საზოგადოება

რატომ არის ოქრო სტაბილურობის სიმბოლო და რა უნდა გავითვალისწინოთ ოქროს სესხის აღებამდე

№39

ავტორი: „თბილისელები“ 13:51 01.10

ლიდერკრედიტი
დაკოპირებულია

რჩევები ლიდერ კრედიტის ექსპერტებისგან

ათასწლეულების განმავლობაში ოქრო სიმდიდრისა და სტაბილურობის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. მისი ეს სტატუსი არც თანამედროვე, მუდმივად ცვალებად ფინანსურ სამყაროში შეცვლილა. პირიქით, დღეს, როდესაც გლობალური ეკონომიკა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, როგორებიცაა, ინფლაცია და გეოპოლიტიკური არასტაბილურობა, ოქროს როლი კიდევ უფრო აქტიურდება. ეს ბადებს მთავარ კითხვას, რომელიც ბევრ ინვესტორსა თუ უბრალო მოქალაქეს აწუხებს: როგორ ახერხებს ეს ძვირფასი ლითონი, შეინარჩუნოს თავისი ღირებულება მაშინ, როდესაც ქაღალდის ფულის მსყიდველობითუნარიანობა ინფლაციის გამო მცირდება?

ოქროს მაღალი ღირებულება მისი უნიკალური ფიზიკური თვისებებით აიხსნება. პირველ რიგში, ეს არის სიმწირე. ოქრო დედამიწის ერთ-ერთი უიშვიათესი ელემენტია. მისი მოპოვება რთული და ძვირია, ხოლო წლიური მოპოვება არსებულ გლობალურ მარაგს უმნიშვნელოდ, დაახლოებით, 2-3%-ით ზრდის. ვალუტებისგან განსხვავებით, რომელთა დაბეჭდვაც მთავრობებს შეუზღუდავად შეუძლიათ, ოქროს რაოდენობა ბუნებრივად შეზღუდულია და მისი მოპოვება, დაახლოებით, 2 500-3 000 ტონას უტოლდება. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოში უკვე არსებული რაოდენობა (სამკაულების, ზოდების, მონეტებისა და ცენტრალური ბანკების რეზერვების სახით) გაცილებით დიდია, ვიდრე ყოველწლიურად მოპოვებული ახალი ოქრო. შესაბამისად, გაზრდილი მოთხოვნის დროს მისი ადეკვატური მიწოდება ვერ ხერხდება. შედეგად, ოქროს ფასი იზრდება. გარდა ამისა, ამ მოთხოვნის მნიშვნელოვანი ნაწილი ცენტრალურ ბანკებზე მოდის, რომლებიც უკვე მოპოვებული ოქროს, დაახლოებით, მეხუთედს ფლობენ. მაგალითად, ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა 2024 წლისათვის 44,17 ტონა ოქრო შეიძინა. ამით ქვეყანა აშშ დოლარზე დამოკიდებულებას ამცირებს და სავალუტო რეზერვებში ოქროს წილს ზრდის. ასეთი მასშტაბური შესყიდვები კი, თავის მხრივ, ოქროს ფასზე აისახება. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი გამძლეობა. ოქრო არ იჟანგება და სხვა ნივთიერებებთან ქიმიურ რეაქციაში არ შედის, რის გამოც ოდესღაც, თუნდაც, წინა საუკუნეებში მოპოვებული ოქროს მარაგი დღესაც არსებობს. ამ ფიზიკურ თვისებებს ემატება მდიდარი ისტორიული კონტექსტი. ათასწლეულების განმავლობაში, უძველესი ცივილიზაციებიდან დაწყებული, მე-20 საუკუნის ოქროს სტანდარტის ეპოქამდე, ოქრო საერთაშორისო ვაჭრობისა და ფულადი სისტემების საფუძველი იყო. ამ ხანგრძლივმა ისტორიამ კაცობრიობის ცნობიერებაში დაამკვიდრა რწმენა მის, როგორც ღირებულების საზომის, მიმართ.

დღეისთვის ოქროს ფლობა მხოლოდ სიმდიდრის დაგროვებისა და ინფლაციისგან თავდაცვის საშუალება არ არის. ის, საჭიროების შემთხვევაში, ფინანსური რესურსების მობილიზების ეფექტური გზაცაა. ოქროს სესხი სწორედ ამ შესაძლებლობას იძლევა, თუმცა ერთი შეხედვით მარტივ მომსახურებას თავისი რისკებიც ახლავს – იშვიათად, მაგრამ მაინც არის ნივთის დაზიანების, ძვირფასი დეტალების ჩანაცვლების ან მისი არაკეთილსინდისიერად შეფასების შემთხვევები. წარმოგიდგენთ „ლიდერ კრედიტის“ ექსპერტების რჩევებს რომლებიც ოქროს სალომბარდე სესხის აღებამდე უნდა გაითვალისწინოთ:

გაარკვიეთ, ნივთის და სინჯვის რომელ მეთოდს იყენებს ლომბარდი:

ძვირფასი ლითონის დასინჯვა ლაბორატორიული და ექსპრესმეთოდითაა შესაძლებელი. სალომბარდე სესხების გაცემის დროს კი, ძირითადად, უკანასკნელს ანიჭებენ უპირატესობას. არსებობს ორგვარი ტექნიკა: დასინჯვა სასინჯ ქვაზე ოქროს სასინჯი რეაქტივებით და დასინჯვა უშუალოდ ნაკეთობაზე, ეგრეთ წოდებული, წვეთოვანი მეთოდით.

პირველის შემთხვევაში სასინჯ ქვად კიდონტს იყენებენ, რომელიც ბუნებრივი ცხიმით მუშავდება. ქვაზე ლითონის კვალი დაიტანება, რომელზეც ოქროს დასასინჯი რეაქტივებით სინჯის შესაბამისობა დგინდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შემფასებელმა სინჯი სწორად აიღოს. ეს ტექნიკა უსაფრთხოა და არ იწვევს ნივთის დაზიანებას. ამიტომაც „ლიდერ კრედიტში“ სწორედ მასზე ვაკეთებთ არჩევანს.

ოქროს დასინჯვის, ეგრეთ წოდებული, წვეთოვანი მეთოდის დროს კი აუცილებელია დასასინჯი ლითონის გაქლიბვა და მასზე ოქროს სასინჯი რეაქტივის დაწვეთება. ძვირფასი მეტალი, მართალია, შეუმჩნეველ ადგილას იქლიბება და მისი კვალი, როგორც წესი, თვალისთვის უხილავია, მაგრამ ამ ტექნიკით ნივთის დაზიანების გარკვეული რისკები მაინც არსებობს.

დაათვალიერეთ ნივთი ექსპერტ-შემფასებელთან ერთად:

სინჯის აღება და ოქროს შეფასება პირველი ეტაპია, რის შემდეგაც აუცილებელია, ნივთი დეტალურად დაათვალიეროს როგორც ექსპერტ-შემფასებელმა, ისე მომხმარებელმა. იმ შემთხვევაში, თუ მას რაიმე ტიპის დაზიანება აღმოაჩნდება, ის უნდა აღიწეროს ნივთის შეფასების აქტში. ამ აღწერილობაზე პასუხისმგებელი თქვენც ხართ, ამიტომ დარწმუნდით მის სისწორეში. შემდგომში ეს დოკუმენტი დაგიცავთ გაუგებრობებისგან როგორც თქვენ, ისე კომპანიას. ასევე, თუ ნივთის გამოტანისას მისი მდგომარეობა დაგაეჭვებთ, შეგეძლებათ, თქვენი პოზიციები ამ შეფასების აქტის საფუძველზე დაიცვათ.

წინასწარ გაეცანით პირობებს:

როგორც წესი, ოქროს ფასი ლომბარდში განსხვავებულია. ამასთანავე, განსხვავდება სესხის გადახდის პირობები, ვადები, გასაცემი თანხის ოდენობები და ასე შემდეგ. იმისთვის, რომ მიიღოთ სასურველი რაოდენობის თანხა და არც სესხის გადახდა აღმოჩნდეს თქვენთვის სტრესული, აუცილებელია, წინასწარ გაეცნოთ პირობებს და შეიმუშაოთ თქვენთვის ხელსაყრელი სქემა. „ლიდერ კრედიტში“ ამას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ამიტომ ოქროს ლომბარდის კონსულტანტები ყოველთვის მზად არიან, მომხმარებელს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ და სწორი გათვლის გაკეთებაში დაეხმარონ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა