რა ვაჩუქოთ პარტნიორს? - რჩევები "Lovely Roses"-სგან
ავტორი: ეკო ტატულაშვილი 16:06 20.09, 2023 წელი

პარტნიორისთვის იდეალური საჩუქრის შერჩევა მარტივი ამოცანა როდია - თქვენ მისი ხასიათი, ინტერესები და გემოვნება უნდა გაითვალისწინოთ. თაიგული კი მიმზიდველი არჩევანია თქვენი საყვარელი ადამიანისათვის, თუმცა ყვავილების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე გამოწვევას აქაც წააწყდებით. წარმოიდგინეთ, რომ ყვავილებმა თქვენი სიყვარული, აღფრთოვანება და მადლიერება უნდა გამოხატოს. თუკი ამ დრომდე თაიგული არავისთვის გიჩუქებიათ ან უბრალოდ, არ იცით როგორ შეარჩიოთ ისინი, მაშინ ამ საკითხის მოგვარებაში ლავლიროუზის პროფესიონალი ფლორისტები დაგეხმარებიან.
დაბადების დღის, ქორწინებისა თუ სხვა მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად თაიგული ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია. ყვავილები არაჩვეულებრივად გამოხატავს იმ გრძნობებსაც კი, რომლებიც სიტყვებით რთულად თუ აღიწერება. ამასთან მნიშვნელოვანია ისიც, რომ თაიგულის ჩუქებისა და მიღების აქტი ღია კომუნიკაციისა და ემოციების გაცვლას უწყობს ხელს, რამაც შესაძლოა თქვენი კავშირი კიდევ უფრო გააღრმაოს.
გახსოვდეთ, რომ ყვავილებს ხშირად სიმბოლური დატვირთვა აქვს. ამიტომ, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ყვავილის სიმბოლური მნიშვნელობა წინასწარ გამოიკვლიოთ, რათა შეარჩიოთ სწორედ ის, რომელიც თქვენს გრძნობებს ასახავს. ყვავილების მაღაზია Lovely Roses გირჩევთ:
წითელი ვარდი სიყვარული და ვნების კლასიკური სიმბოლოა. თუკი თეთრი შროშანების ყიდვას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ, რომ ის სიწმინდესთან და ერთგულებასთან ასოცირდება. შესაბამისად, შეგიძლიათ შროშანების თაიგული თქვენი გულწრფელი ემოციებისა და სიყვარულის სიწმინდის გამოხატულებად აქციოთ. ხოლო იმ შემთხვევაში თუ პარტნიორის მიმართ აღფრთოვანებისა და მადლიერების გამოხატვა გსურთ, მაშინ ამ გრძნობების განცხადებაში ვარდისფერი მიხაკი დაგეხმარებათ.
ტიტებს, მრავალფეროვანი ფერთა გამის გამო, ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებული დატვირთვა აქვს. მაგალითად, წითელი ფერის ტიტა სრულყოფილ, სავსე სიყვარულზე, ხოლო ყვითელი ფერის მხიარულებასა და ბედნიერებაზე მიგვანიშნებს.
ორქიდეა იშვიათი და მეტად ეგზოტიკური სილამაზის სიმბოლოა. ამ ყვავილის ჩქერებით შეიძლება თქვენი პარტნიორის უნიკალურ მიმზიდველობასა და გამორჩეულობას გაუსვათ ხაზი. თუკი მზესუმზირას სიკაშკაშე გიზიდავთ, გახსოვდეთ, რომ ის თაყვანისცემის და ერთგულების სიმბოლოა. თუკი მას თქვენი პარტნიორისათვის შეარჩევთ, თქვენ მისდამი ურყევ სიყვარულსა და ერთგულებას გამოხატავთ. იმ შემთხვევაში თუ პარტნიორს უნებლიედ გული ატკინეთ და სინანულის გამოსახატავად საჩუქარს, კერძოდ ყვავილებს, ეძებთ, გიაცინტები ყურადღების მიღმა ნუ დაგრჩებათ, რადგან ეს უკანასკნელი ღრმა მწუხარებასა და პატიებასთან ასოცირდება.
არ დაგავიწყდეთ, რომ Lovely Roses აქვს მომსახურება ყვავილები ადგილზე მიტანით, რომელიც საჩუქრის შერჩევის პროცესს საგრძნობლად გაამარტივებს.
ჩვენგან მიღებული რჩევების შემდეგ პარტნიორისათვის იდეალური საჩუქრის არჩევა რთული აღარ უნდა იყოს, რადგან ფლორისტების დახმარებით ახლა უკვე შეგიძლიათ შექმნათ პერსონალიზებული თაიგული, რომელიც გრძნობების გამოხატვაში დაგეხმარებათ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან