საზოგადოება

რატომ არ უყვარდა არჩილ გომიაშვილს თავისი როლების ყურება და რამდენჯერ იყო ის ნასამართლევი

№11

ავტორი: ეკატერინე პატარაია 18:00

არჩილ გომიაშვილი
დაკოპირებულია

არჩილ გომიაშვილი – სახასიათო კინომსახიობი. მისი ყველაზე ცნობილი როლი ოსტაპ ბენდერია ლეონიდ გაიდაის ფილმში – „თორმეტი სკამი“, რომლის ადაპტაციაში ეს როლი საბჭოთა კულტურაში დიდი კამათის საგანი გახდა, ვინაიდან ის ნახევრად მითიური ფიგურა იყო – რუსული ენის, ირონიისა და სპეციფიკური ინტონაციის პერსონაჟი. ბევრს მიაჩნდა, რომ ეს როლი რუს მსახიობს უნდა ეთამაშა. როცა როლი არჩილ გოიაშვილმა მიიღო, გაჩნდა ფარული სკეპტიციზმი – შეძლებდა თუ არა ქართველი მსახიობი ოსტაპ ბენდერის რუსულ ინტელექტუალურ იუმორს, მაგრამ სწორედ აქ მოხდა გარდატეხა გომიაშვილმა ეს როლი სხვანაირად „მოირგო“, რათა ეჩვენებინა, რომ ოსტაპ ბენდერი საბჭოთა სივრცეში იყო პარადოქსი, ადამიანი, რომელიც სისტემაში ცხოვრობს, მაგრამ სისტემას დასცინის. ოსტაპ ბენდერის როლი უკვე შესრულებული ჰქონდათ სხვა მსახიობებს თეატრში, მოგვიანებით კი, გამოჩნდა სხვა ვერსიებიც, მაგალითად, ტელესერიალი, სადაც ანდრეი მირონოვნმა შესანიშავად ითამაშა. გაიდაიმ ბევრი მსახიობი მოსინჯა ამ როლზე, მაგრამ არავის ისე არ მოუხდა მანერებითა და ოინბაზობით, როგორც არჩილ გომიაშვილს. მან სახასიათო ენაზე იგივე ხრიკები და იუმორი გამოხატა, რაც მის მონოსპექტაკლში – „ოსტარ ბენდერის თავგადასავლებში“, რომელშიც იგი არა მხოლოდ ბენდერს, არამედ ყველა მთავარ პერსონაჟს ერთდროულად თამაშობდა.

ოსტაპ ბენდერი ეკრანზე და ცხოვრებაში

ვიდრე არჩილ გომიაშვილი პოპულარული მსახიობი გახდებოდა, როგორც თავად აქვს მოყოლილი რუსულ ბეჭდურ გამოცემებში, ოთხჯერ იჯდა ციხეში, თუმცა მისი ბიოგრაფია არასტაბილურ, ბოჰემურ ცხოვრებას უფრო ჰგავდა, ვიდრე მძიმე კრიმინალურ ისტორას. მისი დაკავებები უკავშირდებოდა ფინანსურ/ეკონომიკურ ბრლადებას, რადგან საბჭოთა კანონებით, იმ დროს აკრძალული იყო კერძო, კომერციული საქმიანობა. აღმოუჩინეს „ოქროს ობლიგაციებიც“. ახლობლები ყვებოდნენ, რომ მისი დაკავებების ისტორია ზოგიერთ შემთხვევაში დაკავშირებული იყო ქალბატონებთან, ხშირად სწორედ მათ გამო იწყებოდა ჩხუბები. მისი ასეთი ქცევები კი პოლიციის ყურადღებას იპყრობდა. მას ქალებში ქარიზამტული, მომხიბვლელი იმიჯი ჰქონდა. თავადაც საკმაოდ აქტიური იყო, მაგრამ ამ ურთიერთობებს ხშირად დრამატული ამბებიც ახლდა. საბჭოთ კავშირში ასეთი მამაკაცის გამო ჭორებიც სწრაფად ჩნდებოდა, მაგრამ ეს ყველაფრი – ახალგაზრდობაში.

„ჰაი-ენდ“

უკვე ასაკში, როცა მისი სამსახიობო რესურსი ამოიწურა, კინოში მისი შესაძლებლოები დაქვეითდა, მოსკოვში შექმნა საკმაოდ პრესტიჟული კლუბი – „ოქროს ოსტაპი“, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე „ჰაი-ენდ“ ღამის თავშეყრისა და გართობის ადგილი გახდა არა მხოლოდ რუსული ელიტისათვის. ამბობდნენ, რომ კლუბში ხშირად მიდიოდნენ ცნობილი მსახიობები და პოლიტიკოსები. კინოს დასრულების მერე ისიც სწორედ ასეთ ლეგენდარულ, ელიტურ-კულტურულ წრეებში ატარებდა დროს.

ოსტაპის ფილოსოფია ღამის კლუბამდე

გომიაშვილი რეალურ ცხოვრებაში სულაც არ იყო იუმორით სავსე ადამიანი. მას ჰქონდა პირადი და სოციალური პრობლემები. მისი პირადი ცხოვრება დრამატული იყო. იყო ოთხი ქორწინება, მათ შორის ძალიან ასაკით დისპროპორციულ პარტნიორებთან. მათი ურთიერთობა ხშირად ქრონიკულ ჭორებსა და თითო-ოროლა ინციდენტზე გადიოდა. როგორც აღინიშნა, სიცოცხლის მეორე ნახევარში, ის მშვიდ, თავისუფალ ცხოვრებას დაუბრუნდა, თუმცა აუცილებლად მხარს უჭერდა და იდგა მათ გვერდით, რომლებიც ასევე სცენაზე ან ეკრანზე ვეღარ ახერხებდნენ წარმატებას და სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობდნენ, ცდილობდა „ოსტაპის ფილოსოფია“ ნამდვილ ცხოვრებაში გადმოეტანა, ერთდროულად კომედიური და პრაგმატული გაეხადა. არჩილ გომიაშვილი წარმატებული იყო არა მხოლოდ კინოში, ბიზნესშიც, აზარტულ თამაშებშიც. ერთხელ, კაზინოში, გერმანიაში 100 გერმანული მარკა მოიგო და ეს თანხა იმავე დღეს გაზარდა 100 000 მარკამდე. ერთ-ერთი გერმანული გამოცემა წერდა ამის შესახებ, როგორც მომხდარ სასწაულზე. სწორედ ამ ფულით დააარსა მან თავისი ბიზნესი – ღამის გასართობი კლუბი.

ინტელექტუალური ავანტიურისტი

ოსტაპ ბენდერის როლი შესასრულებლად იყო რთული, ძნელად მისაღები რეჟისორებისთვისაც, თუმცა იმდენად შთამბეჭდავი, რომ ამ როლზე არჩილ გომიაშვილის გარდა, სხვა ვერავინ წარმოედგინათ. სხვათა შორის, „თორმეტ სკამში“ გომიაშვილი რეალურად ითხოვდა, რომ ოსტაპ ბენდერის პერსონაჟი ნაკლებად კომიკური ყოფილიყო. ის ამტკიცებდა, რომ ოსტაპ ბენდერი არის ინტელექტუალური ავანტიურისტი არა უბრალოდ კომიკური სახე და თაღლითი. რუსეთში გასტროლების დროს ერთ-ერთ ქალაქში სპექტაკლი კი, სადაც ის ოსტაპ ბენდერს თამაშობდა, ცენზურამ მოხსნა – განმარტეს, რომ ის ზედმეტად ირონიული იყო საბჭოთა ყოფის მიმართ. ერთხელ, გადაღების შემდეგ გომიაშვილმა ბოდიშიც მოიხადა ამის გამო, როლში რომ შევდივარ ვერ ვაკოტროლებ საკუთარ თავსო. ამ პერიოდში მისი ხასიათი, ოჯახური მდგომარეობა მოქმედებდა, უფრო დაძაბული იყო, რუსეთში საბოლოოდ გადასვლაზე ფიქრობდა და ქართულ კინოზე უკვე სკეპტიკურად ლაპარკობდა. 70-იანებში მას სთავაზობდნენ ერთ-ერთ სერიოზულ როლს, მაგრამ უარი თქვა, რადგან სცენარში მისი გმირი იდეალური საბჭოთა სამხედრო უნდა ყოფილიყო. ეს გადაწყვეტილება არ აღმოჩნდა მისთვის კარგი, რადგან იმ პერიოდში მისთვის მთავარი შემოსავალი კინო იყო. 90-იანებში, როცა ბევრ მსახიობს ფინანსურად უჭირდა, გომიაშვილმა, ოსტაპ ბენდერის წყალობით, კარგი თანხები გამოიმუშავა. ამბობენ, ცხოვრებაში გაცილებით ჩუმი იყო, ვიდრე ეკრანზე ჩანდა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბის მფლობელი იყო, არ უყვარდა გართობები. ხშირდ კლუბში ისე იჯდა, როგორც ბედნიერი ადამიანი და გარშემო მყოფებს აკვირდებოდა. მთელი ცხოვრება ებრძოდა იმას, რომ მხოლოდ ოსტაპ ბენდერი არ ყოფილიყო, მხოლოდ ამ როლის ცნობადობით არ ეცხოვრა, მაგრამ საბოლოოდ თვითონვე აღიარა, რომ ეს როლი მის ცხოვრებას ყველაზე მეტად „მოერგო“ – სისტემასთან მუდმივი თამაში, რისკი ავანტიურა და დამოუკიდებლობის სურვილი მის ხასიათში ჩაჯდა. ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა: „ბედნიერი ვარ, მაგრამ ამან მე „შემჭამა“. ლეონად გაიდაისთან მისი ურთიერთობა ზედაპირული იყო. გადაღების შემდეგ მათ შორის დისტანცია გაიზარდა. გომიაშვილი მიიჩნევდა, რომ არასოდეს ყოფილა გაიდაის გუნდის წვერი, ისე როგორც სხვა მსახიობები.

70-80-იან წლებში, მოსკოვში გადასვლის შემდეგ უკვე მაღალი წრის საზოგადოებაში ჩნდება რესტორნებსა და დახურულ საღამოებზე. ბიზნეში როცა გადავიდა მან შექმნა საკუთარი სივრცე. ერთხელ თქვა: „სცენა და ეკრანი გაძლევს ემოციებს, ბიზნესი კი – ფულს“. მეგობრების ძალიან ვიწრო წრე ჰყავდა. არ უყვარდა ხანგრძლივი გულახდილი საუბრები. არ უყვარდა საკუთარი ფილმების ყურება. ამბობდა, რომ ამ დროს საკუთარ თავს ეკრანზე სრულიად შიშველს ხედავდა და ამიტომ. მხოლოდ ერთხელ უყურა ოსტაპ ბენდერს, ისიც პრემიერაზე. არ უყვარდა სუსტის პოზიცია არც კინოში, არც ცხოვრებაში. გარედან თავდაჯერებულ, ირონიულ, სიტუაციის მმართველ კაცს, შიგნიდან მუდმივი დაძაბულობა და თვითკონტროლი ჰქონდა. მისი დამოკიდებულება ფულთან არ იყო ხარბი. ამბობდა, რომ ფული დამოუკიდებლობისთვის სჭირდებოდა. მასთან ცხოვრება ადვილი არ იყო, უყვარდა დომინირება, იყო ეჭვიანი ნატურა, წყენას არ ივიწყებდა, ამავე დროს თუ დაინახავდა, ვინმეს მისდამი ალალად, კეთილად განწყობილს, საკუთრად მიიჩნევდა და ბოლომდე მის გვერდით იდგა. ამბობენ, სცენაზე უფრო თავისუფალი იყო, ვიდრე ცხოვრებაში, ოსტაპ ბენდერი იცინოდა მაინც, არჩილი – არაო. მას უნდოდა აღიარება, მაგრამ აღიარების შემდეგ დისტანციას ქმნიდა. მას უნდოდა სიყვარული, მაგრამ სიყვარული და ნდობა უჭირდა. ახალგაზრდობაში მას დისტანცია ჰქონდა თბილისელ კოლეგებთან. მოსკოვში გადასვლის მერე კი საერთოდ გაწყდა მისი თბილისური ურთიერთობები. ზოგი მას მოღალატედ მიიჩნევდა – რუსეთი აირჩიაო. გომიშავილი კი ამტკიცებდა, რომ ეს არჩევანი მისი პროფესიული გადარჩენა იყო და არა - ღალატი. თბილისში ჩამოდიოდა ხოლმე, მაგრამ უკვე სტუმრის სტატუსით. მაგალითად, მისი ურთიერთობა სერგო ზაქარიაძესთან იყო ემოციური და საკმაოდ მძიმე. მათ შორის პირდაპირი კონფლიქტი არ ყოფილა, მაგრამ ეს ორი ადამიანი სრულიად განსხვავებული ხასიათის იყო. ისინი ერთმანეთის სამსახიობო სტილს, პიროვნებას პატივს სცემდნენ, მაგრამ მეგობრები არასოდეს ყოფილან. იგივე ხდებოდა კიკაბიძესთან, „მიმინოში“ სადაც ერთად თამაშობენ (არჩილ გომიაშვილი – ნუგზარის როლში). ამბობდა: ქართველებს უყვართ შენი წარმატება, სანამ მათთან ხარო. მას ძალიან უნდოდა თბილისში ერთი სერიოზული პროექტის გაკეთება, მაგრამ იდეა ვერ განხორციელდა, ნაწილობრივ ფინანსური, ნაწილობრივ ამ პიროვნული კონფლიქტების გამო. მოკლედ, არჩილ გომიაშვილი საკმაოდ რთული, მძიმე ხასიათის მსახიობი იყო. არ უყვარდა კომპრომისი და ყოველთვის ხელმძღვანელ პოზიციაზე ყოფნა უნდოდა, რადგან სხვის დაწესებულ წესებს ვერ ეგუებოდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი