჰქონდა მოწყობილი ლაბორატორია, სახელწოდებით – „სასტუმრო ვილდი ასტორია“. გადაწყვიტა, იქ ჩაეტარებინა ექსპერიმენტი და ეს ექსპერიმენტი უნდა ჩაეტარებინა რეზონანსული გამაძლიერებლებით. როდესაც ტესლამ ხელსაწყო ასამოქმედებლად დენის წყაროს მიაერთა, უცებ მიწა დაიძრა და მთელმა ლაბორატორიამ აქეთ-იქით დაიწყო სიარული, ჭერიდან ცვიოდა ბათქაში. ამ დროს ტესლამ არ იცოდა, რა ხდებოდა ამ ლაბორატორიის მიღმა. მერე გაირკვა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ათობით სახლი იდგა, იგივე ხდებოდა. ჩაიმსხვრა ფანჯრების მინები და წყლის გაყვანილობის მილები. ტესლას, ალბათ, შეეშინდა კიდეც, რომ ეს ლაბორატორია არ დანგრეულიყო და განადგურებულიყო და იმისთვის, რომ ეს პროცესი შეჩრებულიყო, ეს ხელსაწყო ჩაქუჩით დაამტვრია. ამ მომენტში მასთან შეიჭრა პოლიციელი. მისი ქმედებები დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა და ამიტომ, შემდეგ, დაკითხვაზე გამომძიბელმა უთხრა, რომ მისმა ამ ექსპერიმენტმა მთელს ქალაქში სამბალიანი მიწისძვრა გამოიწვია... ამ ექსპერიმენტის ჩატარებამდე ტელსამ ჟურნალისტებს განუცხადა: თუ გამოვიყენებ რეზონანსის პრინციპს, რამდენიმე კვირაში შემიძლია, გამოვიწვიო დედამიწის შრეებში, ქანებში რყევები, რაც გამოიწვევს მიწისძვრას და შეიძლება, მდინარემ კალაპოტიც კი შეიცვალოსო.

ალექსანდრე კომოგორცევი: „ცნობილია ის ფაქტი, რომ ტესლას ერთმა ექსპერიმენტმა ქალაქში მიწისძვრა გამოიწვია. ამას გარდა იყო კიდევ სხვა მოვლენები, რომელიც ცნობილ კოშკს – „ვორდ ვანკლერს“ უკავშირდება. ეს იყო სკანდალური ექსპერიმენტები, როდესაც ელექტროენერგია ერთნაირად ირთვებოდა ყველგან. როგორც აღვნიშნე, ტესლას მეცნიერულ კვლევებს წინ უძღოდა სკანდალი და იგი ამით იპყრობდა ყურადღებას. არავინ იყო იმით დაზღვეული, რომ მის ექსპერიმენტებს თავისებური უკუჩვენება არ ექნებოდა. ტესლა ხვდებოდა, რომ შესაძლოა, მის ცდებს რაიონში კატაკლიზმები გამოეწვია, იმავდროულად ის მიიჩნევდა, რომ მისი ექსპერიმენტები აბსოლუტურად უსაფრთხო იყო იმ რაიონისთვის, რადგან ხალხს არაფერი შეეხებოდა და მან დაიწყო აპარატურის სრულად გამართვა ამ ადგილას. ღამე ისე იყო განათებული, როგორც პოლარული დღეების დროს იცის. რა იყოს ეს? - ამაზე პასუხი დღემდე არ არის. 1917 წელს კოშკურა „ვორდენ ვანკლერი“ განადგურდა. თვითონ ტესლა კი ამერიკული სპეცსმასახურების მუდმივი თვალთვალის ქვეშ მოექცა. დიდ გამომგონებელზე დაიწყეს ნადირობა უცხოელმა შპიონებმაც...“

ვადიმ ბურლიკი: „ამერიკული დაზვერვა და კონტრდაზვერვა მფარველობდა ტესლას. აქ უკვე მას აღარ აძლევდნენ რაიმე ტიპის დავალებას, არამედ უფრთხილდებოდნენ. ის კარგად იყო დაცული, არავის აძლევდნენ მასთან შეხვედრის საშუალებას, თუმცა ასეთი მცდელობები, მგონი, მხოლოდ 1941 წლამდე იყო. დაზვერვა მაინც ცდილობდა, ხელში ჩაეგდო მისი პროექტები და ამისათვის ყველაფერზე მიდიოდნენ“.

* * *

ტესლას მიმართ სპეცსამსახურების ინტერესი სრულიად გასაგები იყო. გამომგონებელი ფლობდა ისეთ საიდუმლოს, რომელზეც მეომრები იყვნენ დამოკიდებულნი. ცნობილია, რომ მეოცე საუკუნის 30-იან წლებში ტესლა მუშაობდა მიზნობრივი სადგურების პროექტზე, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა ნებისმიერი სახელმწიფოს საზღვრების დაცვა. ტესლა ამბობდა, რომ ელექტრონული ფარი იმოქმედებს სრულიად ახალ პრინციპით და ენერგიის ახალი ტიპით. კიდევ – მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ გაჟონა ინფორმაციამ, რომ მეცნიერმა გამოიგონა ერთგვარი მომაკვდინებელი სხივი, რაღაც საიდუმლო მძლავრი იარაღი, რომელსაც შეეძლო, გაერღვია ჯავშანი დიდ მანძილზე, პირდაპირ ისე, როგორც ტოლსტოის ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებშია – „ინჟინერ გარინის ჰიპერბოლოიდი“, თუმცა უფრო მეტ საიდუმლოს ინახავს, როგორც მოიხსენიებენ, ფილადელფიური ექსპერიმენტები. ეს მოხდა 1943 წლის 28 ოქტომბერს. ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ბაზაზე, ფილადელფიაში. ამერიკელმა მეზღვაურებმა გადაწყვიტეს, ჩაეტარებინათ რადარებიდან გემების გაქრობის ექსპერიმენტი. გემები არა მხოლოდ რადარებიდან გაქრა, ადამიანის თვალისთვისაც შეუმჩნეველი გახდა. თვითმხილველები ამტკიცებდნენ, რომ ისინი დაინახეს ნორფოლკის კუნძულზე. ეს ექსპერიმენტი ნიკოლა ტესლას ეკუთვნის, მაგრამ ცდები მის გარეშე მიმდინარეობდა, ვინაიდან ინჟინერ-გამომგონებელი იმ დროისთვის უკვე ცოცხალი აღარ იყო. მასთან ერთად საფლავში წავიდა თითქმის ყველა გამოგონების საიდუმლო.

* * *

ტესლას სხვა რაღაცებიც აინტერესებდა, არ იღლებოდა და სულ ამბობდა, ჩვენი სამყარო ენერგიის უზარმაზარ ოკეანეში იმყოფება. ამ ოკეანეში ყველაფერი ტრიალებს, მოძრაობს ვინაიდან ეს არის ელექტროენერგიაო. მთავარი ამოცანა, რომელიც ტესლამ თავისთვის დაისახა – ელექტროენერგიის ბუნებირვად გამომუშავება, მისი გარდაქმნა და მიწოდება სადენების გარეშე დედამიწის ნებისმიერ წერტილში – იმ პერიოდის თაობისთვის გაუგებარი იყო. ტესლამ დაიწყო ამ იდეის შემოწმება. 1899 წელს კოლორადოს შტატის მთიან რაიონში დაიწყო ამ ექსპერიმენტის ჩატარება. ეს რეგიონი განთქმულია იმით, რომ აქ ხშირად არის ჭექა-ქუხილი. იქ ყოფნისას ტესლამ კარგად შეისწავლა ჭექა-ქუხილის გამომწვევი მიზეზი ... ყოველთვის აკვირდებოდა ელვას, სწავლობდა და უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდა, ვიდრე სხვას, მაგრამ მისთვის მთავარი მაინც ელექტროენერგიის უსადენოდ გადაცემა იყო. ამ მიზნით იყო სპეციალურად ოცსართულიანი სახლის სიმაღლის დანადგარი, როგორც ანძა. ტესლა დარწმუნებული იყო, რომ ელექტროენერგიის მიწოდება შეიძლება ნიადაგის მეშვეობითაც და აქაც სადენებისა და რადიოტალღების გარეშე. ტესლას ექსპერიმენტები იყო გრანდიოზული, ამასთანავე საშიში. ეს იყო ნამდვილი ელექტრონული ფანტასმაგორია. მალე ელექტროსადგურების გენერატორები მწყობრიდან გამოვიდა და მათი დამცავი იზოლაციაც გაარღვია. ლაბორატორიიდან ათი კილომეტრის დაშორებით ყველაფერი იწვოდა, იმდენად, რომ ცხენების თავლის გარშემო დიდი სინათლის ბურთი გაჩნდა. ხალხი უყურებდა ამ ყველაფერს და თან, გრძნობდა, როგორ გადიოდა მათ ფეხქვეშ, მიწაში ელექტროდენი, ცხენები ნალებზე იღებდნენ ელექტრობას – მათ მეტალის ფეხებზე, ნალებზე ლურჯი სხივები გადიოდა.

მწერალი, მოგზაური ნიკოლაი ნეპომნიაში:

„სინამდვილეში ეს იყო რაღაც ელექტროტექნიკური პარამოვლენები, რომლებიც ხდებოდა ატმოსფეროში და რა თქმა უნდა, მომავალშიც მოხდება. ჯერ ერთი, იმ ადგილას, სადაც ის ექსპერიმენტებს ატარებდა, ტესლამდე და ტესლას შემდეგაც იწარმოებოდა სხვადასხვა სახის საიდუმლო მცდელობები რომელიღაც ორგანიზაციების მიერ (ეს ცალკე სასაუბრო თემაა), რომლებიც დაკავშირებული იყო მსხვილი ბანკების კორპორაციულ საიდუმლოებასთან, ისინი ამ დროს თავიანთ პოლიტიკას ატარებდნენ. შემთხვევითი არ იყო, რომ ტესლამ სწორედ იმ ადგილას ააშენა თავისი რეზიდენცია.“

* * *

მიუხედავად ყველა ცუდად დამთავრებული ექსპერიმენტისა, ტესლა ბედნიერი იყო. მეცნიერები გეგმავენ, თავიანთი იდეები გლობალურ მასშტაბებში განახორციელონ. ის დარწმუნებული იყო, რომ სინათლის მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მისაღებად, საკმარისი იქნებოდა მიწაში მოეთავსებინა რაიმე ჩხირი და მან ჩართო არც ისე დიდი კონვენტორი. ეს იყო ელექტროენერგიის მიწიდან გადაცემის ერთ-ერთი მეთოდი.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

16-22 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა