საზოგადოება

რატომ არის მარიამ ოთოსი მოთხოვნადი ექიმი- კოსმეტოლოგი ქალბატონებისთვის?!

№49

ავტორი: „თბილისელები“ 14:30

მარიამ ოთოსი
დაკოპირებულია

მარიამ მიხელიძე-ოთოსი - ექიმი კოსმეტოლოგი, რომელიც ესთეტიკურ სფეროში პროფესიონალიზმითა და ნატურალისტური მიდგომებით გამოირჩევა. ქალბტონი, რომელმაც ესთეტიკური სამედიცინო ხალათი რამდენიმეთვიანი სწავლების შემდგომ კი არ ჩაიცვა ,არამედ წლობით დაგროვებული სამედიცინო განათლებითა და გამოცდილებით შეუდგა ამ სფეროში მუშაობას. მასხშირად მიმართავენ ქალბატონები და ანდობენ საკუთარ ვიზუალს. ეს იქიდანაც მკაფიოდ ჩანს ,რომ ქალბატონების დიდი ნაწილი მარიამ მიხელიძე ოთოსს, ქართულ რეალობაში, ერთ-ერთ რჩეულ კოსმეტოლოგად ასახელებს.

- როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა კოსმეტოლოგიაში და რა იყო ის მომენტი, რომელმაც გადაგაწყვეტინათ ამ სფეროში ყოფილიყავით?

-კოსმეტოლოგიაში ჩემი გზა მედიცინის ბაზაზე დაიწყო, მაგრამ საბოლოო არჩევანი ერთმა ძალიან ადამიანურმა განცდამ განაპირობა — როცა პირველად შევძელი პაციენტის არა მხოლოდ გარეგნობაზე, არამედ თვითშეფასებაზე ზეგავლენის მოხდენა. მაშინ დავინახე, რომ ეს სფერო საშუალებას მაძლევს სამედიცინო ცოდნა და ესთეტიკური ინტუიცია ერთ მთლიან, პასუხისმგებით სავსე პროცესად ვაქციო. უკვე 19 წელია ამ პროფესიის ნაწილი ვარ.

-რა კრიტერიუმებით არჩევთ თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურ მკურნალობის გეგმას და რა ფაქტორებს ანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას?

-ინდივიდუალურ გეგმას ყოველთვის პაციენტის ანამნეზის, კანის მდგომარეობის ობიექტური შეფასებისა და მისი რეალური მიზნების ურთიერთშერწყმით ვაწყობ. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ უსაფრთხოებას, ბუნებრივ შედეგსა და იმ სტრატეგიას, რომელიც პაციენტის ინდივიდუალურ ანატომიასა და ცხოვრების სტილს ზუსტად ემთხვევა. ჩემთვის მთავარი არის არა პროცედურების რაოდენობა, არამედ სწორად შერჩეული, გრძელვადიანი და დაბალანსებული მიდგომა.

-როგორ ახერხებთ აღმოჩნდეთ პაციენტებისთვის არა მხოლოდ ექიმი, არამედ გზამკვლევი, როდესაც საუბარია რეალისტურ მოლოდინებზე?

-პაციენტებისთვის გზამკვლევობა ჩემთვის ნიშნავს გულწრფელ და პროფესიულ კომუნიკაციას ჯერ კიდევ პირველი კონსულტაციიდან. დეტალურად ვუხსნი, რა შედეგი არის რეალისტური მათი ანატომიისა და კანის მდგომარეობიდან გამომდინარე, და რატომ. რომელი პროცედურა მოიტანს ნამდვილ გაუმჯობესებას და რომელი — ზედმეტია. როდესაც ადამიანი ხედავს, რომ ჩემი რეკომენდაციები ობიექტურობასა და უსაფრთხოებაზეა დაფუძნებული, ნდობა ბუნებრივად ყალიბდება, ხოლო მოლოდინები — ჯანსაღი და რეალური.

-რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ბუნებრივი შედეგი და როგორ ახსნით პაციენტებს განსხვავებას "შეცვლასა" და "განახლებას" შორის?

-ბუნებრივი შედეგი ჩემთვის მთავარი სტანდარტია, რადგან ესთეტიკა სწორედ მაშინაა წარმატებული, როცა ადამიანის ინდივიდუალური სახესწორება უცვლელი რჩება. პაციენტებს ყოველთვის ვუხსნი, რომ ‘’შეცვლა’’ ნიშნავს არსის მოდიფიკაციას, ხოლო ‘‘განახლება’’ — იმ ნივთიერებებისა და სტრუქტურების აღდგენას, რაც ბუნებრივად აქვთ, უბრალოდ დროსთან ერთად დაკარგეს. ჩემი მიზანია არა მათი ახალი ვერსიის შექმნა, არამედ საუკეთესო, მახასიათებლებისადმი ერთგული ვერსიის გამოკვეთა.

-რამე პროცედურა თუ არის, რომელიც განსაკუთრებით შეგიყვარდათ და თქვენს "ხელწერად" ჩამოყალიბდა?

-დიახ მაქვს ჩემი საავტორო კომბინირებული ტექნიკა — ‘’რედერმალიზაციის’’, სადაც რამდენიმე პრეპარატის კომბინაცია საშუალებას მაძლევს ერთდროულად აღვადგინო კანის სტრუქტურა, დატენიანება და ელასტიურობა. სწორედ ეს კომბინაცია გახდა ჩემი პროფესიული ‘‘ხელწერა’’ და ჩემი პრაქტიკის საყრდენი, რომელიც ჰარმონიულ და ხანგრძლივ შედეგს ქმნის. ამ შედეგის მისაღებად კი უნდა გვეწვიოთ მარიამ ოთოსის ესთეტიკურ კაბინეტში, მისამართზე: გაბრიელ სალოსის 120-ში, ან დაგვირეკეთ: 558 313184

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი