რატომ გვიჭირს ინგლისურად საუბარი?
ავტორი: ეკო ტატულაშვილი 15:20 18.08, 2023 წელი

ყველას კარგად მოგვეხსენება ინგლისური ენის სტატუსის შესახებ - ეს არის ყველაზე ფართოდ სალაპარაკო ენა და არ აქვს მნიშვნელობა მსოფლიოს რომელ ნაწილში ცხოვრობთ, ინგლისურის სწავლა ნებისმიერი ადამიანისთვის ერთ-ერთი მთავარი პერსპექტივა და ნათელი მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯია. ინგლისური ენა უამრავ შესაძლებლობებს გვთავაზობს, თუმცა, ბევრი მოსწავლისთვის სალაპარაკო ინგლისურის დაუფლება ლაბირინთში სიარულს ჰგავს.
ბლოგში ჩვენ განვიხილავთ იმ მიზეზებს, თუ რატომ გვიჭირს ინგლისურად საუბარი და გაგიზიარებთ ეფექტურ სტრატეგიებს ამ დაბრკოლებების დასაძლევად.
რატომ გვიჭირს ინგლისურად საუბარი
ინგლისური ენა ფონოლოგიურად საკმაოდ მდიდარია და შედგება უამრავი ხმოვანი და თანხმოვანი ბგერით. უცხო ენაზე მოსაუბრე ადამიანისთვის, ხშირად რთულია ამ ბგერების სწორად წარმოთქმა. გამოსავალი ფოკუსირებულ ფონეტიკურ პრაქტიკაში მდგომარეობს. მშობლიურ ენაზე მოსაუბრეების მოსმენა და მათთან ინტერაქცია ამ პრობლემის საუკეთესო გადაწყვეტაა.
გრამატიკული განსხვავება და სინტაქსის სიურპრიზები
ინგლისური გრამატიკა, თავისი რთული დროებით, არარეგულარული ზმნებითა და წინადადებების მრავალფეროვანი სტრუქტურებით, ხშირად აკვირვებს მოსწავლეს. გრამატიკის წესების უკეთ გაცნობა, ენის სპეციალისტებთან კომუნიკაცია და ავთენტიკური ინგლისური ტესტები ამ პროცესს გაამარტივებს.
უზარმაზარი ლექსიკა
ინგლისური ლექსიკა ძალიან ვრცელია და გარდა ამისა, იდიომატური გამონათქვამები და ფრაზული ზმნები ერთიორად ართულებს ყველაფერს.
კულტურული კონტექსტი და სხვა ნიუანსები
ენა ღრმად არის გადაჯაჭვული კულტურასთან. ხშირად რთულია სხვადასხვა სიტყვებისა და ფრაზების გაგება. იუმორი და კონკრეტული ადგილისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური კომუნიკაცია დამაბნეველია უცხო ენაზე მოსაუბრისთვის. ჩვენი რჩევაა სიახლეებს ინგლისურ ენაზე გაეცნოთ, მეტი ინტერაქცია native speaker-ებთან და კულტურული რეფერენსების ახლოს გაცნობა ძალიან დაგეხმარებათ.
შეცდომებისა და განსჯის შიში
ხშირ შემთხვევაში ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რის გამოც ადამიანები საერთოდ არ საუბრობენ ინგლისურად. შეცდომების დაშვებისა და განსჯის შიში აფერხებს კომუნიკაციის უნარების განვითარებას. უსაფრთხო გარემო ე.წ. “Safe space”, სანდო ადამიანებთან პრაქტიკა და რაც მთავარია, პროგრესზე და არა სრულყოფაზე ფოკუსირება დაგეხმარებათ შფოთვის დაძლევაში.
პრაქტიკის ნაკლებობა
თანმიმდევრული პრაქტიკა არის ენის გაუმჯობესების მთავარი საშუალება. ინგლისურად საუბრის არასაკმარისი შესაძლებლობები მოქმედებს სასაუბრო ინგლისურის უნარების გაუმჯობესებაზე. ენის გაცვლის პროგრამებში გაწევრიანება და ენის შემსწავლელი აპლიკაციების გამოყენება ხელს შეუწყობს ინგლისურად საუბრის გაუმჯობესებას.
ბექას სკოლა და თანამედროვე მიდგომები
ინგლისური ენის ცენტრი “ბექას სკოლა” 2016 წელს დაარსდა. მაშინ სკოლაში სულ 2 მასწავლებელი იყო, დღეს კი გუნდის რაოდენობა 25-ს აჭარბებს. “ბექას სკოლა”-ში არიან როგორც ქართველი, გამოცდილი მასწავლებლები, ასევე უცხოელი პროფესიონალები.
ინგლისურის სწავლა ბექას სკოლაში ინოვაციური მიდგომებით მიმდინარეობს.
სკოლა იყენებს სპეციალურად ქართველი მოსწავლეებისთვის შექმნილ მეთოდებს, რათა მოსწავლეს ინგლისური ენის დაუფლება გაუმარტივდეს. სხვადასხვა ტიპის კურსები - სასაუბრო ინგლისური, ზოგადი ინგლისურის კურსი, ინგლისურის გრამატიკა, კორპორაციული კურსი და ა.შ. ყველანაირ მოთხოვნილებებზე მორგებული.
გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ენის შესწავლა არის პროცესი, რომელიც მოითხოვს დროს, ძალისხმევასა და პრაქტიკას. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, ინგლისურის სწავლა შეიძლება დიდი გამოწვევა, ბევრი ადამიანი მთელს მსოფლიოში წარმატებით ხდება ინგლისურის პროფესიონალი მოსაუბრე თანმიმდევრული პრაქტიკით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან