საზოგადოება

რატომ იქნება ივნისი რთული და ქარიშხლიანი და რა გავლენას მოახდენს ის სტრატეგიულ გეგმებზე

№22

ავტორი: ნონა დათეშიძე 14:00 10.06

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

გაზაფხული მიიწურა და ზაფხული დადგა. როგორც ასტროლოგი, ბატონი მიშა ცაგარელი ამბობს, წლის პირველი ნახევრის ბოლო და ზაფხულის პირველი თვე არ იქნება მშვიდი და სტაბილური. ეს ერთ-ერთი რთული და ქარიშხლიანი მოვლენებით დატვირთული პერიოდია, ამასთან ეკოლოგიურ პრობლემებსაც უნდა ველოდოთ. ხოლო, თუ როგორი იქნება მთლიანობაში და კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ბატონო მიხეილ, გაზაფხული მიილია და დადგა ზაფხული. როგორი იქნება ამ სეზონის პირველი თვე და რა მოვლენებს და ცვლილებებს გვპირდება ის?

– ივნისი ერთ-ერთი ყველაზე რთული და ქარიშხლიანი პერიოდია. ამ დროს ბევრი ცვლილება და ტრანსფორმაცია გამოწვეული იქნება ენერგიების განახლებით პლანეტა ვენერას ტრანზიტის გამო (პლანეტები, რომლებიც დაკავშირებულია გრძნობებისა და ემოციების სფეროსთან) კუროს ნიშანში (6 ივნისს, 08:44 წუთზე). პლანეტა მერკური (კომუნიკაციის სფერო) და მისი შესვლა კირჩხიბის ზოდიაქოში 9 ივნისს, 02:59 საათზე, პლანეტა იუპიტერი (ბიზნესი და ფინანსური სტრუქტურები) და მისი ტრანზიტი კირჩხიბის ნიშანში 10 ივნისს 01:03 საათიდან და პლანეტა მარსი (თვითგამოხატვისა და აქტივობის პრინციპი) და მისი შესვლა ქალწულის ზოდიაქოში 17 ივნისს 12:37 საათზე. ამ ასპექტების ყველაზე ძლიერ ზემოქმედებას იგრძნობენ ადამიანები 6 ივნისიდან 17 ივნისამდე – ეს არის პიკი დედამიწის ბიოსფეროს ნეგატიური მდგომარეობისა.

– კონკრეტულად, რას უნდა ველოდოთ ამ პიკის დროს და ხომ არ არის მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფები და პოლიტიკურად დაძაბული მოვლენები ბიოსფეროს ასეთი მდგომარეობის გამო?

– ეს პიკი ბევრ ადამიანს დაამახსოვრდება, როგორც კოსმიური ქარიშხლის პერიოდი, რომელმაც გავლენა მოახდინა მათ კარიერაზე, წარმატებასა და ცხოვრებაში სტრატეგიულ გეგმებზე. პლანეტა სატურნის გავლენა, პლანეტა ნეპტუნთან ერთად, ვერძის ზოდიაქოში, გამოიწვევს ეთნიკური განახლების 36-წლიან ციკლს. არსებობს ანალოგია 1989 წელთან კოსმიურ ქარიშხალზე, რომლის პიკიც 5 ივნისიდან 26 ივნისამდე იქნება. ბიოსფეროს მდგომარეობის ასეთი მკვეთრი ვარდნა, 9 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით, 30 ქულაზე ქვემოთ, შექმნის დაძაბულობას დედამიწის ქერქში. შედეგად კი, დიდი მიწისძვრებია მოსალოდნელი ახლო აღმოსავლეთში (თურქეთი, ავღანეთი), სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და კამჩატკაზე. მოხდება ვულკანთა ამოფრქვევა, რის გამოც კლიმატი უფრო ცივი გახდება, რაც შეამცირებს მოსავლიანობას. გაძლიერდება აგრესია ქვეყნებსა და ეთნიკურ ჯგუფებს შორის.

– რომელი პერიოდიდანაა სავარაუდო სიტუაციის დასტაბილურება?

– ვითარება 28 ივნისიდან გაუმჯობესდება, 25 ივნისს ახალი მთვარისა და 26 ივნისს, 23:10 საათზე, პლანეტა მერკურის ლომის ზოდიაქოში შესვლის შემდეგ. ახალი მთვარის ციკლის დაწყებიდან 2025 წლის პირველ და მეორე ნახევრებს შორის გამყოფი საზღვარი დაიხაზება. ამიტომ, 10 ივნისის სავსემთვარეობიდან 25 ივნისის ახალ მთვარემდე პერიოდში, დიდი სიფრთხილეა საჭირო სარისკო გადაწყვეტილებებში. უნდა დაიოკოთ ემოციები და სურვილები.

– როგორი გასავლელი იქნება ეს არცთუ ისე მშვიდი და ცვლილებებით სავსე ივნისის თვის პერიოდი კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის?

– ივნისის თვე ვერძისთვის აქტიურია, მაგრამ რთული, განსაკუთრებით გარე სამყაროსთან კომუნიკაციის, გადაწყვეტილებებში თანმიმდევრულობისა და სხვა ადამიანების მოსაზრებების მოსმენის კუთხით. თვის დასწყისი კარგია მოლაპარაკებებისთვის. ივნისი კუროსთვის ოჯახური კავშირების განმტკიცების, პირადი სურვილების გამძაფრების პერიოდია. თუმცა, ეს თვე ძალიან დატვირთულია და ამიტომ, ბევრმა კურომ შესაძლოა, განიცადოს აღმასვლაც და დაღმასვლაც, როგორც ემოციურად, ისე ფიზიკურად. ივნისში ტყუპები იგრძნობენ ენერგიის მატებას, კომუნიკაციის, ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილს. თვის დასაწყისში კარგია მოლაპარაკებები. თვის ბოლოს კი თავს თავისუფლად, თავდაჯერებულად და დაცულად იგრძნობენ. კირჩხიბებისთვის ივნისი ყველაზე დისჰარმონიული თვეა ამ წელში. ენერგიების არასტაბილურობა და არახელსაყრელი კოსმობიოლოგიური მდგომარეობა, გამოიწვევს ფსიქო-ემოციურ აშლილობას. მთავარია, არ აჰყვნენ პროვოკაციებს. თვის ბოლოს კი ენერგიების განახლებას იგრძნობენ. ლომისთვის ივნისი აქტიური პერიოდია.

მთავარია, მოერიდონ უცნობებთან კონფლიქტს. თუ შეინარჩუნებენ პტიმიზმს, საქმეში სასურველ შედეგს მიაღწევენ. პირად ცხოვრებაში წარმატება ელით. ქალწული 5-დან 23 ივნისამდე პერიოდში დაძაბულ და კონფლიქტურ ურთიერთობებში შევა, რაც გავლენას მოახდენს სამუშაო პროცესზე. თვის ბოლოს კი თავს მშვიდად იგრძნობს და თანამშრომლობა დადებით შედეგს გამოიღებს. ივნისი სასწორებისთვის აქტიური პერიოდია. მეტად იქნებიან დამოკიდებული პარტნიორებზე. არ ვურჩევ უცხოეთში მოგზაურობას. თვის ბოლოს კი მეტი პოზიტიური შესაძლებლობები მიეცემათ. მორიელებისთვის ივნისი რთული პერიოდია, რადგან მოსალოდნელია ცვლილებები, გაჩნდება ახალი პასუხისმგებლობები, სამუშაო, რომელიც მოითხოვს დამატებით ცოდნას. არასასურველია სარისკო პროექტებში ჩართვა. თვის ბოლოს კი განწყობა უფრო ოპტიმისტური გახდება. მშვილდოსნებისთვის ივნისი ახალი პროექტების დაწყებისა და აქტიურობის პერიოდია. შესაძლოა, გამოჩნდნენ ახალი პარტნიორები საინტერესო იდეებით, რომლებიც შეძლებენ პოზიტიური ცვლილებები შეიტანონ მათ ცხოვრებაში. ივნისში თხის რქა თავს არაკომფოტულად იგრძნობს. მოსალოდნელია ქაოსი, გაუგებრობები, არასტაბილურობა თვის შუა პერიოდში. თვის ბოლოს კი შეძლებენ აღიდგინონ წესრიგი საქმეებსა და ურთიერთობებში. მერწყულისთვის ივნისი შინაგანი პოტენციალის გამოვლენის, ნიჭის რეალიზების, პოზიციების გამყარებისა და ადამიანებში გავლენის მოხდენის პერიოდია. შეძლებენ დატკბნენ თავიანთი წარმატებით. თუმცა, სიფთხილეა საჭირო ფინანსურ ტრანზაქციებში. თევზებისთვის კი 5-დან 23 ივნისამდე პერიოდში გაძნელდება პარტნიორებთან ურთიერთგაგება, მოსალოდნელია იმედგაცრუება, განშორება. თუმცა, რთულ სიტუაციებში სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ და საქმიან კავშირებსაც წარმატებით გამოიყენებენ და თვის ბოლოს კი თავს კომფორტულად იგრძნობენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა